გადაწყვეტილება №23590/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 25.10.2024
№ დოკუმენტი 23590/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23590/2/2024

25 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 30.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23590/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23042 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 24 563 ლარი.

მათ შორის: დღგ - 15 253

ჯარიმა - 7 727

საურავი - 1 583

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10404 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №13710 ბრძანება და №002-114 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 24 563 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 18 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 სექტემბრის №23042 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 7.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.12.2023 წლის №84595/1/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23042 ბრძანება 15.05.2024 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 12.07.2024 წლის №23076/2/2024 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23042 ბრძანება კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23042 ბრძანება 7.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.12.2023 წლის №84595/1/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

აღნიშნული აქტები 15.05.2024 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 12.07.2024 წლის №23076/2/2024 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23042 ბრძანება 30.07.2024 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №002-114 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 სექტემბრის №23042 ბრძანება კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301.