გადაწყვეტილება №26249/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 22.12.2025
№ დოკუმენტი 26249/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26249/2/2025

22 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 2.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26249/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 31.12.2024 წლის №27778 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.08.2025 წლის №007-243 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21751 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 137 089.58 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 69 767

დღგ - 23 887

საშემოსავლო გადასახადი - 45 880

ჯარიმა - 33 922

საურავი - 33 400.58

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 18 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.06.2024 წლის №14335 ბრძანება და №007-142 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17711 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 22.11.2024 წლის №23718/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 31.12.2024 წლის №27778 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 31.12.2024 წლის №27778 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები შემცირდა 1 239 ლარით, მათ შორის შემცირდა გადასახადი 3 177 ლარით და დაერიცხა ჯარიმა 1 938 ლარი. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 27.08.2025 წლის №19093 ბრძანება და №007-243 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21751 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 9.12.2025 წლის №------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21751 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 11.10.2025 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 31 ოქტომბერი. დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 2 დეკემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ეცნობა გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე, თუმცა მას არ წარმოუდგენია არგუმენტები/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 31.12.2024 წლის №27778 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისთვის შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შემოწმების მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების თვითღირებულება სახეობების მიხედვით დაკავშირდა რეალიზებული საქონლის ღირებულებასთან, რის შედეგადაც დადგინდა დოკუმენტით იდენტიფიცირებული ფასნამატი სახეობების მიხედვით, რამაც საშუალოდ შეადგინა 63%. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. შესაბამისად,სსკ-ის 159-ე და 163-ე მუხლებიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.

სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა გადამხდელის დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ე).