გადაწყვეტილება №25663/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25663/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 16.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25663/2/2025).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №001-85 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17603 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 392.71 ლარი.
მათ შორი:
დღგ - 12 989.37
ჯარიმა - 6 494.70
საურავი - 3 908.64
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა (სავაჭრო სტენდი). გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 8 ოქტომბრიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის №7566 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 27 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოს-ტერმინალების შემოსავლები) და მომჩივნის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერის, ანალიზის შედეგად დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც დაემატა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს და დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №11208 ბრძანება და №001-85 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17603 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17603 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე მუხლებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, ე.წ ნისიით საქონლის რეალიზაციასთან და შემოწმების მიერ აღნიშნულის გაუთვალისწინებლობასთან, ასევე, ორმაგად დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები დეკლარირებული აქვს დარიცხვის მეთოდით, ხოლო შემოწმების შედეგად მიღებული თანხების დაანგარიშება მოხდა საკასო მეთოდით. პრაქტიკაში ჰქონდა შემთხვევები, როცა მეტი აქვს დეკლარირებული, ვიდრე მიღებული თანხები. აღნიშნულის მიზეზი იყო ე.წ ნისიით საქონლის რეალიზაცია, მყიდველს თანხა მოჰქონდა მომდევნო თვეს და ანგარიში სწორდებოდა ტერმინალით ან საკასო ჩეკით, რაც შემოწმებით ორმაგად დაიბეგრა. ამასთან, შემოწმებამ დაიანგარიშა საკასო შემოსავლები და ტერმინალით მიღებული შემოსავლები ჯამურად. მათ მიერ მოხდა ტერმინალით მიღებული შემოსავლების თვეების მიხედვით გადამოწმება და შედარება შემოწმების მიერ მიწოდებულ ცხრილებთან. აღმოჩნდა, რომ ტერმინალით მიღებული შემოსავლების დაანგარიშების შემთხვევაში დაშვებულია შეცდომა, დაუანგარიშდა უფრო მეტი თანხის მიღება, ვიდრე ტერმინალში არის დაფიქსირებული (წარმოადგინა შედარების ცხრილები).
ითხოვს დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის შემოსავლების დარიცხვის მეთოდით დაანგარიშებას, მხოლოდ დეკლარირებული და მიღებული საკასო შემოსავლების სხვაობის (არსებობის შემთხვევაში) დარიცხვას, ტერმინალით მიღებული და შემოწმებით დადგენილი შემოსავლების სიზუსტის გადამოწმებას და ზედმეტად დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2025 წლის №75606-21-14 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საკონტროლოსალარო აპარატისა და პოს-ტერმინალების შემოსავლები) და მომჩივნის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები 2022 წლის პირველი დეკემბრიდან - 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის. შესაბამისად, სხვაობის თანხა (შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის) ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში, რის შედეგადაც, მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში ჰქონდა შემთხვევები, როცა მეტი აქვს დეკლარირებული, ვიდრე მიღებული თანხები. აღნიშნულის მიზეზი იყო ე.წ ნისიით საქონლის რეალიზაცია, მყიდველს თანხა მოჰქონდა მომდევნო თვეს და ანგარიში სწორდებოდა ტერმინალით ან საკასო ჩეკით, რაც შემოწმებით ორმაგად დაიბეგრა. ამასთან, შემოწმებამ დაიანგარიშა საკასო შემოსავლები და ტერმინალით მიღებული შემოსავლები ჯამურად. მათ მიერ მოხდა ტერმინალით მიღებული შემოსავლების თვეების მიხედვით გადამოწმება და შედარება შემოწმების მიერ მიწოდებულ ცხრილებთან. აღმოჩნდა, რომ ტერმინალით მიღებული შემოსავლების დაანგარიშების შემთხვევაში დაშვებულია შეცდომა, დაუანგარიშდა უფრო მეტი თანხის მიღება, ვიდრე ტერმინალში არის დაფიქსირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის ცხრილების სახით). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მეირ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წ №17603 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოს-ტერმინალების შემოსავლები) და მომჩივნის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერის, ანალიზის შედეგად დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც დაემატა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს და დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის ცხრილების სახით). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მეირ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159;