ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2018 წლის 31 აგვისტო
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) თითოეულ სამორინეს სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებ სისტემატურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 8 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 ივლისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 31.07.2024წ.
მუხლი 2
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, №26; 07.03.09; გვ.7, სარეგისტრაციო კოდი: 210.070.000.35.134.001.875 ).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქედის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
შუქრი თურმანიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე