ბრძანება N 4238

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.02.2020
№ დოკუმენტი 4238
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4238

26/02/2019

შპს -----

(მის: ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 25 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი N4) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 08 ოქტომბრის №094-186 „საგადასახადო მოთხოვნას“.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრის თანახმად არ ეთანხმება შემოწმების აქტით განხორციელებულ დარიცხვას შემდეგ საკითხთან მიმართებაში:

მომწოდებლებისთვის სარეკლამო მომსახურების გაწევა. ამ საკითხთან მიმართებაში მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბაზა არასწორად იქნა განსაზღვრული.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 თებერვლის N4440 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2018 წლის 26 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2018 წლის 05 ოქტომბრის N28242 ბრძანება და 08 ოქტომბრის N094-186 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 11144,08 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 6282 ლარი, ჯარიმა 4387 ლარი, ხოლო საურავი 475,08 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთნ დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ ,,შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შპს ----- ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებისგანაც შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა საქონელი. მოცემული ხელშეკრულების პუნქტებიდან ირკვევა, რომ შპს ----- საქონლის შეძენასთან ერთად მომწოდებლებს უწევს სარეკლამო/მარკეტინგულ მომსახურებასაც, რაც გამოიხატება როგორც სარეკლამო მასალების ასევე სარეალიზაციო პროდუქციის წინა პლანზე განთავსების მომსახურებით. ხელშეკრულების თანახმად აღნიშნული კონკრეტული მომსახურების საფასური განისაზღვრება პერიოდულად (ხშირ შემთხვევაში თვეში ორჯერ) ამავე კონკრეტული საქონლის რეალიზაციის გარკვეული პროცენტით (ინდივიდუალურია ხელშეკრულების შესაბამისად), რომელზეც შპს ----- გამოწერს ანგარიშ-ფაქტურას. შემოწმებისას დადგინდა ასევე, რომ 2015 წლის სექტემბრის თვეში შპს ----- წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას და არ გააჩნია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მარაგი. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა საზოგადოებას 2015 წლის სექტემბრის შემდგომ გამოწერილი აქვს 69 203 ლარის მარკეტინგული მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან საზოგადოებას 2015 წლის სექტემბირის საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 28 261 ლარის მოთხოვნები მომწოდებლებთან (რაც წარმოადგენს მარკეტინგული მომსახურების გაწევიდან მისაღებ მოთხოვნას, აღნიშნული მომსახურება უკვე გაწეულია, რადგან 2015 წლის სექტემბრის ბოლოს საზოგადოება უკვე აღარ ფლობს სასაქონლო-მატერიალურ მარაგს.).

შემოწმების მიერ 2015 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, მომწოდებელი ქვეკონტრაქტორების მიმართ არსებული მოთხოვნები დაბეგრილ იქნა დღგ-ით სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ დღგ-ის დასაბეგრ დროდ ჩათვლილი იქნა მომსახურების გაწევის მომენტი. რაც შეეხება 2015 წლის სექტემბრის შემდგომ გადამხდელის მიერ მარკეტინგული მომსახურების ნაწილში დაბეგრილი თანხები დაექვემდებარა შემცირებას. კერძოდ 2016 წელს დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 16 120 ლარით, ხოლო 2017 წელს 1 754 ლარით. გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს მარკეტინგულ მომსახურებებზე, აღნიშნული თანხებზე გავრცელდა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად.“

საბჭომ საკითხის განხილვის შედეგად მიუთითა სსკ-ის 160-ე მუხლზე, რომლის თანახმად დღგ- ით დაბეგვრის ობიექტია: დასაბეგრი ოპერაცია; იმპორტი; ექსპორტი; დროებით შემოტანა.

სსკ-ის 161-ე მუხლის მიხედვით კი დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შემოწმების მიერ 2015 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, საზოგადოება უკვე აღარ ფლობს სასაქონლო-მატერიალურ მარაგს მარკეტინგული მომსახურების გაწევიდან მისაღები მოთხოვნები შესრულებულია, ამდენად მომწოდებელი ქვეკონტრაქტორების მიმართ არსებული მოთხოვნების დღგ-ით სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად დაბეგვრა დასაბეგრ დროდ მომსახურების გაწევის მომენტის მიჩნევა მართებულია. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ.N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებლებისთვის სარეკლამო მომსახურების გაწევისთან მიმართებაში დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის საკითხს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ირკვევა, რომ შპს საქონლის შეძენასთან ერთად მომწოდებლებს უწევს სარეკლამო/მარკეტინგულ მომსახურებას. 2015 წლის სექტემბრის თვეში შპს წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას და არ გააჩნია სმფ-ების მარაგი. მიუხედავად აღნიშნულისა 2015 წლის სექტემბრის შემდგომ გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები და უფიქსირდება მოთხოვნები მომწოდებლებთან. შემოწმების მიერ არსებული მოთხოვნები დაბეგრილ იქნა დღგ-ით, დღგ-ის დასაბეგრ დროდ ჩათვლილი იქნა მომსახურების გაწევის მომენტი. 2015 წლის სექტემბრის შემდგომ გადამხდელის მიერ მარკეტინგული მომსახურების ნაწილში დაბეგრილი თანხები დაექვემდებარა შემცირებას. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

მომწოდებელი ქვეკონტრაქტორების მიმართ არსებული მოთხოვნების დღგ-ით დაბეგვრა, დასაბეგრ დროდ მომსახურების გაწევის მომენტის ჩათვლა მიჩნეულ იქნა მართებულად. ამ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161