გადაწყვეტილება №24311/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.12.2024
№ დოკუმენტი 24311/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24311/2/2024

31 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--- ის“ 20.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24311/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.10.2024 წლის №ID:--- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 24.10.2024 წლის №22888 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დღგის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.10.2024 წლის №ID:--- გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.10.2024 წლის №22888 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს „---“-საგან შეიძინა ავტოგასამართი სადგური და მიიღო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის დადასტურებასაც ვერ ახერხებს. ამასთან აღნიშნული ავტოგასამართი სადგური იჯარით გადასცა შპს ,,---ს“, რომელსაც, ასევე, ვერ უწერს იჯარის ანგარიშ-ფაქტურას, რისი მიზეზიც არის არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი. ამბობს რომ შპს „---“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისი შენობა-ნაგებობით შეიძინა 400 000 ლარად, რაზეც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. მომჩივანმა აღნიშნულ შპს-ს გამოუწერა ელექტრონული ანგარიშფაქტურა №ეა--- და სრულად გადაიხადა კუთვნილი დღგ. აღნიშნული კომპანიები არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. ითხოვს კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტების მიხედვით:

- გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

- არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია,ა) გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

- გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შპს „---ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისი შენობა-ნაგებობით შეიძინა 400 000 ლარად, რაზეც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. მომჩივანმა აღნიშნულ შპს-ს გამოუწერა ელექტრონული ანგარიშფაქტურა №--- და სრულად გადაიხადა მისი კუთვნილი დღგ-ს გადასახადი. აღნიშნული კომპანიები არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს.

საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.12.2024 წლის №115450- 21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „---ის“ დამფუძნებელი და დირექტორი იყო ---, (პასპორტის №---) დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. 02.08.2024 წლის ამონაწერში ცვლილებით შპს ---ის დამფუძნებელი და დირექტორი შეიცვალა და ამჟამად არის --- (პ/ნ -----). შპს „---ის“ (ს/ნ ----) დამფუძნებელია შპს „----“ (ს/ნ ----), რომლის დირექტორიც და დამფუძნებელიც არის --- (პ/ნ ---).

შპს „---მა“ შპს „---ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისი შენობა ნაგებობით (აგს) შეიძინა 400 000 ლარად, რაზედაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სადაც, მყიდველს და გამყიდველს წარმოადგენს ---. შპს „---მა“ 17.06.2024 წელს გამოუწერა №ეა---- ანგარიშ-ფაქტურა შპს „---ს“. შეძენილი აგს იჯარით გადაეცა სხვა კომპანიას, რომლის მინდობილი პირიც არის ---ის ნათესავი. ხელშეკრულების მიხედვით საიჯარო თანხა შეადგენს 150 ლარს. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს მართებულად ეთქვა უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე და შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დღგის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.10.2024 წლის №22888 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს მართებულად ეთქვა უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე და შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს.