ბრძანება N 9822

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 9822
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9822

04.05.2023

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(ფაქტ. მის.: „--------“ )

2023 წლის 11 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „------“ (ს/ნ „--------“ ) 2023 წლის 11 მარტის №79608/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №005-18 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ ფასნამატის გავრცელება ინვენტარიზაციის ფასების გამოყენებით და ე.წ „შოუ რუმში“ გამოცხადებული მარკეტინგული-საცალო ფასებით დაუშვებელია. ინვენტარიზაციის ფასების გამოყენება არარელევანტურია როგორც ფასდაკლებების, ასევე სარეალიზაციო საქონლის სწრაფი ცვალებადობის გამო, ვინაიდან მოგების მარჟის გაანგარიშება მთლიან პარტიაზე ან კონტეინერზე ხდება რეალიზაციის ვადის გათვალისწინებით.

2. გადამხდელი განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით გადაანგარიშებული ე.წ ვირტუალური ამონაგები თანხა შემოწმებას განხილული აქვს დირექტორის ხელფასად, ამასთან გადაანგარიშების მიუხედავად მაინც დარჩა სოლიდური „ვირტუალური თანხობრივი სიდიდე“, რაც არსებული პრაქტიკით აუდიტორის მიერ მიიჩნევა საწარმოდან ფულადი ნაკადის დირექტორზე ან დამფუძნებელზე განაცემად, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №22708 მეთოდური მითითების საწინააღმდეგოდ განხილულია ხელფასად, რაც წარმოადგენს საბჭოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებულ იქნეს 2008-2016 წლებში გადამხდელის დეკლარირებული 970 000 ლარამდე მოგება და გადახდილი მოგების გადასახადი 145 000 ლარი და შესაბამისად, ვირტუალური ნაშთის დამატებით გადათვლის შემთხვევაში, მიეცეს უფლებამოსილება შესამოწმებელ პერიოდში განახორციელოს მოგების გადასახადის ჩათვლა 145 000 ლარის ფარგლებში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 აპრილის №9989 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს ,,------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ); ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 აპრილის №9989 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 509 163 ლარი, მათ შორის, გადასახადი 336 864 ლარი, ჯარიმა 172 299 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 თებერვლის №005-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ დამატებით იქნა გაშიფრული დოკუმენტურად რეალიზებული ის პროდუქცია, რომელთა რეალიზაციის დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადები) ზომის ერთეულად მითითებული იყო შეკვრა ან სხვა და რომელთა იდენტიფიცირება საგადასახადო შემოწმების დროს, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას ვერ მოხერხდა. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის კორექტირება. შედეგად, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.

2. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით. გადაანგარიშების შედეგად კომპანიას შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ დამატებით იქნა გაშიფრული დოკუმენტურად რეალიზებული ის პროდუქცია, რომელთა რეალიზაციის დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადები) ზომის ერთეულად მითითებული იყო შეკვრა ან სხვა და რომელთა იდენტიფიცირება საგადასახადო შემოწმების დროს დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას ვერ მოხერხდა. აღნიშნულის საფუძველზე, შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, განხორციელდა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის კორექტირება, რის შედეგად შემცირდა დამატებული ღირებულების გადასახადში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხის ფასნამატის გადაანგარიშების ნაწილში შესრულების შედეგების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ხოლო გადასახადის გადამხდელი მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული თანხების დივიდენდად ან სესხად განხილვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების დროს გაანგარიშებული იქნა 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული ფინანსური მოგებიდან შესამოწმებელ პერიოდში გასანაწილებელი/განაწილებული მოგების ოდენობა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით, საწარმოს 2017 წლის 1 იანვრისთვის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი ჰქონდა 252 446 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში საწარმოს განაწილებული ჰქონდა აღნიშნული მოგების ნაშთი (252 445 ლარი), საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა შესაბამისად, საწარმოს ჩათვლილი ქონდა 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა (44 549 ლარი), რომელიც საგადასახადო შემოწმების შედეგად არ შეცვლილა. ხოლო, შემოწმებით გამოვლენილი თანხების სესხად განხილვასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) გათვალისწინებით, არ მიუმართავს შესაბამისი განცხადებით მითითებული თანხის სესხად გადაკვალიცირებასთან დაკავშირებით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.ინვენტარიზაციის ფასების გამოყენება არარელევანტურია როგორც ფასდაკლებების, ასევე სარეალიზაციო საქონლის სწრაფი ცვალებადობის გამო.

2.გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებულ იქნეს 2008-2016 წლებში გადამხდელის დეკლარირებული მოგება და გადახდილი მოგების გადასახადი.შესაბამისად, ვირტუალური ნაშთის დამატებით გადათვლის შემთხვევაში, მიეცეს უფლებამოსილება შესამოწმებელ პერიოდში განახორციელოს მოგების გადასახადის ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატის კორექტირება. შედეგად, გადაანგარიშებას დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.

2. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კორექტირებას დაექვემდებარა პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით.გადაანგარიშების შედეგად კომპანიას შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).