გადაწყვეტილება №27662/2/2026

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.08.2026
№ დოკუმენტი 27662/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27662/2/2026

24 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 26.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27662/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8042 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.02.2026 წლის №005-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12196 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 379 500.43 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 668 817

ჯარიმა - 334 408

საურავი - 376 275.43

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ღორისა და საქონლის ხორცით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 11.06.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ 2020-2023 წლებში საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება 10 701 316 ლარის ოდენობით საქონლის/ღორის ხორცის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ მხოლოდ ნაწილზე წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები (დასკანერებული). შემოწმების პროცესში აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ დადასტურდა. ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე. დანარჩენ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება არ დასტურდება.

საბოლოოდ, შემოწმების შედეგად, შესყიდვის აქტების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების 75% ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად. შემოწმებისას, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელის მიერ აღიარებული ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების 25% ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 5.07.2023 წლის №15982 ბრძანება და №006-327 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23366 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 28.12.2023 წლის №21042/2/2023 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23366 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8042 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დავის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8042 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 4.02.2026 წლის №2220 ბრძანება და №005-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12196 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა შპს „--------“ მიერ დავების ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ერთის მხრივ აღნიშნული დოკუმენტაცია და ასევე შპს „--------“ მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო აღრიცხვა და შესყიდვის აქტების ნაწილი (დასკანერებული). შემოწმებისას აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც ვერ დადასტურდა გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ წარდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა არ ედრება საწარმოს მიერ წარდგენილ მონაცემებს. გასაჩივრების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ოთხ ფიზიკურ პირთან ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, რაც ზუსტად ემთხვევა შემოწმების ეტაპზე მიწოდებულ საბუღალტრო მონაცემებს, თუმცა ეწინააღმდეგება ამავე ფიზიკური პირების მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილ განცხადებებს. შემოწმებისას ჩატარდა ფიზიკური პირების მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განცხადებებში მითითებული რეალიზებული საქონლის ოდენობის (50 690 კგ) ანალიზი და შედარდა პროგრამაში ასახული შესყიდული საქონლის ოდენობასთან (156 443 კგ). ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ ფიზიკურის პირების განცხადებაში მითითებული რეალიზებული საქონლის ოდენობა პროგრამაში ასახული მონაცემების მხოლოდ 32% შეადგენს. ანალიზისთვის არ იქნა გათვალისწინებული სხვადასხვა მონაცემები, კერძოდ, ვინაიდან ფიზიკურ პირებს განცხადებაში მითითებული აქვთ 2023 წელს რეალიზებული საქონლის ოდენობა და არაა დაკონკრეტებული შემოწმებით განსაზღვრული პერიოდი (2023 წლის იანვარი), მხოლოდ იმ ფიზიკური პირის მიერ დაფიქსირებული რაოდენობა იქნა გათვალისწინებული, ვისგან შესყიდვასაც კომპანია 2023 წლის პერიოდში აფიქსირებს. ასევე, ანალიზში არ იქნა გათვალისწინებული იმ პირების პროგრამული მონაცემები, ვინც განცხადებაში დააფიქსირა, რომ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა/ღირებულება არ ახსოვდათ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში შპს „--------“-ს წარმომადგენელსა და შემოსავლების სამსახურის აუდიტორს შორის არანაირი კომუნიკაცია აღარ ყოფილა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების წარდგენიდან დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია მათი განხილვა და შეფასება, რაც ეწინააღმდეგება გონივრულ ვადაში გადაწყვეტილების მიღების პრინციპს და მიუთითებს საქმის არასათანადო ადმინისტრირებაზე.

შპს „--------“-ს მომწოდებლებს იბარებდნენ დაკითხვაზე ფინანსურ პოლიციაში, სადაც დაკითხვის პროცესში მათზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეს ამცირებს ამ ჩვენებების მტკიცებულებით ძალას.

მომწოდებლები ადასტურებენ, რომ დაკითხვის პროცესში გამომძიებლის მხრიდან მათზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. გამომძიებელი მათ ემუქრებოდა დაჭერით და დაჯარიმებით, რის გამოც მომწოდებლები შეშინდნენ და მათმა ნაწილმა საერთოდ უარყო რომ შპს „--------“-სთვის ხორცი ჰქონდათ მიყიდული, ხოლო დანარჩენმა ნაწილმა დაადასტურეს, რომ ნამდვილად ყიდიდნენ შპს „--------“ ხორცს, თუმცა შიშიდან გამომდინარე იძახდნენ, რომ იმდენი არ გაუყიდიათ რამდენიც საწარმოს ჰქონდა დაფიქსირებული, მათ მიერვე ხელმოწერილ შესყიდვის აქტებში. შპს „--------“ თანახმაა ჩატარდეს ხელმოწერების ექსპერტიზა!!

