ბრძანება N 20913

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.09.2026
№ დოკუმენტი 20913
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20913

23 სექტემბერი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.:„--------“)

2026 წლის 8 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 8 სექტემბრის №104478/1/2026 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 აგვისტოს №021-88 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ გაითვალისწინა, რომ „ფინას“ პროგრამის კომენტარები იყო არასანდო და გადაანგარიშებისას საწარმოს შემოსავლის დასადგენად გამოიყენა სალარო აპარატის ჩეკები, ტერმინალის ოპერაციები და საბანკო ამონაწერები. მომჩივანი მიუთითებს, რომ აღნიშნული მიდგომის გამოყენებისას, კვლავ არსებობს ტერმინალით მიღებული შემოსავლებისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების დუბლირების (გაორების) რისკი, რადგან ტერმინალით გადახდისას ხშირად ხდება ჩეკის ამორტყმაც, რაც იწვევს ერთი და იმავე შემოსავლის ორჯერ ასახვას და დასაბეგრი ბაზის არასწორად გაზრდას. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ და საბანკო ამონაწერები სრულად ასახავს კომპანიის რეალურ ფინანსურ ნაკადებს, რისი უგულებელყოფაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დებიტორული დავალიანების (517 726 ლარი) დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 647 158 ლარი, ხოლო დღგ-ის ბრუნვის კორექტირების შედეგად დარჩენილმა ფულის დასაბეგრმა ნაშთმა შეადგინა 346 864 ლარი. აღნიშნული თანხები გაიქვითა დამფუძნებლის წინაშე არსებულ სასესხო ვალდებულებაში (937 497 ლარი), თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა დარჩენილი სხვაობა 56 526 ლარის ოდენობით მაინც დაუქვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი განმარტავს, აღნიშნული სხვაობის წარმოშობა პირდაპირ უკავშირდება პირველ საკითხში მითითებულ შემოსავლების არასწორ/გაზრდილ გაანგარიშებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

3. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის №28865 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის №28865 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 29 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 23 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 553 721 ლარით, მათ შორის გადასახადი 360 797 ლარი და ჯარიმა 192 924 ლარი.

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 11 აგვისტოს №021-88 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება:

 გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით შესწავლილი და გაანგარიშებული იქნა დღგ და დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საბოლოო ნაშთის საფუძველზე გაანგარიშებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებისა (რპთ) და მასზე დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის შემოსავალი არ იყო შესაბამისობაში „ფინას“ პროგრამაში მითითებულ კომენტარებთან (ნაღდი/უნაღდო). კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილ რპთ-ზე (1 322 875) გავრცელებული დოკუმენტური ფასნამატით (50%) მიღებული შემოსავალი შეადგენდა 1 984 313 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შეადგენდა 2 704 021 ლარს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის საშუალო ფასნამატია 60%, რაც აღემატება დოკუმენტურ ფასნამატს. აქედან გამომდინარე, შემოსავლების გასაანგარიშებლად ბუღალტრული პროგრამის ნაცვლად გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკები, ტერმინალის ოპერაციები და საბანკო ამონაწერებში მითითებული შემოსავალი, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინდა 2 339 185 ლარი.

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ბუღალტრულად უფიქსირდება დამფუძნებლის წინაშე სასესხო ვალდებულება 937 497 ლარის ოდენობით. აღნიშნული სასესხო ვალდებულებების წარმოშობის შესასწავლად გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ დაფუძნების დღიდან (2014 წლიდან). შემოწმების მიერ სრულად იქნა შესწავლილი სასესხო ანგარიშის ყველა გატარება და წინა პერიოდის ფულის მოძრაობის ანალიზით გამოიკვეთა სესხის საჭიროება. შემოწმების პროცესში ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე აქვს უძრავი დებიტორული დავალიანება, რომელიც შეადგენს 517 726 ლარს. აღნიშნული დავალიანების ნაშთი სტაბილურად ზრდადია. 2022 წლის ბოლოსთვის ჩარიცხულმა ავანსის თანხამ შეადგინა 517 726 ლარი, სანაცვლოდ კი არც პროდუქციის მიღება და არც თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა. აღნიშნული ავანსის თანხის დასაბეგრი ბაზა შეადგენს 647 158 ლარს, რომელიც სრულად დაექვემდებარა დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებიდან გაქვითვას.

