ბრძანება N 1221
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1221
28 იანვარი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის” (ს/ნ --------------)
(იურ. მის.: -----------------------)
2025 წლის 19 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „--------ის” (ს/ნ --------------) 2025 წლის 19 დეკემბრის №-----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის №002-168 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია უნებლიე შეცდომა/არცოდნით, 2017 წლის პირველი იანვრიდან გადავიდა მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალ რეჟიმზე (ე.წ. ესტონურ მოდელზე). გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო გადახდილი მოგების გადასახადის ჩანაწერის გაკეთება დანართში და შესაბამისად ჩათვლა. გამოეპარა პერიოდი, როდესაც უკვე იბეგრებოდა 2017 წლის შემდეგ მიღებული შემოსავალი, რის შედეგადაც შემცირდა გადასახდელი თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დარიცხვის მეთოდით და აქვს დებიტორული დავალიანებები არ გააჩნია საკმარისი თანხა. კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას და უფლებას, რომ ეტაპობრივად გადაიხადოს მოგების გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22017 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------ის” (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 21 ნოემბრის №25619 ბრძანება და ამავე თარიღის №002-168 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 305 777 ლარი, მათ შორის, გადასახადი 164 026 ლარი, ჯარიმა 82 013 ლარი, საურავი 59 737 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „--------ის” (ს/ნ --------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 9 მარტს. საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორია ---------ი (პნ ------). საქმიანობის სფეროს, სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით, წარმოადგენს დასუფთავების სხვა საქმიანობები, კერძოდ, ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მავნებლების პრევენციას. საწარმოს მიერ 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 235 970 ლარი, ხოლო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 41 642 ლარს. 2017-2021 წლებში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 225 223 ლარს, რა დროსაც საწარმო ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. შესაბამისად, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება სრულადაა განაწილებული 2022 წლის პირველ იანვრამდე. შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე, საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე განაწილებული დივიდენდი შეადგენს 938 620 ლარს, აღნიშნულ თანხას გადასახადის გადამხდელი სრულად მიუთითებდა 2008-2016 წლების პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილების გრაფაში და სრულად ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის, 981 მუხლის, 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან გასანაწილებელი დივიდენდისა და ჩასათვლელი თანხის ფორმულის მონაცემების კორექტირებამ, ზემოთ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოიწვია მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე, საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე განაწილებული დივიდენდი შეადგენდა 938 620 ლარს, აღნიშნულ თანხას გადასახადის გადამხდელი სრულად მიუთითებდა 2008-2016 წლების პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილების გრაფაში და სრულად ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმო მოგების გადასახადის დეკლარაციებს შეცდომით წარადგენდა 2017 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე (2022 წლის პირველ იანვრამდე) და არასწორად (ზედმეტად) ითვლიდა 2008-2016 წლებში მიღებულ წმინდა მოგებას. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ის” (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას და უფლებას, რომ ეტაპობრივად გადაიხადოს მოგების გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22017 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 21 ნოემბრის №25619 ბრძანება და ამავე თარიღის №002-168 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 305 777 ლარი, მათ შორის, გადასახადი 164 026 ლარი, ჯარიმა 82 013 ლარი, საურავი 59 737 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ საწარმოს მიერ 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 235 970 ლარი, ხოლო 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 41 642 ლარს. 2017-2021 წლებში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 225 223 ლარს, რა დროსაც საწარმო ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. შესაბამისად, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება სრულადაა განაწილებული 2022 წლის პირველ იანვრამდე. შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე, საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე განაწილებული დივიდენდი შეადგენს 938 620 ლარს, აღნიშნულ თანხას გადასახადის გადამხდელი სრულად მიუთითებდა 2008-2016 წლების პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილების გრაფაში და სრულად ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის, 981 მუხლის, 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან გასანაწილებელი დივიდენდისა და ჩასათვლელი თანხის ფორმულის მონაცემების კორექტირებამ, ზემოთ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოიწვია მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);