ბრძანება N 26623
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26623
03 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.: -------------------------------)
2025 წლის 13 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ ------------) 2025 წლის 13 ნოემბრის №----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 ოქტომბრის №189129 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმის გაუქმებას. განმარტავს, რომ მის მიერ დროულად, 5 დღის ვადაში, სრულად განხორციელდა მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, კერძოდ, წარდგენილ იქნა ახსნაგანმარტება, ბანკის ამონაწერი, დებიტორ/კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექპასპორტები, მიღება-ჩაბარების აქტები და ხელშეკრულებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 სექტემბრის №21-14/--- წერილით, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა წარედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
„1. დეტალური ახსნა-განმარტება ეკონომიკური საქმიანობის სახის, ანგარიშსწორების ფორმის (ნაღდი/უნაღდო) და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილ(ებ)ის მფლობელობის სამართლებრივი ფორმის შესახებ (საკუთრება, იჯარა, ქირა და სხვა). ამასთან წარმოსადგენია შესაბამისი შემთხვევისთვის, სათანადო ფორმით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგები მათი ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით;
3. ბასს-ის ანგარიშთა გეგმის მიხედვით საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია 2025 წლის 01 ივლისის 2025 წლის 01 აგვისტოს და ხსენებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების მდგომარეობით, მათ შორის მოკლევადიანი მოთხოვნების, დარიცხული მოთხოვნების და ვალდებულებების (გარდა საგადასახადო ვალდებულებებისა) ნაწილში ინფორმაცია იდენტიფიცირებული უნდა იყოს, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული თითოეული პირის მიხედვით;
4. გადასახადის გადამხდელის სახელზე საბანკო (მათ შორის, არარეზიდენტ, ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების შესახებ ცნობები და აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები (მათ შორის ნულოვანი) 2025 წლის 01 ივლისიდან ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის თარიღამდე ელექტრონული (Excel და Pdf ) სახით. ასევე ელექტრონული საფულედან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. 2025 წლის 01 ივლისიდან ხსენებული ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტამდე სალაროში (ანგარიშთა გეგმის 1100-იანების ანგარიში (მათ შორის 1110, 1120 და ა.შ)) და საბანკო ანგარიშებზე (ანგარიშთა გეგმის 1200-იანების ანგარიში (მათ შორის 1210, 1220 დ ა.შ)) თანხების მოძრაობის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, ცალკეული სამეურნეო ოპერაციების მიხედვით;
6. 2025 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, ექსპორტისა და რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული) რეესტრი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკისა და „VI№“ კოდის მითითები. ამასთან, წარმოსადგენია შეძენისა და რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები (მათ შორის: თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის დამდგენი ხელშკრულებები, ინვოისები, მიღება- ჩაბარებები, შესყიდვის აქტები და სხვა). ასევე ივლისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში მათი შეძენისას შესაბამისი გამყიდველი კომპანიის ელექტრონულ გვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშიდან ამონაწერი/რეესტრი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული საანგარიშო პერიოდის ჭრილში შესყიდული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და შესყიდვის დანახარჯების იდენტიფიცირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
7. წარმოსადგენია ინფორმაცია მეწარმის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ (წარმოადგინეთ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექ.პასპორტების ასლები), მათ შორის გადაფორმების თარიღებისა და თანდართული შესაბამისი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტებით (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, საბაჟო დეკლარაცია და ა.შ);
8. წარმოსადგენია ინფორმაცია მეწარმის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული რეისებისა (მათ შორის შიდა გადაზდივები) და შესაბამისად აღნიშნული რეისების შემსრულებელი პირის (მძღოლის) მიერ მიღებული ანაზღაურების შესახებ (მათ შორის წარმოდგენილ იქნას შრომითი ხელშეკრულებები);
9. 2025 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, ნებართვები, მიღება-ჩაბარების აქტები, შესყიდვის აქტები ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში ასახული ელექტრონული ინფორმაციისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში)“.
აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2025 წლის 4 სექტემბერს, თუმცა გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია სრულყოფილად, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდართვევის ოქმი.
გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე 2025 წლის 29 სექტემბერს განმეორებით გაეგზავნა №21-14/--- წერილი, რომლის მიხედვითაც კვლავ იქნა გამოთხოვილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული წერილი შპს „----------ს“ (ს/ნ ------------) ელექტრონულად ჩაბარდა 2025 წლის 1 ოქტომბერს, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია კვლავ არ იქნა სრულყოფილად წარდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა 2025 წლის 15 ოქტომბრის №189129 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი 2025 წლის 29 სექტემბრის №21-14/---- წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წერილით გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა წარედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:„1. დეტალური ახსნა-განმარტება ეკონომიკური საქმიანობის სახის, ანგარიშსწორების ფორმის და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილ(ებ)ის მფლობელობის სამართლებრივი ფორმის შესახებ( ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი).2.ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგები მათი ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით.3.ბასს-ის ანგარიშთა გეგმის მიხედვით საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია 2025 წლის 01 ივლისის 2025 წლის 01 აგვისტოს და ხსენებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების მდგომარეობით.4.გადასახადის გადამხდელის სახელზე საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების შესახებ ცნობები და აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები2025 წლის 01 ივლისიდან ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის თარიღამდე ელექტრონული სახით. ასევე ელექტრონული საფულედან.5.2025 წლის 01 ივლისიდან ხსენებული ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტამდე სალაროში და საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, ცალკეული სამეურნეო ოპერაციების მიხედვით.6.2025 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეესტრი.შეძენისა და რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები.7.მეწარმის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია.8.მეწარმის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული რეისებისა და შესაბამისად აღნიშნული რეისების შემსრულებელი პირის (მძღოლის) მიერ მიღებული ანაზღაურების შესახებ.9.2025 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, თუმცა გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია სრულყოფილად, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდართვევის ოქმი.
გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე განმეორებით გაეგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც კვლავ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული წერილი მომჩივანს ელექტრონულად ჩაბარდა , თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია კვლავ არ იქნა სრულყოფილად წარდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა №189129 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279(1);