ბრძანება N 8578

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2025
№ დოკუმენტი 8578
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8578

02 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------)

(მის.: -------------------------------------)

2025 წლის 10 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 აპრილის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------) №55045/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №007-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი სადავოდ არ ხდის გადაანგარიშების შედეგად დარჩენილ გადასახადს, თუმცა არ ეთანხმება განსაზღვრული სანქციის ოდენობას და ითხოვს მის შემცირებას. აცხადებს, რომ დარიცხული გადასახადი შემცირდა 69%-ით, ხოლო ამ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა არ შემცირებულა. ასევე, აღნიშნავს, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო საგადასახადო დავა გაგრძელდა 10 წელზე მეტი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №24255 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 20 აპრილის №007-106 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2016 წლის 19 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის დადგენის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლო დავის ეტაპზე წარდგენილი შპს „---------იის“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის N-/-- 2017 დასკვნა;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენი ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №24255 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 24 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 19 751 ლარით, მ.შ. გადასახადი 11 256 ლარით, ხოლო ჯარიმა 8 495 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 18 მარტის №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------) მიერ წარმოდგენილი შპს „-----------ის“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის №-/--2017 დასკვნა შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად. შედეგად, საწარმოსთვის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ჯამურად დაკორექტირდა (შემცირდა) სულ 19 750 ლარით, მ.შ. გადასახადი - 11 255 ლარით, ხოლო ჯარიმა - 8 495 ლარით. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ზარალი, რომელიც გადაიტანება შემდგომ პერიოდში 2011 წელს გაიზარდა 5 917 ლარით და შეადგინა 19 591 ლარი, რაც ედრება ამავე პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შპს „--------------ის“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის №-/--2017 დასკვნა, რის შედეგადაც, საწარმოსთვის დარიცხული თანხები შემცირდა სულ 19 750 ლარით. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ზარალი, რომელიც გადაიტანება შემდგომ პერიოდში 2011 წელს გაიზარდა 5 917 ლარით და შეადგინა 19 591 ლარი, რაც ედრება ამავე პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებს.

ამასთან, სადავო საკითხთან მიმართებით, რომ გადაანგარიშების შედეგად ჯარიმის ოდენობა არ შეცვლილა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, რადგან აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის დასკვნით შპს „--------------ს“ (ს/ნ -------------) ჯარიმის თანხა შეუმცირდა 8 495 ლარით და ნაცვლად 10 214 ლარისა, შეადგინა 1 719 ლარი.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი სადავოდ არ ხდის გადაანგარიშების შედეგად დარჩენილ გადასახადს, თუმცა არ ეთანხმება განსაზღვრული სანქციის ოდენობას და ითხოვს მის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №24255 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №007-106 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლო დავის ეტაპზე წარდგენილი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №24255 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 19 751 ლარით, მ.შ. გადასახადი 11 256 ლარით, ხოლო ჯარიმა 8 495 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №007-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);