შედეგად, შემოსავლების სამსახურმა დაარღვია საქმის სრულყოფილად, ობიექტურად და მიუკერძოებლად შესწავლის ვალდებულება, ვინაიდან არ განუხორციელებია წარმოდგენილი მტკიცებულებების რეალური ანალიზი, დაეყრდნო ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც მიღებულია გარემოებებში, რაც აყენებს ეჭვს მათ სანდოობასა და ნებაყოფლობითობაზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ეჭვის ქვეშ არ დამდგარა კომპანიის შემოსავლების ოდენობა, ასევე ეჭვგარეშეა კომპანიის საქმიანობის სფერო - ხორცით საბითუმო ვაჭრობა. ორივე მოცემულობა წარმოადგენს უდაო, ეჭვგარეშე ფაქტს.

საგადასახადო დარიცხვა დაფუძნებულია იმ არგუმენტებზე, რომ შპს „--------“-ს მომწოდებლებმა, გადამხდელად არარეგისტრირებულმა სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ფიზიკურმა პირებმა, ფინანსურ პოლიციაში დაკითხვის დროს ვერ გაიხსენეს და სრულად არ დაადასტურეს მათ მიერ, წინა წლებში, გაყიდული რაოდენობები და მიღებული თანხები.

შემოწმებისას შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა მანუალი რომლის მიხედვითაც ხარჯად გაითვალისწინა ფაქტიურად გაწეული ხარჯების მხოლოდ 75%. აღნიშნულის საფუძველზე დადგა შემდეგი ფინანსური შედეგი:

შესამოწმებელი პერიოდში 11.06.2020 – 1.02.2023 მდე (32თვე)

გადასახადის გადამხდელის, შემმოწმებლის ინფორმაციით გადათვლით სულ მიღებული დოკუმენტური შემოსავალი კომპანიის და შემმოწმებლის გაანგარიშებით შეადგენს 11 161 620 ლარს;

სულ გაწეული ხარჯი გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით შეადგენს 10 701 316 ლარს, ხოლო, შემმოწმებლის გაანგარიშებით 8 025 987 ლარს.

მოგება გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით შეადგენს 460 304 ლარს, ხოლო შემოწმების გაანგარიშებით 3 135 633 ლარს.

ფასნამატის პროცენტი კომპანიის ინფორმაციით შეადგენს 4%-ს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით 39%-ს.

ეჭვგარეშე ფაქტს წარმოადგენს ის, რომ ამ სფეროში, ხორცით საბითუმო ვაჭრობაში პრაქტიკიდან გამომდინარე საშუალო ფასნამატი მერყეობს 9%-მდე. შეუძლებელია 39% იყოს სწორი !!!

საგადასახადო შემმოწმებლის მიერ გამოყენებული მიდგომა კომპანიას აყენებს არასამართლიანი დარიცხვის მდგომარეობაში. ამ ბიზნესში, შეუძლებელია კომპანიამ იმუშაოს 39%-იანი ფასნამატით, აღსანიშნავია, რომ შპს „--------“-ს კლიენტს წარმოადგენს აგროჰაბი. აგროჰაბი, როგორც სტაბილური და გადამხდელუნარიანი კლიენტი არის ბევრი ხორცის მომწოდებლისთვის სასურველი მყიდველი, რის გამოც მათთან სამუშაოდ ხორცის მომწოდებლებს შორის არის ძალიან დიდი კონკურენცია და ისინი თანახმა არიან საშუალოზე კიდევ უფრო დაბალი ფასნამატითაც კი იმუშაონ. აგროჰაბიც შესაბამისად სარგებლობს თავისი უპირატესობით და მომწოდებლებზე ახდენს ფასით მანიპულირებას. რის გამოც მათთან შეუძლებელია მაღალი ფასნამატით მუშაობა.

შპს „--------“ მუშაობდა მინიმალური ფასნამატით, ხოლო საგადასახადოს მხრიდან გადასახადის მოთხოვნა ხდება არარეალური 39%-იანი ფასნამატის პირობებში. მიაჩნია, რომ ძალიან უხეშად ირღვევა გადასახადის გადამხდელის უფლებები და აღნიშნული არგუმენტები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.

მოითხოვს, მის მიმართ გამოყენებული იქნეს აღნიშნულ სექტორში, ხორცით საბითუმო ვაჭრობაში არსებული საშუალო ფასნამატი, რათა მოხდეს გადასახადების სამართლიანი და საღ აზრთან შესაბამისობაში მყოფი დარიცხვა. საგადასახადო ჯარიმა, რომელიც კომპანიაზეა დარიცხული მოკლებულია ყველანაირ გონივრულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს: სადავო აქტების გაუქმებას, მოხდეს გადაანგარიშება და გამოყენებული იქნას ხორცით საბითუმო ვაჭრობის სფეროში ფაქტიურად არსებული საშუალო ფასნამატი!

