ბრძანება N 7776

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2026
№ დოკუმენტი 7776
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7776

03 აპრილი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(ფაქტ. მის.: „-------“ )

2026 წლის 4 და 5 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 4 მარტის №101138/1/2026 და 5 მარტის №101139/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 იანვრის №006-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის განსაზღვრისას, მხოლოდ საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთი უნდა გაეთვალისწინებინა და არ უნდა განხორციელებულიყო გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტების კორექტირება. ამასთან, აცხადებს, რომ აუცილებელია ხანდაზმული პერიოდიდან გადმოყოლილი ნაშთების დაზუსტება, რადგან შემოწმების მიერ საწყის ნაშთად ასახული მონაცემები შეიცავს უზუსტობას.

2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 მაისის №9455 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მათ შორის, დაადგინოს ნაღდი ფულის საწყისი ნაშთი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 მაისის №9455 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 26 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, ჯამში 3 011 ლარით, მათ შორის, გადასახადი 2 007 ლარის ოდენობით და ჯარიმა 1 004 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 28 იანვრის №006-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული დოკუმენტური მტკიცებულებები (დოკუმენტაცია შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ), რამაც გამოიწვია შესამოწმებელი პერიოდის ნაღდი ფულის ნაშთის შემცირება. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი შემცირდა 2 007 ლარით).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული დოკუმენტური მტკიცებულებები (დოკუმენტაცია შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ), რამაც გამოიწვია შესამოწმებელი პერიოდის ნაღდი ფულის ნაშთის შემცირება. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის ეტაპზე გადამხდელთან ელექტრონულ ფოსტაზე გაიგზავნა ექსელის ფორმატში შედგენილი ხარვეზიანი გაანგარიშება (აღნიშნული გაანგარიშებით არ არის განსაზღვრული შემოწმების აქტის შედეგები), კერძოდ, გაანგარიშებაში გამორჩენილია საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს მიეწოდა გაანგარიშება, რომლითაც განსაზღვრულია შემოწმების შედეგები. აღნიშნული გაანგარიშების მიხედვით დგინდება, რომ საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი მონაწილეობდა სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში. ამასთან, გადამხდელმა წარადგინა ხანდაზმულ პერიოდში გაწეული ხარჯების დოკუმენტაცია (წარდგენილია მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯი 1 015 ლარის ოდენობით), რომელიც არ იწვევს საწყისი ნაშთების ცვლილებას. ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დამატებითი ხარჯის დოკუმენტები სრულად გათვალისწინებულია 2026 წლის 26 იანვრის გადაანგარიშების დასკვნაში, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

2. გადამხდელი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული დოკუმენტური მტკიცებულებები,რამაც გამოიწვია შესამოწმებელი პერიოდის ნაღდი ფულის ნაშთის შემცირება. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).