 კორექტირებული დღგ-ის ბრუნვის შესაბამისად (საკითხი №1), კორექტირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი. დღგ-ის ბრუნვის კორექტირების შედეგად დარჩენილმა ფულის დასაბეგრმა ნაშთმა შეადგინა 346 864 ლარი, რომელიც ნაწილობრივ გაიქვითა დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებაში. კერძოდ, დებიტორულ დავალიანების (საკითხი №2) გაქვითვით დარჩენილმა სესხის ნაშთმა შეადგინა 290 339 ლარი (937 497-647 158), აღნიშნული თანხა სრულად გამოიქვითა, რის შედეგადაც სესხის ნაშთი განულდა, ხოლო დარჩენილი 56 526 ლარი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა საწარმოს შემოსავლების გასაანგარიშებლად ბუღალტრული პროგრამის ნაცვლად იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკების, ტერმინალის ოპერაციებისა და საბანკო ამონაწერებში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, რადგან დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი არ იყო შესაბამისობაში „ფინას“ პროგრამაში მითითებულ მონაცემებთან. ამას გარდა, საწარმოს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა დამფუძნებლის წინაშე სასესხო ვალდებულება 937 497 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ სრულად იქნა შესწავლილი სასესხო ანგარიშის ყველა გატარება და წინა პერიოდის ფულის მოძრაობის ანალიზით გამოიკვეთა სესხის საჭიროება. შემოწმების პროცესში ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე ჰქონდა უძრავი დებიტორული დავალიანება, რომელიც შეადგენდა 517 726 ლარს. აღნიშნული დავალიანების ნაშთი სტაბილურად იზრდებოდა. 2022 წლის ბოლოსთვის ჩარიცხულმა ავანსის თანხამ შეადგინა 517 726 ლარი, სანაცვლოდ კი არც პროდუქციის მიღება და არც თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა. აღნიშნული ავანსის თანხის დასაბეგრი ბაზა შეადგენდა 647 158 ლარს, რომელიც სრულად დაექვემდებარა დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებიდან გაქვითვას.

დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის კორექტირების შემდეგ, კორექტირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი. დღგ-ის ბრუნვის კორექტირების შედეგად დარჩენილმა ფულის დასაბეგრმა ნაშთმა შეადგინა 346 864 ლარი, რომელიც ნაწილობრივ გაიქვითა დამფუძნებლის წინაშე არსებულ ვალდებულებაში. კერძოდ, დებიტორულ დავალიანების გაქვითვით დარჩენილმა სესხის ნაშთმა შეადგინა 290 339 ლარი (937 497-647 158), აღნიშნული თანხა სრულად გამოიქვითა, რის შედეგადაც სესხის ნაშთი განულდა, ხოლო დარჩენილი 56 526 ლარი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგებს.ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

2.მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

3.გადამხდელი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესწავლილი და გაანგარიშებული იქნა დღგ და დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საბოლოო ნაშთის საფუძველზე გაანგარიშებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებისა (რპთ) და მასზე დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის შემოსავალი არ იყო შესაბამისობაში „ფინას“ პროგრამაში მითითებულ კომენტარებთან (ნაღდი/უნაღდო).ამასთან აღსანიშნავია, რომ გადამხდელის საშუალო ფასნამატია 60%, რაც აღემატება დოკუმენტურ ფასნამატს. აქედან გამომდინარე, შემოსავლების გასაანგარიშებლად ბუღალტრული პროგრამის ნაცვლად გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკები, ტერმინალის ოპერაციები და საბანკო ამონაწერებში მითითებული შემოსავალი, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინდა 2 339 185 ლარი.

 შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ბუღალტრულად უფიქსირდება დამფუძნებლის წინაშე სასესხო ვალდებულება 937 497 ლარის ოდენობით.შემოწმების პროცესში ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე აქვს უძრავი დებიტორული დავალიანება, რომელიც შეადგენს 517 726 ლარს. აღნიშნული დავალიანების ნაშთი სტაბილურად ზრდადია. 2022 წლის ბოლოსთვის ჩარიცხულმა ავანსის თანხამ შეადგინა 517 726 ლარი, სანაცვლოდ კი არც პროდუქციის მიღება და არც თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა. აღნიშნული ავანსის თანხის დასაბეგრი ბაზა შეადგენს 647 158 ლარს, რომელიც სრულად დაექვემდებარა დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებიდან გაქვითვას.

 კორექტირებული დღგ-ის ბრუნვის შესაბამისად,კორექტირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი. დღგ-ის ბრუნვის კორექტირების შედეგად დარჩენილმა ფულის დასაბეგრმა ნაშთმა შეადგინა 346 864 ლარი, რომელიც ნაწილობრივ გაიქვითა დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებაში. კერძოდ, დებიტორულ დავალიანებისგაქვითვით დარჩენილმა სესხის ნაშთმა შეადგინა 290 339 ლარი (937 497-647 158), აღნიშნული თანხა სრულად გამოიქვითა, რის შედეგადაც სესხის ნაშთი განულდა, ხოლო დარჩენილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).