ბრძანება N 20531

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.09.2025
№ დოკუმენტი 20531
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20531

19 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- ----- (ს/ნ -----) (მის.: -----)

2025 წლის 5 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 76) განიხილა ი/მ ----- ----- (ს/ნ -----) N 97841/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 5 სექტემბრის N 011-2025-139997 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო ორგანომ განახორციელა არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის დარიცხვა. აღნიშნული თანხის გადანაწილების მიზნით, გადამხდელმა მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა 1 წლიანი გრაფიკით სარგებლობა, რაზეც მიიღო თანხმობა. თუმცა ვიდრე პროცესი დასრულდა, ამის პარალელურად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან მოხდა საინკასო დავალების გავრცელება მის საბანკო ანგარიშებზე და ჩამოეწერა 25 დოლარი (მიუთითებს, რომ ანგარიშზე ლარიც ჰქონდა). გადამხდელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მიმდინარეობდა გრაფიკის გაფორმების პროცედურები, საინკასო დავალება არ უნდა გავრცელებულიყო. მით უფრო, არ უნდა მომხდარიყო დოლარის საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანების საფუძველზე ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ----- ----- (ს/ნ ------) 2025 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 1 665 ლარი, საურავი 19.15 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2025 წლის 5 სექტემბერს გამოიცა N 011-2025 - ----- ბრძანება ი/მ ----- ----- (ს/ნ ----) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო იმავე დღეს.

ამასთან, 2025 წლის 5 სექტემბრის N 011-2025 - ----- საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 2.92 ლარი.

ამასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი/მ ----- ----- (ს/ნ -----) მიერ შემოსავლების სამსახურში 2025 წლის პირველ სექტემბერს წარმოდგენილ იქნა განცხადება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის პირველ სექტემბერს გამოცემულ იქნა N 006-2025- ----- ბრძანება და N 2025 ----- ხელშეკრულება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე. მომჩივანმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2025 წლის 5 სექტემბერს.

შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის მიერ 2025 წლის 5 სექტემბერს გამოცემულ იქნა N 011-2025- -----ბრძანება, რომლითაც გაუქმდა ი/მ ----- ----- (ს/ნ -----) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ------ ------ (ს/ნ ------) 2025 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 1 662.08 ლარი, საურავი 24.96 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის N 10808 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უქმდება/არ იქნება გამოყენებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა, იმ გადასახადის გადამხდელთა მიმართ, რომელთა საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 81 ნაწილის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ გადამხდელს 2025 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ამდენად, 2025 წლის 5 სექტემბერს გამოიცა №011-2025 ----- ბრძანება ი/მ ----- ----- (ს/ნ -----) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ, რომლის საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 2.92 ლარი. ამასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის პირველ სექტემბერს გამოცემულ იქნა N 006-2025 ----- ბრძანება და N 2025 ----- ხელშეკრულება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე. მომჩივანმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2025 წლის 5 სექტემბერს. შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, შედეგად, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 სექტემბრის N 011-2025 ----- ბრძანებით გაუქმდა ი/მ ------ (ს/ნ -----) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ----- ------ (ს/ნ -----) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით, ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----- ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი ითხოვს, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანების საფუძველზე ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად გამოიცა ბრძანება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო იმავე დღეს. საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 2.92 ლარი. მომჩივანმა წარმოდგინა განცხადება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება და ხელშეკრულება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე. მომჩივანმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც გაუქმდა ი/მ საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.

 

გადაწყვეტილება:

გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით, ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 243;.