ბრძანება N 21049
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21049
26 სექტემბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(ფაქტ. მის.: „-------“ )
2025 წლის 8 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 8 აგვისტოს №97445/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №047-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ დაბეგრილია ბანკიდან გადარიცხული თანხა 551 756 ლარის ოდენობით, თუმცა გადამხდელისთვის უცნობია კონკრეტულად რომელ გადარიცხულ თანხებზეა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10709 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
“ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10709 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 4 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები ჯამში 15 676 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 9 ივლისის №047-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დაიბეგრა ბანკით გადარიცხული თანხები, რომელზეც გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას დოკუმენტები არ წარმოუდგენია. გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტები და დადგინდა, რომ თანხები გადარიცხულია ინდივიდუალურ მეწარმეებთან სხვადასხვა მომსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან (ავტოსატრანსპორტო მომსახურება, სარემონტო სამუშაო, დანადგარის შეკეთების მომსახურება და სხვა). გადაანგარიშების შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დაკორექტირდა, კერძოდ, შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი 10 451 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც დადგინდა, რომ თანხები გადარიცხულია ინდივიდუალურ მეწარმეებთან სხვადასხვა მომსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან. შედეგად, შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დაიბეგრა ბანკით გადარიცხული თანხები, რომელზეც გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას დოკუმენტები არ წარმოუდგენია. გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტები და დადგინდა, რომ თანხები გადარიცხულია ინდივიდუალურ მეწარმეებთან სხვადასხვა მომსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან გადაანგარიშების შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დაკორექტირდა, კერძოდ, შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი 10 451 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).