ბრძანება N 24803
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24803
26 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: ა-------, -------)
2024 წლის 17 ოქტომბრის და 11 ნოემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 17 ოქტომბრის №172641/01 და 11 ნოემბრის №186535/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ოქტომბრის №037-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი განმარტავს, რომ ეწეოდა სხვადასხვა სახის საქონლის იმპორტს დამკვეთების დავალებით, მათი ფინანსური სახსრებით, ძირითადად ფიზიკური პირებისგან. იმის გამო, რომ დამკვეთებს არ ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება მსგავს საქმიანობაში კომპანია უწევდა საშუამავლო მომსახურებას, რაშიც უხდიდნენ 1 კონტეინერზე 1 000 ლარს - მარჟას. განბაჟების შემდეგ ტვირთი გადადიოდა დამკვეთების საწყობში, საიდანაც ხდებოდა ტვირთის რეალიზაცია. აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობას, მათ შორის ბუღალტრულ და ფინანსურ აღრიცხვას სრულად განაგებდა პარტნიორი - ა.წ. გარდაცვლილი ------- (პ/ნ -------). განმარტავს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გადამხდელმა სრულად დაკარგა კონტროლი კომპანიის ფინანსურ ინფორმაციაზე და ასევე ტვირთების ადგილმდებარეობაზე. აცხადებს, რომ დამკვეთები არც ტვირთს უბრუნებენ და არც მის საფასურს უნაზღაურებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ წარმოადგენს შუამავალს, მისი წილი გათვალისწინებული იყო აღნიშნული მარჟით თითო კონტეინერზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა რეალიზაცია უღიარა საბითუმო ფასებით, რაც რეალობას არ შეესაბამება. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მიმართა საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ დაეწყოთ საქმის გამოძიება და მიეღო დამკვეთებისგან ტვირთი ან ტვირთის საფასური. ითხოვს კომპანიაზე აუდიტის შედეგებით გათვალისწინებული გადასახადების და საურავების დარიცხვის შეჩერებას გამოძიების დასრულებამდე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 ოქტომბრის №21524 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 ოქტომბრის №21524 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 7 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 30 854 ლარი, მათ შორის: გადასახადი 20 569 ლარი, ჯარიმა 10 285 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 ოქტომბრის №037-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადაანგარიშების შედეგად განხორციელდა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს კომპანიაზე აუდიტის შედეგებით გათვალისწინებული გადასახადების და საურავების დარიცხვის შეჩერებას გამოძიების დასრულებამდე.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 ოქტომბრის №21524 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოჩივანის საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 ოქტომბრის №21524 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადაანგარიშების შედეგად განხორციელდა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)