N 6985 - 10/03/2020 - „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 10.03.2020
№ დოკუმენტი 6985
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №6985

2020 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში შეტანილი იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მამუკა ბარათაშვილი – შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის

უფროსი ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე