ბრძანება N 6580
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6580
26 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------” (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 8 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) №22510/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №001-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ აუდირებულ ფასნამატს და ხარჯების გაანგარიშებას (ფულის ნაშთს). აცხადებს, რომ არასრულად არის გათვალისწინებული მათი წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ასევე, ფასნამატთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ ერთ ჯგუფში მოქცეულია ისეთი სმფ-ები, რასაც ვერც ერთ სავაჭრო ობიექტში ვერ ექნება ერთნაირი ფასნამატი. ასევე, მიუთითებს კონკურენტულ გარემოზე და აცხადებს, რომ იძულებულია გაავრცელოს ქსელურ მარკეტებზე ნაკლები ფასნამატი. ამასთან, წარმოდგენილი აქვს ფასნამატის ცხრილები (საკონტროლო შესყიდვის მათ მიერ დამუშავებული ცხრილი), აცხადებს, რომ ცხრილებით ჩანს, სხვადასხვა საქონელზე სხვადასხვა ფასნამატის პროცენტი, რომელიც განისაზღვრება კონკრეტული საქონლის ხვედრითი წილის მიხედვით მთლიან ბრუნვაში. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებული ფასნამატის გათვალისწინებით, სალაროზე არსებული ნაშთიდან გამოდის, რომ 96 694 ლარის ჩეკი არ არის ამორტყმული. თუმცა, როგორც გადამხდელი მიუთითებს, საკონტროლო შესყიდვების შედეგად დარღვევა არც ერთხელ არ გამოვლენილა. ითხოვს, პირველ რიგში ხარჯების ნაწილში არსებული უზუსტობების გასწორებას, შემმოწმებლის მიერ დადგენილი საშუალო ფასნამატის პროცენტის (16,6%) გაუქმებას და 8,5%-იანი ფასნამატის გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25634 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გაწევის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25634 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 23 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 34 250 ლარით, მათ შორის გადასახადი 22 820 ლარით და ჯარიმა 11 430 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 9 თებერვლის №001-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის N25634 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საკონტროლო შესყიდვის მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატების დაკორექტირებული ცხრილი, რომლის მიხედვით გადამხდელი მიუთითებს, რომ საკონტროლო შესყიდვისას შეძენილი ფუნთუშა გლაზურით, იგივეა რაც, სასაქონლო/ზედნადებების მიხედვით შეძენილი გლაზური და ითხოვს პურ/ფუნთუშეულის ჯგუფის ფასნამატის დაკორექტირებას. შემოწმებით, პურ/ფუნთუშეულის ჯგუფზე შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი შეადგენდა 12.8 %-ს, საკონტროლო შესყიდვის მიხედვით დაფიქსირებული ფასნამატი კი მხოლოდ აღნიშნულ ფუნთუშაზე 9 %-ს. შემოწმება მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სანდოა და დაკორექტირდა ზემოაღნიშნული ჯგუფის ფასნამატი, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 13 874 ლარით შემცირება.
● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის კომუნალური ხარჯების და საბანკო ტერმინალების მომსახურების ხარჯები. საპენსიო სააგენტოს, დაცვის, კომუნალური და საკონტროლო/სალარო აპარატების მომსახურების ხარჯები ჯამში შეადგენს 45 668 ლარს, ხოლო საბანკო ტერმინალების მომსახურების საკომისიო ხარჯები შეადგენს 24 219 ლარს, ტერმინალების საკომისიო მომსახურების დოკუმენტები გამოთხოვილია ბანკებიდან. დასკვნის პირველ საკითხში დაფიქსირებული ფასნამატის კოეფიციენტის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხარჯების გათვალისწინებით სალაროს ნაშთმა (რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად) შეადგინა 583 792 ლარი, ნაცვლად შემოწმების აქტით განსაზღვრული 685 507 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნით შემცირებას დაექვემდებარა აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადიც.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ აუდირებულ ფასნამატს და ხარჯების გაანგარიშებას (ფულის ნაშთს).
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25634 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
● შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის N25634 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საკონტროლო შესყიდვის მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატების დაკორექტირებული ცხრილი, რომლის მიხედვით გადამხდელი მიუთითებს, რომ საკონტროლო შესყიდვისას შეძენილი ფუნთუშა გლაზურით, იგივეა რაც, სასაქონლო/ზედნადებების მიხედვით შეძენილი გლაზური და ითხოვს პურ/ფუნთუშეულის ჯგუფის ფასნამატის დაკორექტირებას. შემოწმებით, პურ/ფუნთუშეულის ჯგუფზე შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი შეადგენდა 12.8 %-ს, საკონტროლო შესყიდვის მიხედვით დაფიქსირებული ფასნამატი კი მხოლოდ აღნიშნულ ფუნთუშაზე 9 %-ს. შემოწმება მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სანდოა და დაკორექტირდა ზემოაღნიშნული ჯგუფის ფასნამატი, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 13 874 ლარით შემცირება.
● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის კომუნალური ხარჯების და საბანკო ტერმინალების მომსახურების ხარჯები. საპენსიო სააგენტოს, დაცვის, კომუნალური და საკონტროლო/სალარო აპარატების მომსახურების ხარჯები ჯამში შეადგენს 45 668 ლარს, ხოლო საბანკო ტერმინალების მომსახურების საკომისიო ხარჯები შეადგენს 24 219 ლარს, ტერმინალების საკომისიო მომსახურების დოკუმენტები გამოთხოვილია ბანკებიდან. დასკვნის პირველ საკითხში დაფიქსირებული ფასნამატის კოეფიციენტის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხარჯების გათვალისწინებით სალაროს ნაშთმა (რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად) შეადგინა 583 792 ლარი, ნაცვლად შემოწმების აქტით განსაზღვრული 685 507 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნით შემცირებას დაექვემდებარა აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადიც.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 304(21).