N 114 - 06/03/2018 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 06.03.2018
№ დოკუმენტი 114
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №114

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

1. მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679721695399 {width:482.25pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„2

პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება

1 წელი

საწარმოებისთვის, ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის (გარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოებისა, ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისა) – 3 000 ლარი;

 

ახლად რეგისტრირებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის – 1 000 ლარი;

 

ფიზიკური პირებისათვის – 500 ლარი.

 

შენიშვნა:

ამ გრაფის მიზნებისთვის:

1. ახლად რეგისტრირებულ საწარმოდ/ორგანიზაციად/

ინდივიდუალურ მეწარმედ მიიჩნევა საწარმო/ორგანიზაცია/ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის განცხადებით მომართვის წელს.

2. ორგანიზაციად მიიჩნევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული წარმონაქმნები.“.

 

2. მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679721722802 {width:484.5pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„5

გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარება

 

ორგანიზაციებისათვის – 5000 ლარი;

 

სხვა პირებისათვის:

12 თვემდე პერიოდის შემოწმებისათვის – 10 000 ლარი;

 

12-დან 24 თვემდე პერიოდის შემოწმებისათვის – 20 000 ლარი;

 

24 თვეზე მეტი პერიოდის შემოწმებისათვის – 30 000 ლარი.

 

შენიშვნა: ამ გრაფის მიზნებისათვის ორგანიზაციად მიიჩნევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული წარმონაქმნები.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი