ბრძანება N 17381
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17381
24 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 9 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) №90620/1/2024 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის ID:---------- გადაწყვეტილებას და ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დღგ-ის კვალიფიციური სტატუსი ჩამორთმეული ჰქონდა საგადასახადო დავალიანების გამო, რომელიც დაფარა. ამის შემდეგ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს სრულად მიაწოდა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. მიუხედავად მისი მხრიდან ყველა პირობის შესრულებისა, განცხადებაზე მიიღო უარყოფითი პასუხი. ამასთან, განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორის შვილი, რომლის კომპანიასაც აქვს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, არ მუშაობს მოცემულ კომპანიაში და არანაირი პირდაპირი ან/და ირიბი კავშირი არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან. ამასთან, ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ სარგებლობდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსით და ახლა ვერ ხედავს უარის ლოგიკურ მიზეზს. განსაკუთრებით, დავალიანების დაფარვის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 25 ივნისს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა განმეორებითი ელექტრონული განცხადება ID---------- კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოხდა გადამხდელის შესახებ ინფორმაციის მოძიება. შპს ,,----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 24 აგვისტოს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 17 სექტემბერს, რომლის დირექტორი და 100% წილის დამფუძნებელია ---------- (პ/ნ ----------), საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს მოსამზადებელი სამუშაოები სამშენებლო მოედანზე (კერძოდ, საბურღი აპარატით მომსახურება).
წარმოდგენილი დოკუმენტების და დამატებით მოძიებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად საჭირო გახდა საწარმოს დირექტორთან შეხვედრა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის განსაზღვრული ობიექტი, შეხვედრის მიზნით საწარმოს დირექტორი---------- (პ/ნ ----------) და მისი ბუღალტერი ----------(პ/ნ ----------) დაბარებულნი იქნენ შემოსავლების სამსახურში.
2024 წლის 2 ივლისს საწარმოს დირექტორი ---------- (პ/ნ ----------) გამოცხადდა შემოსავლების სამსახურში მის შვილთან ---------- (პ/ნ ----------) და ---------- ერთად (პ/ნ ----------), რომელმაც განმარტა რომ არ არის საწარმოს თანამშრომელი, თუმცა არის ადვოკატი, რომელიც ეხმარება ხელშეკრულებების მომზადებაში, როგორც მისი ახლობელი. ვინაიდან საწარმოს დირექტორი იყო ---------- მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა ენის ბარიერი და ვერ საუბრობდა ქართულად, ---------- მეშვეობით ხდებოდა კომუნიკაცია საწარმოს დირექტორთან.
დასმულ კითხვაზე თუ რას საქმიანობდა საწარმო და რა გამოცდილება ჰქონდა ---------- (პ/ნ ----------), ---------- განმარტა, რომ საწარმოს საქმიანობაა საბურღი საქმიანობა, რომლის მართვაში და განხორციელებაშიც ეხმარებიან მისი შვილები ----------(----------) და ---------- (----------), აქვე აღნიშნა, რომ ---------- (----------) აქვს შესაბამისი გამოცდილება მსგავს საქმიანობებში, როგორც საქართველოში, ასევე ---------- და იყო ინფორმირებული საწარმოო პროცესის მიმდინარეობაში. დამატებით კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საწარმო ---------- (პ/ნ----------), განაცხადა, რომ ---------- (პ/ნ ----------) არ ჰქონდა საწარმო იდენტური საქმიანობის სფეროში.
ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით საწარმოს დირექტორსვ ---------- (პ/ნ ----------) განემარტა, რომ დეტალურად აღეწერა სამუშაო პროცესი: კერძოდ, რას საქმიანობდა გადამხდელი, ვინ იყვნენ დაქირავებული პირები, ვინ ეხმარებოდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში და რატომ საჭიროებდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, რა დროსაც ----------(პ/ნ ----------) ახსნა-განმარტებაში მასზე ინფორმაციის ასახვაზე უარი განაცხადა და ---------- უარყო თავდაპირველი მოწოდებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ---------- (----------) უზრუნველყო მამამისის ---------- (პ/ნ ----------) ავტომობილით მოყვანა შემოსავლების სამსახურში, მათი განმარტებით იყო მხოლოდ მძღოლი და არ იღებდა მონაწილეობას შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) ეკონომიკურ საქმიანობაში.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა საკითხის ირგვლივ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა. 2024 წლის 17 ივლისის მდგომარეობით---------- (პ/ნ ----------) მიერ დაფუძნებულ საწარმოებს: შპს „----------“ (ს/ნ ----------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება 640558 ლარი, ხოლო შპს „----------“ (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანება შეადგენს 530618 ლარს. ასევე, გასს-ში არსებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგად დგინდება, რომ ---------- (პ/ნ ----------) ფიქსირდება ბუღალტრად როგორც ზემოაღნიშნულ საწარმოებში, ასევე სხვა საწარმოში, რომელსაც 2024 წლის 17 ივლისის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 65641 ლარი და ასევე, მეორე საწარმოშიც, რომელსაც კავშირი აქვს ----------(----------) საწარმოსთან.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენების და საგადასახადო რისკების პრევენციის მიზნით, შპს ,,----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 8 ივლისის ID:---------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით(შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 25 ივნისს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა განმეორებითი ელექტრონული განცხადება კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მოხდა გადამხდელის შესახებ ინფორმაციის მოძიება. მომჩივანი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 24 აგვისტოს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 17 სექტემბერს, რომლის დირექტორი და 100% წილის დამფუძნებელია ფ/პ. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის განსაზღვრული ობიექტი, შეხვედრის მიზნით საწარმოს დირექტორი და მისი ბუღალტერი დაბარებულნი იქნენ შემოსავლების სამსახურში.
ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით საწარმოს დირექტორს განემარტა, რომ დეტალურად აღეწერა სამუშაო პროცესი: კერძოდ, რას საქმიანობდა გადამხდელი, ვინ იყვნენ დაქირავებული პირები, ვინ ეხმარებოდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში და რატომ საჭიროებდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, რა დროსაც ახსნა-განმარტებაში მასზე ინფორმაციის ასახვაზე უარი განაცხადა.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა საკითხის ირგვლივ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და დადგინდა რომ, მომჩივანი საწარმოს დამფიძნებლის სხვა შპსეებ-ში 2024 წლის 17 ივლისის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელსაც კავშირი აქვს მომჩივან საწარმოსთან. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის არამიზნობრივად გამოყენების და საგადასახადო რისკების პრევენციის მიზნით, შპს-ს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი