გადაწყვეტილება №24247/2/2024
📄 სრული ტექსტი
№24247/2/2024
20 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------"-ის 4.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24247/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17279 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №125-22 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №125-23 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21314 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №125-22 საგადასახადო მოთხოვნით - 5 126 ლარი
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 2 912
ჯარიმა - 1 455
საურავი - 759
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №125-23 საგადასახადო მოთხოვნით - 10 720 ლარი
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 7 824
ჯარიმა - 2 607
საურავი - 289
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სილამაზის სალონების მომსახურება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 2 ივნისიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №16438 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის 1.10.2022 წლიდან 6.07.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში წარმოებაშია სისხლის სამართლის №092060323004 საქმე ი/მ "--------"-ის მიერ შესაბამისი ლიცენზიის და ნებართვის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე. გამოძიებით დადგენილია, რომ ქ. "------"-ში ,"-------"--ში რეგისტრირებული მეწარმე თავისი სილამაზის სალონიდან ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად ახორციელებდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენას და შემდგომ რეალიზაციას. 2023 წლის 14 ივნისს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული აბები. მეწარმის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ იგი ამ საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე. აღნიშნულ პერიოდში მომჩივანმა შემოსავლის სახით მიიღო 69 200 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხიდან 38 060 ლარი გადახდილი აქვს ფსიქოტროპულ აბებში. შესაბამისად, მის მიერ მიღებული მოგება შეადგენს 31 140 ლარს. აღნიშნულ მოგებას გადამხდელი იყენებდა სისტემატიურად, როგორც ხელფასს, თუმცა გადახდის წყაროსთან არ ბეგრავდა. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც იგი დაადასტურებს გამოსაქვით ხარჯს. შესაბამისად, შემოწმებამ მეწარმის მიღებული შემოსავალი (69 200 ლარი) ჩათვალა მის მიერ მიღებულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის №23415 ბრძანება და №125-21 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 27 805 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების და ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანება 8.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.02.2024 წლის №21546/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27852 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის დასკვნა, 5.02.2024 წლის №2026 ბრძანება და №125-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 6 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით, სრულყოფილად შეისწავლოს მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანება 12.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 5.07.2024 წლის №22850/2/2024 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27852 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის დასკვნა, 5.02.2024 წლის №2026 ბრძანება და №125-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 6 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27852 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით, სრულყოფილად შეისწავლოს მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანება 12.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 5.07.2024 წლის №22850/2/2024 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6302 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნა, 29.05.2024 წლის №12559 ბრძანება და №125-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 18 510 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 8 618 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 მაისის №11200 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 21 მაისის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია იგივე გარემოებებით, რაც ასახულია აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში. ამასთან, 2024 წლის 21 მაისის შემოწმების აქტში ასევე მითითებულია, რომ ვინაიდან მომჩივანი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, იგი ვალდებული იყო მიღებული შემოსავალი აესახა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დაბეგვრას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №12298 ბრძანება და №125-11 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 15 808 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №125-11 საგადასახადო მოთხოვნა და 2024 წლის 29 მაისის №125-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 29 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 23.07.2024 წლის №17279 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპით: გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ხარჯის 75% და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17279 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2024 წლის დასკვნა, 16.08.2024 წლის №18894 ბრძანება და №125-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 3 066 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 5 126 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17279 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.08.2024 წლის დასკვნა, 16.08.2024 წლის №18882 ბრძანება და №125- 23 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 5 498 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 10 720 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №125-22 და №125-23 საგადასახადო მოთხოვნები 2024 წლის 15 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 სექტემბრის №21314 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 13 და 15 აგვისტოს დასკვნები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოწმების მიერ მეწარმის ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა საგამოძიებო სამსახურის ოქმში დაფიქსირებული თანხის 75%. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების დასკვნებით არ იქნა გათვალისწინებული მთლიანი ხარჯები, კერძოდ, 38 060 ლარი და შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი, კერძოდ: „როდესაც ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვლება გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით“, რასაც არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო: 19.09.2023 წლის შემოწმების აქტში დაფიქსირებულია, რომ მეწარმის გამოკითხვისა და ძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე შემოსავლის სახით მიიღო 69 200 ლარი, ხოლო ხარჯმა ამავე პერიოდში შეადგინა 38 060 ლარი და დასაბეგრმა შემოსავალმა (მოგება) შეადგინა 31 140 ლარი. აღნიშნული ხარჯი - 38 060 ლარი შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გაურკვეველი მიზეზით, რადგან როგორც შემოსავალი, ასევე ხარჯი დადგენილია გამოძიების მიერ. თუ შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულია ძიებით დადგენილი შემოსავლები, მაშინ ასევე უნდა გათვალისწინებულიყო ძიებით დადგენილი ხარჯებიც, რადგან არც შემოსავალია დადგენილი დოკუმენტალურად. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ძიების მიერ 22.09.2023 წლის დოკ: N--------- დადგენილებით დადასტურებულია, რომ მომჩივნის ქმედებით ბიუჯეტი დაზარალდა 6 228 ლარით. კერძოდ, შემოსავალი მიიღო 69 200 ლარი, ხარჯი იყო 38 060 ლარი, ხოლო დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 31 140 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლებს გადაანგარიშებაზე დასკვნების შედგენისას უნდა გაეთვალისწინებინათ ძიებით დადგენილი ხარჯები 38 060 ლარის ოდენობით, რის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს დასაბეგრი შემოსავალის დადგენა, რაც ტოლი იქნება 2022 წლის დასაბეგრი შემოსავლის 11 150,53 ლარის და კუთვნილი გადასახადი იქნებოდა 11 150,53*20%=2 230,11 ლარი, ხოლო 2023 წლის 1 იანვრიდან 14 ივნისამდე შემოსავალი იქნებოდა 19 989,47 ლარი და კუთვნილი გადასახადი იქნებოდა 19 989,47*20%=3 997,89 ლარი. იმ შემთხვევაშიც, თუ იხელმძღვანელებდნენ 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი, მაშინ 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე მეწარმის მიერ გაწეული მთლიანი ხარჯები ნაცვლად 38 060 ლარისა იქნებოდა 38 060*75%=28 545 ლარი, ხოლო დასაბეგრი შემოსავალი 69 200-28 545=40 655 ლარი და ბიუჯეტში გადასახდელი თანხა იქნებოდა 40 655*20%=8 131 ლარი, რაც შესაბამისად გადანაწილდებოდა 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე, რადგან არის ინდ. მეწარმე და შემოსავალს არ იღებს ხელფასის სახით. შემმოწმებელმა კი დარიცხვები განახორციელა როგორც დაქირავებულ ფიზიკურ პირზე, ხელფასის სახით.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 601 მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17279 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით,კერძოდ, იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპით: გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ხარჯის 75% და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 და 15 აგვისტოს დასკვნების შესაბამისად, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და მეწარმის ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა საგამოძიებო სამსახურის ოქმში დაფიქსირებული თანხის 75%. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები.
2024 წლის 13 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 5 498 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 3 665 ლარი და ჯარიმა - 1 833 ლარი.
ამასთან, 2024 წლის 15 აგვისტოს დასკვნის შესაბამისად, მეწარმეს შეუმცირდა დარიცხული თანხა 3 066 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 2 044 ლარი და ჯარიმა - 1 022 ლარი.
მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17279 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 601 მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოში წარმოებაშია სისხლის სამართლის №092060323004 საქმე მომჩივანის მიერ შესაბამისი ლიცენზიის და ნებართვის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე. გამოძიებით დადგენილია, რომ მეწარმე თავისი სილამაზის სალონიდან ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად ახორციელებდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენას და შემდგომ რეალიზაციას.
გადამხდელთან ჩატარდა ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული აბები. მეწარმის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ იგი ამ საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე. აღნიშნულ პერიოდში მომჩივანმა შემოსავლის სახით მიიღო 69 200 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხიდან 38 060 ლარი გადახდილი აქვს ფსიქოტროპულ აბებში. შესაბამისად, მის მიერ მიღებული მოგება შეადგენს 31 140 ლარს.
აღნიშნულ მოგებას გადამხდელი იყენებდა სისტემატიურად, როგორც ხელფასს, თუმცა გადახდის წყაროსთან არ ბეგრავდა. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც იგი დაადასტურებს გამოსაქვით ხარჯს. შესაბამისად, შემოწმებამ მეწარმის მიღებული შემოსავალი ჩათვალა მის მიერ მიღებულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი :
96-ე, 601.