გადაწყვეტილება №21358/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 29.02.2024
№ დოკუმენტი 21358/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21358/2/2023

29 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 17.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21358/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ გაცემულ თანხებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2023 წლის №081-134 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25557 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 182 445,62 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 112 383

დღგ - 51 898

საშემოსავლო გადასახადი - 60 485

ჯარიმა - 55 453

საურავი - 14 609,62

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. საქმიანობა დაიწყო 2021 წელს და ძირითადი ნაწილი გაწეულია ---------- და მის ახლომდებარე ტერიტორიებზე და ----------.

აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 26.07.2021 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2023 წლის №081-134 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25557 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №---------- წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25557 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 16.10.2023 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 16.10.2023 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25557 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის მე-20 დღე იყო 5.11.2023 წელს (ემთხვევა არასამუშაო, კვირა დღეს). მომჩივანს საჩივრის წარმოდგენა შეეძლო 6.11.2023 წლის ჩათვლით. ხოლო, საჩივარი (№195351/01) დავების განხილვის საბჭოში გამოგზავნილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 16.11.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25557 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ გაცემულ თანხებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25557 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 16.10.2023 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 16.10.2023 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25557 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის მე-20 დღე იყო 5.11.2023 წელს (ემთხვევა არასამუშაო, კვირა დღეს). მომჩივანს საჩივრის წარმოდგენა შეეძლო 6.11.2023 წლის ჩათვლით. ხოლო, საჩივარი (№195351/01) დავების განხილვის საბჭოში გამოგზავნილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 16.11.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25557 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი,საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე).