ბრძანება N 21572
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21572
04 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 8 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 8 აგვისტოს №82922/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №002-157 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10036 ბრძანება გამოცემულია 2023 წელს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ხანდაზმულობის გამო შეუძლებელია 2019 წლის დეკლარაციის დაზუსტება. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა თავის ბრძანებაში კონკრეტულად მიუთითა, რომ პერიოდის ცვლილების დადასტურების შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა მოეხდინა გადასახადის შემცირება, თუმცა, მიუხედვად იმისა, რომ დადგენილია გადასახადის ორჯერ დარიცხვა, აუდიტის დეპარტემენტმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება და დარიცხული გადასახადი არ შემცირდა. მომჩივანი ითხოვს ზედმეტად (ხელმეორედ) დარიცხული დღგ-ის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10036 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 აგვისტოს №25935 ბრძანების აღსრულების მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით შესამოწმებელი პერიოდის ცვლილების საჭიროების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10036 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 12 ივლისის №002-157 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 მარტის №8559 ბრძანებით კამერალური საგადასახადო შუმოწმება დაინიშნა 2018 წლის ივლისის, აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2019 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებზე, შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ საჩივარში კი პირი ითხოვს მის მიერ 2019 თებერვალში დეკლარირებული ბრუნვის შემცირებას, ვინაიდან ამ პერიოდში მის მიერ დეკლარირებული ---- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა უკავშირდება 2019 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში შემოწმებით დაბეგრილ ---- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. იქიდან გამომდინარე რომ, აღნიშნული პერიოდი არ არის შესამოწმებელი პერიოდი და ექვემდებარებოდა დაზუსტებას გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
შემოსავლების სამსახური ყურადრებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10036 ბრძანებაში მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდის ცვლილებას და მომჩივანს ორჯერ აქვს დარიცხული ერთიდაიგივე დღგ-ის თანხა. ამასთან, ამავე ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, შეესწავლა საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით შესამოწმებელი პერიოდის ცვლილების საჭიროების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აღსრულების შედეგების ასევე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10036 ბრძანება არ არის აღსრულებული და მისი აღსრულების მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს ხელახალ შესწავლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10036 ბრძანების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით შესამოწმებელი პერიოდის ცვლილების საჭიროების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10036 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით შესამოწმებელი პერიოდის ცვლილების საჭიროების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10036 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 12 ივლისის №002-157 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10036 ბრძანების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით შესამოწმებელი პერიოდის ცვლილების საჭიროების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2 (2).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161;171.