გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
📄 სრული ტექსტი
(ძალადაკარგულია - 31.10.2024, №27)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2017 წლის 30 იანვარი
ქ.გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:
1. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არაუმეტეს 20%;
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №13 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე