ბრძანება N 27001-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 27001
09/09/2020
შპს --------------------
(მის.: ქ. --------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 ივნისის და 12 აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №36 და №58) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 29 იანვრისა №18668/21 და 2020 წლის 18 მარტის №60943/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №007-688 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
უიმედო ვალად აღიარებული გამოქვითვების შემცირება და მიუღებელი საპროცენტო შემოსავლების ერთობლივ შემოსავალში ასახვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აპრილის №8572 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 30 დეკემბრის №47566 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-688 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დაექვემდებარა შემცირებას სულ 1 715 672 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 718 472 ლარი, ჯარიმა დაერიცხა 2 800 ლარი, ხოლო საურავი 0 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2013 წელს შპს ----- სა და შპს ----- ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ----- ს სესხად გადაეცა 600 000 აშშ დოლარი, წლიური 18%-ის სარგებლით. მსესხებლის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირისა და პროცენტის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ----- ს მიმართა სასამართლოს და სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ----- ს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის, მიუღებელი შემოსავლის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პროცენტის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილბის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და შპს ----- ს დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში.
შპს ----- მ აღნიშნულ სესხზე მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი განიხილა უიმედო ვალად და გაითვალისწინა 2015 წლის გამოქვითვებში. ამასთან, აღნიშნულ სესხზე აღარ გააგრძელა პროცენტის დარიცხვა და შემოსავლად აღიარება.
აღნიშნულ მოთხოვნის უიმედო ვალად აღიარებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილით გათვალისწინებული არცერთი დოკუმენტი არ არსებობს. შესაბამისად შემოწმების მიერ შუალედური აქტის მონაცემებით შემცირდა უიმედო ვალის სახით გამოქვითვები და 2015 წელს მისაღები საპროცენტო შემოსავალი დამატებით იქნა გათვალისწინებულ საწარმოს ერთობლივ შემოსავალში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გაიზარდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი გარემოებაა, რომ 2015 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლები გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ იქნა უიმედო ვალად, რაც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული არ აკმაყოფილებდა უიმედო ვალად აღიარების კრიტერიუმებს. შესაბამისად, კომპანიის მიერ გაცემულ სესხზე, შემოწმების მიერ განხორციელდა მისაღები საპროცენტო შემოსავლების გაანგარიშება და აღნიშნულით გაიზარდა კომპანიის ერთობლივი შემოსავალი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო ოპერაცია ასახულია, 2015 წლის შუალედური აქტში, რომლის განხილვის შედეგად, სადავო ოპერაცია დაექვემდებარა გაუქმებას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიჩნეულ იქნა უიმედო ვალის აღიარების კრიტერიუმად და აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გაუქმებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2015 წლის შუალედური აქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს სადავო საკითხის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2015 წლის შუალედური აქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება უიმედო ვალად აღიარებული გამოქვითვების შემცირებას და მიუღებელი საპროცენტო შემოსავლების ერთობლივ შემოსავალში ასახვას
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ 2013 წელს გადამხდელმა შპს-ზე გასცა სესხი, წლიური 18%-ის სარგებლით. მსესხებლის მიერ არ მომხდარა სესხის ძირისა და პროცენტის დაბრუნება. სასამართლოს გადაწყვეტილებით მსხესებელს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის, მიუღებელი შემოსავლის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პროცენტის გადახდა.
გადამხდელმა აღნიშნულ სესხზე მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი განიხილა იუმედო ვალად და გაითვალისწინა 2015 წლის გამოქვითვებში. ამასთან, აღნიშნულ სესხზე აღარ გააგრძელა პროცენტის დარიცხვა და შემოსავლად აღიარება.
აღნიშნულ მოთხოვნის უიმედო ვალად აღიარებისათვის სსკ-ს მე-8 მუხლის 29-ე ნაწილით გათვალისწინებული არცერთი დოკუმენტი არ არსებობს. შესაბამისად შემოწმების მიერ შუალედური აქტის მონაცემებით შემცირდა უიმედო ვალის სახით გამოქვითვები და 2015 წელს მისაღები საპროცენტო შემოსავალი დამატებით იქნა გათვალისწინებულ საწარმოს ერთობლივ შემოსავალში, გაიზარდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2015 წლის შუალედური აქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს სადავო საკითხის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(29); 102