ქონების გადასახადი (2008 წელს დეკლარაციის წარდგენის ვადის შემდეგ შეძენილზე 2008 წელსვე დეკლარირების ვალდებულება არ აქვს, მაგრამ გადასახადი უნდა გადაიხადოს საკუთრებაში ყოფნის პერიოდის პროპორციულად) N 1413

1413 ქონების გადასახადი (2008 წელს დეკლარაციის წარდგენის ვადის შემდეგ შეძენილზე 2008 წელსვე დეკლარირების ვალდებულება არ აქვს, მაგრამ გადასახადი უნდა გადაიხადოს საკუთრებაში ყოფნის პერიოდის პროპორციულად) - (ძალადაკარგული) 29.12.2010
№ დოკუმენტი 1413
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ქონების გადასახადი N 1413

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ, რომელიც დაფუძნდა 2008 წლის აპრილში, იმავე წლის 5 მაისს შეიძინა მიწის ნაკვეთი

•საწარმომ 2008 წელს ქონების გადასახადის დეკლარაცია არ წარუდგენია და არც გადასახადი გადაუხდია შეძენილ მიწის ნაკვეთზე

შეფასება

•დასაბეგრი მიწა შეძენილ იქნა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის (1 აპრილი) ამოწურვის შემდეგ. ასეთ ქონებაზე საგადასახადო წელს დეკლარაციის წარდგენის ვადა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი არ არის

•საწარმო ვალდებული იყო 2008 წლის 15 ნოემბრისთვის გადაეხადა ქონების გადასახადი წლის შიგნით მიწის საკუთრებაში ყოფნის თვეების პროპორციულად (8 თვე)

ღონისძიებები

•დეკლარაციის წარუდგენლობისათვის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია გამოყენებული არ უნდა იქნეს

•საწარმოს მიწაზე ქონების გადასახადი დაერიცხება 2008 წელს მიწის საკუთრებაში ყოფნის თვეების პროპორციულად (8 თვე) 2008 წლის 15 ნოემბერს სავადოთი