ბრძანება N 5433
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5433
12 მარტი 2026
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“)
2026 წლის 11 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) 2026 წლის 11 თებერვლის №100718/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 იანვრის №127-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: მომჩივანი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ითვალისწინებდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მისი მონაწილეობით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლას და ორმაგი დაბეგვრის დადასტურების შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას. გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც პირდაპირ მიეთითა, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის გადაადგილებას/უკან დაბრუნებას და არა შემოსავლის მიღებას ან რეალიზაციას იმ მოცულობით და იმ სახით, როგორც ეს დარიცხვაში იყო ასახული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით, სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 ნოემბრის №24872 ბრძანების საფუძველზე შპს „------“-ის (ს/ნ „------“) 2025 წლის 13 ოქტომბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ჯართის რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ერთი და იმავე საქონლის ორჯერ დაბეგვრის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 ნოემბრის №24872 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2026 წლის 22 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა, რომ შემსყიდველთან სარეალიზაციოდ გადაზიდული ტვირთის უკან დაბრუნებისას არ მომხდარა ახალი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადების გამოწერა. აღნიშნული პოზიციის დადასტურების მიზნით, გადამხდელის მიერ რაიმე ტიპის პირველადი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, არ დასტურდებოდა სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან საქონლის უკან დაბრუნების/უკან პირველად მისამართზე გადაზიდვის ფაქტი. შედეგად, დამატებით შესწავლილი მონაცემების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ჯართის რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს დავალებული ჰქონდა ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია, რაც გადამხდელის მიერ არ შესრულებულა. კერძოდ, გადამხდელმა წარადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა, რომ შემსყიდველთან სარეალიზაციოდ გადაზიდული ტვირთის უკან დაბრუნებისას არ მომხდარა ახალი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადების გამოწერა, თუმცა აღნიშნული პოზიციის დადასტურების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ რაიმე ტიპის პირველადი დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, არ დასტურდება სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან საქონლის უკან დაბრუნების/უკან პირველად მისამართზე გადაზიდვის ფაქტი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით, სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა, რომ შემსყიდველთან სარეალიზაციოდ გადაზიდული ტვირთის უკან დაბრუნებისას არ მომხდარა ახალი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადების გამოწერა. აღნიშნული პოზიციის დადასტურების მიზნით, გადამხდელის მიერ რაიმე ტიპის პირველადი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, არ დასტურდებოდა სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან საქონლის უკან დაბრუნების/უკან პირველად მისამართზე გადაზიდვის ფაქტი. შედეგად, დამატებით შესწავლილი მონაცემების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).