ბრძანება N 30641
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30641
07 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ ------)
(მის.: -------)
2023 წლის 10 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №84851/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №047-38 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრული პროგრამის მიხედვით საწარმოს მიერ 2018 წელს მიღებული ავანსის, რომელიც შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით არ არის დაბეგრილი, ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში მიღებულად ჩათვლას და დღგ-ით დაბეგვრას. მიიჩნევს, რომ აღნიშნული ავანსის თანხა დაბეგვრას ექვემდებარებოდა 2018 წლის საანგარიშო პერიოდში. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე და ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ მიწის მესაკუთრეზე გადაცემული ბინების (ბარტერის ოპერაციის) სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ, ნაწილის 2019 წლის თებერვლის თვეში (ფართების საჯარო რეესტრში გადაფორმების მომენტში) და ნაწილის 2020 წლის აგვისტოს თვეში, მშენებლობის დასრულების მომენტში დაბეგვრას.
3. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 მაისის N10898 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დაბეგვრის მიზნებისთვის ბარტერული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ჩათვალოს სამშენებლო მომსახურების გაწევის მომენტი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს." შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 მაისის N10898 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში 2019 წლის 15 მარტის ვადით, ხოლო დაერიცხა 2020 წლის 15 სექტემბრის ვადით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 ოქტომბრის №047-38 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
დაბეგვრის მიზნებისთვის ბარტერული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ჩაითვალა სამშენებლო მომსახურების გაწევის მომენტი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება(შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 მაისის N10898 ბრძანების საფუძველზე, დაბეგვრის მიზნებისთვის ბარტერული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ჩაითვალა სამშენებლო მომსახურების გაწევის მომენტი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ასევე, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრული პროგრამის მიხედვით საწარმოს მიერ 2018 წელს მიღებული ავანსის, რომელიც შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით არ არის დაბეგრილი, ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში მიღებულად ჩათვლას და დღგ-ით დაბეგვრას და ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ მიწის მესაკუთრეზე გადაცემული ბინების (ბარტერის ოპერაციის) სხვადასხვა პერიოდში, 3. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 მაისის N10898 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში 2019 წლის 15 მარტის ვადით, ხოლო დაერიცხა 2020 წლის 15 სექტემბრის ვადით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 ოქტომბრის №047-38 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ასევე, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)