ბრძანება N 17345

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 18.07.2023
№ დოკუმენტი 17345
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 17345

18 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ --------- (პ/ნ -------)

(მის.: ----------)

2023 წლის 17 იანვრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ფ/პ -------- (პ/ნ -------) 2023 წლის 17 იანვრის №78137/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №006-573 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 ივნისის №1117 განკარგულების საფუძველზე, ფ/პ -------- (პ/ნ -------) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 2023 წლის 5 ივლისის №ა 311-21 საგადასახადო შეთანხმება, მ.შ. გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ -------- (პ/ნ -------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №006-573 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 ივნისის №1117 განკარგულების საფუძველზე, მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 2023 წლის 5 ივლისის №ა 311-21 საგადასახადო შეთანხმება, მ.შ. გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ო".