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8042 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დავის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8042 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა შპს „--------“ მიერ დავების ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ერთის მხრივ აღნიშნული დოკუმენტაცია და ასევე შპს „--------“ მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო აღრიცხვა და შესყიდვის აქტების ნაწილი (დასკანერებული). შემოწმებისას აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც ვერ დადასტურდა გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ წარდგენილია წერილობითი ახსნაგანმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა არ ედრება საწარმოს მიერ წარდგენილ მონაცემებს. გასაჩივრების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ოთხ ფიზიკურ პირთან ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, რაც ზუსტად ემთხვევა შემოწმების ეტაპზე მიწოდებულ საბუღალტრო მონაცემებს, თუმცა ეწინააღმდეგება ამავე ფიზიკური პირების მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილ განცხადებებს. შემოწმებისას ჩატარდა ფიზიკური პირების მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განცხადებებში მითითებული რეალიზებული საქონლის ოდენობის (50 690 კგ) ანალიზი და შედარდა პროგრამაში ასახული შესყიდული საქონლის ოდენობასთან (156 443 კგ). ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ ფიზიკურის პირების განცხადებაში მითითებული რეალიზებული საქონლის ოდენობა პროგრამაში ასახული მონაცემების მხოლოდ 32% შეადგენს. ანალიზისთვის არ იქნა გათვალისწინებული სხვადასხვა მონაცემები, კერძოდ, ვინაიდან ფიზიკურ პირებს განცხადებაში მითითებული აქვთ 2023 წელს რეალიზებული საქონლის ოდენობა და არაა დაკონკრეტებული შემოწმებით განსაზღვრული პერიოდი (2023 წლის იანვარი), მხოლოდ იმ ფიზიკური პირის მიერ დაფიქსირებული რაოდენობა იქნა გათვალისწინებული, ვისგან შესყიდვასაც კომპანია 2023 წლის პერიოდში აფიქსირებს. ასევე, ანალიზში არ იქნა გათვალისწინებული იმ პირების პროგრამული მონაცემები, ვინც განცხადებაში დააფიქსირა, რომ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა/ღირებულება არ ახსოვდათ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა შპს „--------“ მიერ დავების ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ერთის მხრივ აღნიშნული დოკუმენტაცია და ასევე მომჩივნის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებას, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8042 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8042 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა მომჩივანის მიერ დავების ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ერთის მხრივ აღნიშნული დოკუმენტაცია და ასევე მომჩივანის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა წარადგინა საბუღალტრო აღრიცხვა და შესყიდვის აქტების ნაწილი (დასკანერებული). შემოწმებისას აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც ვერ დადასტურდა გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ წარდგენილია წერილობითი ახსნაგანმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა არ ედრება საწარმოს მიერ წარდგენილ მონაცემებს. გასაჩივრების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ოთხ ფიზიკურ პირთან ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, რაც ზუსტად ემთხვევა შემოწმების ეტაპზე მიწოდებულ საბუღალტრო მონაცემებს, თუმცა ეწინააღმდეგება ამავე ფიზიკური პირების მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილ განცხადებებს. შემოწმებისას ჩატარდა ფიზიკური პირების მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განცხადებებში მითითებული რეალიზებული საქონლის ოდენობის (50 690 კგ) ანალიზი და შედარდა პროგრამაში ასახული შესყიდული საქონლის ოდენობასთან (156 443 კგ). ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ ფიზიკურის პირების განცხადებაში მითითებული რეალიზებული საქონლის ოდენობა პროგრამაში ასახული მონაცემების მხოლოდ 32% შეადგენს. ანალიზისთვის არ იქნა გათვალისწინებული სხვადასხვა მონაცემები, კერძოდ, ვინაიდან ფიზიკურ პირებს განცხადებაში მითითებული აქვთ 2023 წელს რეალიზებული საქონლის ოდენობა და არაა დაკონკრეტებული შემოწმებით განსაზღვრული პერიოდი (2023 წლის იანვარი), მხოლოდ იმ ფიზიკური პირის მიერ დაფიქსირებული რაოდენობა იქნა გათვალისწინებული, ვისგან შესყიდვასაც კომპანია 2023 წლის პერიოდში აფიქსირებს. ასევე, ანალიზში არ იქნა გათვალისწინებული იმ პირების პროგრამული მონაცემები, ვინც განცხადებაში დააფიქსირა, რომ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა/ღირებულება არ ახსოვდათ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8042 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)