ბრძანება N 20004
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20004
14 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ს“ (ს/ნ -------)
(მის.: -----------)
2023 წლის 22 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „--------ს“ (ს/ნ -------) 2023 წლის 22 მაისის №81182/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №021-21 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება „C“ სიდიდის გაზრდას და ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირებას;
2. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას შეღავათით მოსარგებლე პირებზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26419 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------ს“ (ს/ნ -------) 2022 წლის 29 ივნისის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------ს“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ების (ყუთების) ფაქტობრივი ნაშთით 2016 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთის გაზრდის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26419 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 13 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 3 725 ლარით, მათ შორის, გადასახადი 2 980 ლარით და ჯარიმა 745 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 25 აპრილის №021-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
„1. 2012 წლის პერიოდის არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული და გაზრდილი შემოსავლის 207 724 ლარის ფინანსურ მოგებაში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, წინა საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი, ყველა მასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად (რეალიზებული საქონლის თვითღირებულება) გათვალისწინებულ იქნა საწარმოს ფინანსური მოგების ფორმირებაში. რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებულ მოგების გადასახადის ხარჯს, შემოწმებამ 2012 წლის წლიური მოგების გადასახადი არ მოიცვა, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს არ დაუდეკლარირებია შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი ბრუნვები, შესაბამისად, ამ ნაწილში მოგების გადასახადის ხარჯი (საერთო ჯამში) საწარმოს არ გააჩნდა. საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული 304 538 ლარის შემთხვევაში, ფინანსური მოგება გაზრდილ იქნა გადასახადის (დღგ და საშემოსავლო) პროპორციული წილით 134 111 ლარით. ვინაიდან დარიცხული დღგ არ წარმოშობს ფინანსურ ხარჯს, ხოლო ვალდებულების შემცირება (საგადასახადო შეთანხმებით) ზრდის წმინდა მოგებას, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ხარჯებში, შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული წილით გაზრდილ იქნა საწარმოს წმინდა მოგება. რაც შეეხება შეთანხმებულ თანხას - 400 000 ლარს, რომელიც გადასახადის გადამხდელმა გადაიხადა ბიუჯეტში, შესაბამისი ჯარიმების და საურავების წილი (სხვა გადახდილ ჯარიმებსა და საურავებთან ერთად) გათვალისწინებულია ფინანსურ ხარჯებში. გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა შემოწმების შედეგებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი;
2. სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი.
3. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ების (ყუთების) ფაქტობრივი ნაშთით 2016 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთის გაზრდის საფუძვლით დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26419 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეესწავლა/გამოეკვლია „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი დასკვნის მიხედვით, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო, დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ვალის პატიების (საგადასახადო შეთანხმება) თანხებთან დაკავშირებით ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები არარეალური ვალდებულებების თავიდანვე არ აღიარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აღნიშნული თანხით არ მოხდა ფინანსური მოგების შემცირება, რამაც საბოლოო ჯამში გავლენა მოახდინა საბოლოო გადასახადის თანხაზე და ამ ნაწილში დარიცხული მოგების გადასახადი არ იქნა შემცირებული. გადამხდელის განმარტებით, ფინანსური მოგების თანხა გაზრდილია 304 538 ლარით, რომელიც წარმოადგენს კამერალური საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხისა და საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადახდილი თანხებს შორის სხვაობას. აღნიშნული თანხები არ იქნა აღიარებული კომპანიის მიერ ვალდებულებად, ვინაიდან იმ წლებში არსებობდა შემოსავლების სამსახურის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა საგადასახადო დავალიანების ნაწილის საგადასახადო შეთანხმების გზით ჩამოწერასთან დაკავშირებით. მომჩივანი ასევე მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, მიღებული სარგებელი. აღნიშნული მუხლის მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და გაუგებარია, რატომ უნდა გაზრდილიყო ამ თანხით ფინანსური მოგება. გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ შემოწმებით განსაზღვრული 709 327,87 ლარის ვალდებულება აღიარებული არ იქნა სრულად და ამ თანხიდან თავიდანვე აღიარებული იქნა მხოლოდ 400 000 ლარი, ხოლო დაახლოებით 300 000 ლარი (შეთანხმების შედეგად ნაპატიები თანხა) ისე იქნა ჩამოწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ, რომ საწარმოს მიერ არ აღიარებულა. ამასთან, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება ხორციელდება საგადასახადო დავალიანების თანხაზე და არა აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხაზე. გადაანგარშების დასკვნაში მითითებულია, რომ ამ თანხის შესაბამისი ჯარიმებისა და საურავის წილი ასახულია კომპანიის ფინანსური მოგების გაანგარიშებისას და ამ თანხით შემცირებულია მოგების გადასახადი, თუმცა აშკარაა, რომ აღნიშნული თანხები შემცირებული არ არის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მიღებული წმინდა მოგების ოდენობის („C“ სიდიდის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული თანხა (304 538 ლარი), არ გაზარდოს აღნიშნული თანხით საწარმოს წმინდა მოგება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26419 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი დასკვნის მიხედვით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, ამ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საგადასახადო შემოწმების და ასევე, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლის პირველი ნაწილის დანართი №II-082-ით განსაზღვრული ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება ამ ნაწილში განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მიღებული წმინდა მოგების ოდენობის („C“ სიდიდის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული თანხა (304 538 ლარი), არ გაზარდოს აღნიშნული თანხით საწარმოს წმინდა მოგება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება „C“ სიდიდის გაზრდას და ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირებას;
2. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას შეღავათით მოსარგებლე პირებზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. 2012 წლის პერიოდის არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული და გაზრდილი შემოსავლის 207 724 ლარის ფინანსურ მოგებაში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, წინა საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი, ყველა მასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად (რეალიზებული საქონლის თვითღირებულება) გათვალისწინებულ იქნა საწარმოს ფინანსური მოგების ფორმირებაში. რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებულ მოგების გადასახადის ხარჯს, შემოწმებამ 2012 წლის წლიური მოგების გადასახადი არ მოიცვა, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს არ დაუდეკლარირებია შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი ბრუნვები, შესაბამისად, ამ ნაწილში მოგების გადასახადის ხარჯი (საერთო ჯამში) საწარმოს არ გააჩნდა. საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული 304 538 ლარის შემთხვევაში, ფინანსური მოგება გაზრდილ იქნა გადასახადის (დღგ და საშემოსავლო) პროპორციული წილით 134 111 ლარით. ვინაიდან დარიცხული დღგ არ წარმოშობს ფინანსურ ხარჯს, ხოლო ვალდებულების შემცირება (საგადასახადო შეთანხმებით) ზრდის წმინდა მოგებას, აგრეთვე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ხარჯებში, შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული წილით გაზრდილ იქნა საწარმოს წმინდა მოგება. რაც შეეხება შეთანხმებულ თანხას - 400 000 ლარს, რომელიც გადასახადის გადამხდელმა გადაიხადა ბიუჯეტში, შესაბამისი ჯარიმების და საურავების წილი (სხვა გადახდილ ჯარიმებსა და საურავებთან ერთად) გათვალისწინებულია ფინანსურ ხარჯებში. გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა შემოწმების შედეგებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი;
2. სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი.
3. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ების (ყუთების) ფაქტობრივი ნაშთით 2016 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთის გაზრდის საფუძვლით დარიცხული თანხები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მიღებული წმინდა მოგების ოდენობის („C“ სიდიდის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული თანხა (304 538 ლარი), არ გაზარდოს აღნიშნული თანხით საწარმოს წმინდა მოგება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურს მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1"ა"), 981(1), 8(43), 12, 309(92)(93), 304(21).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება;