ბრძანება N 14460

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2023
№ დოკუმენტი 14460
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14460

23 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 9 და 13 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 9 ივნისის №81564/1/2023 და 13 ივნისის №81633/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №094-21 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ გადაანგარიშებით მხოლოდ თანხაა შემცირებული, ხოლო მათი მოთხოვნა იყო უკანონო აქტების ბათილად ცნობა და საგადასახადო ორგანოს მიერ უკანონო გარემოებების (ნაგულისხმევია ვითომდა საგამოძიებო ორგანოს მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის ფაქტი) არ გამოყენება თავიანთ გადაწყვეტილებაში. მომჩივანი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ახალი ადმინისტრაციული აქტის მიღებას და მიღებულ ახალ ადმინისტრაციულ აქტში აღარ გაკეთდეს დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავშირებით უკანონო ჩანაწერი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №33928 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების (საკონტროლო შესყიდვა) შედეგად, შპს „-------“ მიერ სარეალიზაციო დოკუმენტებში ფასის ხელოვნურად შემცირების ფაქტის დადგენის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №33928 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის პირველი მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 465 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 ლარი და ჯარიმა 458 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 მარტის №094-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №33928 ბრძანების შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების (საკონტროლო შესყიდვა) შედეგად, შპს „-------“ მიერ სარეალიზაციო დოკუმენტებში ფასის ხელოვნურად შემცირების ფაქტის დადგენის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №33928 ბრძანების შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების (საკონტროლო შესყიდვა) შედეგად, შპს „-------“ მიერ სარეალიზაციო დოკუმენტებში ფასის ხელოვნურად შემცირების ფაქტის დადგენის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ახალი ადმინისტრაციული აქტის მიღებას და მიღებულ ახალ ადმინისტრაციულ აქტში აღარ გაკეთდეს დოკუმენტის გაყალბებასთან დაკავშირებით უკანონო ჩანაწერი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების (საკონტროლო შესყიდვა) შედეგად, ორგანიზაციის მიერ სარეალიზაციო დოკუმენტებში ფასის ხელოვნურად შემცირების ფაქტის დადგენის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21);