ბრძანება N 24881

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.10.2023
№ დოკუმენტი 24881
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24881

09 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---ს (პ/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 6 მარტის და 15 ივნისის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა ფ/პ ---ს (პ/ნ ---) 2023 წლის 6 მარტის №38455/21 და 15 ივნისის №102085/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №011-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ქ.---ში არსებული ყოფილი მეუღლის ქონებით ისევ არის დარიცხვა გაზრდილი. ასევე შეცდომითაა ჩართული და დაბეგრილი 2017-2018 წლებში გადამხდელის დედის, ---ს ქონება (ქ. ---). მიუთითებს, რომ აღნიშნულ ქონებაზე გადასახადი გადახდილი აქვს თვითონ ---ს. გადამხდელი აცხადებს, რომ დაუსაბუთებლადაა გაზრდილი ქონების ღირებულება ---ში არსებულ ქონებაზე. განმარტავს, რომ აღნიშნული შენობა აგებულია 70-იან წლებში და დღემდე (მცირე კოსმეტიკურ შეკეთებას თუ არ ჩავთვლით) პირვანდელ მდგომარეობაშია. განმარტავს, რომ თვითონ ქონება შეიძინა 2013 წელს და მნიშვნელოვანი ზრდა უძრავ ქონებას არ განუცდია. მიიჩნევს, რომ დამატებით ალტერნატიული შეფასებაა საჭირო ჭეშმარიტების დასადგენად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 თებერვლის №4941 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 სექტემბრის №26748 ბრძანების აღსრულების მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს ქორწინების/განქორწინების შესახებ ინფორმაცია. გამოთხოვილი ინფორმაციისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 თებერვლის №4941 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 იანვარს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 29 668 ლარი, მათ შორის: გადასახადი 19 781 ლარი, ჯარიმა 9 887 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 თებერვლის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ფ/პ ---ს (პ/ნ ---) და ფ/პ ---ს (პ/ნ---) ქორწინების/განქორწინების შესახებ შესაბამისი თარიღების მითითებით. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად დგიდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, 1989 წლის 3 ოქტომბერს ---ს ქორწინების სახლის მიერ ---სა (პ/ნ ---) და ფ/პ ---ს (პ/ნ ---) შორის რეგისტრირებულია ქორწინების აქტის №--- ჩანაწერი, ასევე, ამავე ბაზაში 1993 წლის 16 დეკემბერს ---ის ---ს რ-ნის მიერ იმავე პირებს შორის რეგისტრირებულია განქორწინების აქტის №--- ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც შეწყდა 1989 წლის 3 ოქტომბრის ---ის ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინების აქტის №--- ჩანაწერი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფ/პ ---ზე (პ/ნ ---) საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, ქონების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რის საფუძველზეც დადგინა, რომ 1993 წლის 16 დეკემბერს ქ. --- მიერ რეგისტრირებულია განქორწინების აქტის №--- ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც შეწყდა ფ/პ ---სა და ფ/პ მ---ს შორის 1989 წლის 3 ოქტომბრის ---ის ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინების აქტის №--- ჩანაწერი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, ქონების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---ს (პ/ნ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს ქონების გადასახადის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 თებერვლის №4941 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 იანვარს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 29 668 ლარი, მათ შორის: გადასახადი 19 781 ლარი, ჯარიმა 9 887 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 თებერვლის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).