გადაწყვეტილება №28055/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28055/2/2026
19 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 2.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28055/2/2026).
დავის საგანი:
დღგ-ის გადამხდელის კვალიფიციური სტატუსის მინიჭების და სპეციალურ წესზე გადაყვანის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2026 წლის №38525800 გადაწყვეტილება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე გადაყვანის თაობაზე;
2. შემოსავლების სამსახურის 21.08.2026 წლის №18961 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტით მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 7.11.2025 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 5.12.2025 წელს. 2026 წლის 2 ივლისს, მომჩივანმა, დღგ-ის კვალიფიციური სტატუსის მოთხოვნით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2026 წლის №38525800 გადაწყვეტილებით კომპანიას მიენიჭა დღგ-ის გადამხდელის კვალიფიციური სტატუსი და გადაყვანილ იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე, 1 წლის ვადით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.08.2026 წლის №18961 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) ნებაყოფლობით;
ბ) სავალდებულო წესით;
გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით.
ამავე ბრძანების მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად გადაიყვანოს/არ გადაიყვანოს/შეუწყვიტოს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით სარგებლობის უფლება. „არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 8 აპრილის №6734 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დავალების შესწავლისას თუ გამოიკვეთა ამ სახელმძღვანელოს №2 დანართით განსაზღვრული დამატებითი ფაქტორები კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ამ სახელმძღვანელოს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ხოლო ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ, შემსრულებელი ადგენს დასკვნას ამ სახელმძღვანელოს დანართი №4-ის შესაბამისად და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფიქსირებს სპეციალურ პროგრამულ მოდულში. იგი უფლებამოსილია, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან ერთად. გადასახადის გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე შემოსავლების სამსახურის უფროსის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის საფუძველზე 1 წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, გადასახადის გადამხდელს პროგრამულად ენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და იგი გადაყვანილი იქნა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალურ წესზე, გადასახადის გადამხდელს არ ეზღუდება უფლება შემოსავლების სამსახურში წარადგინოს განცხადება ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალური წესით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში, შემსრულებლის მიერ ამავე პროცედურით დადგენილი წესით ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება, წინა გადაწყვეტილების საფუძვლების და ახლად წარმოდგენილი ინფორმაციის მიღების შედეგად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 7 ნოემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2025 წლის 5 დეკემბერს. კომპანიის 100% წილის მფლობელია --- (პ/ნ ---). საქმიანობის საგანს წარმოადგენს საქალაქო და საქალაქთაშორისო სახმელეთო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება, ასევე ძირითადი საშუალებების იჯარა (მოთხოვნის შესაბამისად). კომპანიას საქართველოში იმპორტირებული აქვს 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, კერძოდ ავტობუსი. აღნიშნული დასტურდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციითაც (საბაჟო დეკლარაციებით). აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს დამფუძნებლის ინვესტიცია. ამასთან კომპანიას აღებული აქვს სესხი არაურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირისგან. კომპანია მის საკუთრებაში არსებულ ძირითად საშუალებებს, სრულად იყენებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში და კომპანიას არ გააჩნია გათავისუფლებული ოპერაციები. კომპანიას მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სს ---თან, რომლის თანახმად მხარეები თანხმდებიან მომსახურების გაწევაზე, კერძოდ, შპს ---ის ავტობუსების მეშვეობით ხორციელდება საქალაქთაშორისო მომსახურების გაწევა. 2026 წლის 1 მაისამდე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში სს --- ----ს ანიჭებს უფლებას, საქმიანობა განახორციელოს ---ს სახელისა და ბრენდის ქვეშ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, --- ---ს უზრუნველყოფს საკუთარი ონლაინ აპლიკაციითა და პროფესიონალი კადრების მხარდაჭერით, რაც ხელს უწყობს მომსახურების ეფექტიან და ხარისხიან განხორციელებას. აღნიშნული მომსახურებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ, --- იტოვებს გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავლის 30%-ს. ხოლო 2026 წლის 1 მაისის შემდგომ საანგარიშო პერიოდში მხარეებს შორის ხორციელდება ავტობუსების საიჯარო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელის მიერ 2026 წლის 2 ივლისის განცხადებით მოთხოვნილი იქნა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. აღნიშნულ განცხადებაზე კომპანიას გამოეგზავნა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივლისის ID---, შტრიხკოდი --- პასუხი (დანართი №1), რომლის თანახმად, კომპანიას მიენიჭა დღგ-ის გადამხდელის კვალიფიციური სტატუსი და გადაყვანილ იქნა სპეც წესზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და ითხოვს სპეციალური წესის გაუქმებას და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივლისის ID---, შტრიხკოდი --- პასუხი კომპანიისთვის დღგ-ის კვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსისა და სპეციალურ წესზე გადაყვანის თაობაზე გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 21 აგვისტოს №18961 ბრძანებით (დანართი №2) კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება და ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების და კომპანიისთვის სპეციალური წესის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს, რომ დამატებით გასათვალისწინებელი ფაქტორების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ----) დირექტორი და დამფუძნებელი იყო უცხოელი, რომელსაც არ უფიქსირდებოდა ბოლო 6 თვის განმავლობაში განაცემი (ხელფასი/დივიდენდი/სხვა) და საქართველოში არ ჰქონდა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კომპანიას იმპორტის სასაქონლო ოპერაციით შემოყვანილი ყავს 10 ერთეული ავტობუსი, აღნიშნული ავტობუსების გამოყენება ხდება სრულად დასაბეგრ ოპერაციებში და მომსახურების მიმღები მხარე წარმოადგენს დღგ-ის კვალიფიციურ გადამხდელს.
შპს ---ს ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები შესრულებული აქვს სრულად. ამასთან, კომპანიის დამფუძნებელს და დირექტორს საქართველოში არ გააჩნია რაიმე ტიპის ბიზნესი. კომპანიას არ ჰყავს ურთიერთდამოკიდებული საწარმოები და სრულიად გაურკვეველია საგადასახადო ორგანოს მხრიდან კომპანიისთვის სპეციალური წესის მინიჭება. ასევე, კომპანიის დამფუძნებელს დადასტურებული ფაქტია, რომ ინვესტიციის გზით იმპორტით შემოყვანილი ჰყავს რეგისტრირებას დაქვემდებარებული აქტივები, ავტობუსები, რომლებიც რეგისტრირებულია კომპანიის სახელზე და მხოლოდ დამფუძნებლის სახელზე საკუთრებაში უძრავი ქონების არ არსებობის ფაქტზე მითითებით სპეც წესის მინიჭება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს. მაშინ როდესაც დამფუძნებელს განხორცილებული აქვს რამდენიმე მილიონის ინვესტიცია, მხოლოდ უძრავი ქონების რეგისტრაციის ფაქტი ვერ გახდება კომპანიისთვის დღგ-ის სპეციალური წესის მინიჭების საფუძველი. ამასთან, სპეციალური წესის მინიჭების წესის განსაზღვრის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომლის მიხედვით მსგავსი საფუძველი განსაზღვრული არ არის. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფორმალურ ბარიერზე, რომ დამფუძნებელზე საქართველოში ხელფასი დეკლარირებული არ არის. კომპანიის მიერ დაქირავებულებზე ხელფასი გაცემულია, ასევე, დადასტურებულია, რომ რამდენიმე მილიონის აქტივები კომპანიას საკუთრებაში გააჩნია დამფუძნებლისგან ინვესტირების გზით.
შესაბამისად, არამართებულია აღნიშნულის ფორმალურ ბარიერად მიჩნევა. ამასთან, კომპანიის მიერ აღნიშნული ფორმალური ბარიერი დაძლეულია და დირექტორზე დეკლარირებულია ხელფასის სახით განაცემი. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესზე გადაყვანა.
აღნიშნული ბრძანების თანახმად სპეციალურ წესზე გადაყვანის საფუძვლები განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს და მათთვის გაურკვეველია აღნიშნული წესზე გადაყვანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კომპანიისთვის სპეციალური წესის მინიჭებით, კომპანიას ეზღუდება სამეწარმეო ბიზნეს პროცესები, რამდენადაც, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიმღები მხარე ვერ მოახერხებს ჩათვლის განხორციელებას და კომპანიას უწევს ბიუჯეტში მიმართოს დღგ-ის ოდენობის თანხა, მაშინ როდესაც საგადასახადო დეკლარირების მიხედვით კომპანიას არ უდგება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი ოდენობის საგადასახადო ვალდებულება იმ გარემოებით, რომ კომპანიას ასევე გააჩნია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩასათვლელი ოპერაციები.
შესაბამისად, შეუფერხებელი ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად კომპანიას უწევს ბიუჯეტში გადარიცხოს თანხები და შემდგომ მოახდინოს აღნიშნული თანხის დაბრუნების მოთხოვნა, რაც თავის მხრივ კიდევ დიდ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული და გამოდის, რომ კომპანიას მუდმივ რეჟიმში უწევს დამატებითი ფულადი სახსრების მობილიზება და ბიუჯეტში მიმართვა, რაც თავის მხრივ ბიზნესისთვის წარმოადგენს ძალიან დამაბრკოლებელ ფაქტორს. არგუმენტების, ფაქტების და გარემოებების არ არსებობის პირობებში კომპანიისთვის დღგ-ის სპეციალური წესის მინიჭება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ითხოვს სპეც წესის გაუქმებას და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშფაქტურის) ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის) წესებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე, ასევე პირს შეუჩეროს საბაჟო დეკლარაციის გამოყენების უფლება დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ამავე ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს: ა) ნებაყოფლობით; ბ) სავალდებულო წესით; გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით.
ამავე ბრძანების მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად გადაიყვანოს/არ გადაიყვანოს/შეუწყვიტოს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით სარგებლობის უფლება. დადგენილია, რომ მომჩივანმა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მიღების მოთხოვნით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2026 წლის №38525800 გადაწყვეტილებით კომპანიას მიენიჭა დღგ-ის გადამხდელის კვალიფიციური სტატუსი და გადაყვანილ იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე, 1 წლის ვადით. მომჩივანი მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული სპეციალურ წესზე გადაყვანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კომპანიისთვის სპეციალური წესის მინიჭებით, კომპანიას ეზღუდება სამეწარმეო ბიზნეს პროცესები, რამდენადაც, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიმღები მხარე ვერ მოახერხებს ჩათვლის განხორციელებას და კომპანიას უწევს ბიუჯეტში მიმართოს დღგ-ის ოდენობის თანხა, მაშინ როდესაც საგადასახადო დეკლარირების მიხედვით კომპანიას არ უდგება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი ოდენობის საგადასახადო ვალდებულება იმ გარემოებით, რომ კომპანიას ასევე გააჩნია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩასათვლელი ოპერაციები.
შესაბამისად, შეუფერხებელი ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად კომპანიას უწევს ბიუჯეტში გადარიცხოს თანხები და შემდგომ მოახდინოს აღნიშნული თანხის დაბრუნების მოთხოვნა, რაც თავის მხრივ კიდევ დიდ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული.
სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.09.2026 წლის №84145-21-12 წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ დღგ-ის კვალიფიციური სტატუსის მინიჭების მოთხოვნის შემდგომ შესწავლილ იქნა შპს ----ის (ს/ნ ---) შესახებ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელზე ზოგადი წარმოდგენის შექმნის მიზნით.
შესწავლის პროცესში განხორციელებული იქნა სატელეფონო კომუნიკაცია შპს ---ის წარმომადგენელთან. არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად და გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომუნიკაციისას დადგინდა, რომ კომპანიის საქმიანობის სფეროა მგზავრთა გადაყვანის მომსახურების გაწევა, კომპანიის დირექტორმა წარმოადგინა ახსნაგანმარტებითი ბარათი კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის საჭიროების შესახებ, საბანკო ამონაწერი, ხელშეკრულებები. ასევე კომპანიას შევსებული ჰქონდა დაქირავებულ პირთა რეესტრი. კომპანიას უფიქსირდებოდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, თუმცა დამატებით გასათვალისწინებელი ფაქტორების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი: შპს ----ის (ს.ნ. ---) დირექტორი და დამფუძნებელი --- (ს.ნ ---) იყო უცხოელი, რომელსაც არ უფიქსირდებოდა ბოლო 6 თვის განმავლობაში განაცემი (ხელფასი/დივიდენდი/სხვა) და საქართველოში არ ჰქონდა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად და გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს ---ს (ს.ნ. ---) მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 აპრილის N6734 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაყვანილი იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე 1 წლის ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დღგ-ის გადამხდელის კვალიფიციური სტატუსის მინიჭების და სპეციალურ წესზე გადაყვანის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
კომპანიის საქმიანობაა საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტით მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 7.11.2025 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 5.12.2025 წელს. 2026 წლის 2 ივლისს, მომჩივანმა, დღგ-ის კვალიფიციური სტატუსის მოთხოვნით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით კომპანიას მიენიჭა დღგ-ის გადამხდელის კვალიფიციური სტატუსი და გადაყვანილ იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე, 1 წლის ვადით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 180 (1,5).