გადაწყვეტილება №20877/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.11.2023
№ დოკუმენტი 20877/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20877/2/2023

16 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 18.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე/განცხადებაზე (რეგისტრაციის №20877/2/2023), დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის თაობაზე.

 

განმცხადებლის მოთხოვნა

მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტორი არ იღებს მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და უარს აცხადებს დაეყრდნოს მიწოდებულ მასალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტში ცვლილებას ვერ განახორციელებს. უარის მიზეზი არის შემდეგი, გადაწყვეტილებაში მოყვანილია წერილი ნომრით (21- 14/645, რომელიც მეწარმის მხრიდან არის ერთ-ერთ საჩივარში ნახსენები. ამ წერილის საფუძველზე გააკეთა ინვენტარიზაცია მეწარმემ საკუთარი ძალებით, გამოიკვეთა დარღვევა რომელიც დაიბეგრა კანონის შესაბამისად. რევიზორი ეუბნება, რომ მხოლოდ ამ წერილზე დაყრდნობით აქვს უფლება მოახდინოს კორექტირება.

წერილის ნომერი ემთხვევა, მის საჩივარსა და გადაწყვეტილებაში ნახსენებ წერილის ნომრებს, ასევე ემთხვევა მისი ნათქვამი და გადაწყვეტილებაში ნახსენები შინაარსი, რომ გააკეთებინა ინვენტარიზაცია მათი საკუთარი ძალებით (7 დღე აკეთებდა მეწარმე, ყინვასა და თოვლში), რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი არ დასწრებია ინვენტარიზაციის პროცესს.

მოხდა შემდეგი ტექნიკური უზუსტობა, აღნიშნული წერილი არის გამოგზავნილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ და არა მონიტორინგის სამსახურის მიერ. „მონიტორინგის სამსახური“ ესეთი დასახელებით არც არის სავარაუდოდ, როგორც ცნობილია მომჩივნისთვის არის „საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი“.

ვინაიდან მეწარმე მეოთხე წერილია ამტკიცებს და დავობს სასაქონლო ნაშთების არსებობას, აქცენტი და შინაარსი გადატანილი იყო იმაზე, რომ ვიღაცამ ნამდვილად დაუდასტურა ნაშთების არსებობა, ამასთანავე ამ წერილის თანახმად ჩატარებული რევიზიის პირობებში რევიზორთან სატელეფონო კონტაქტის პერიოდებში მუდმივად იყო საუბარში რევიზორის მხრიდან, რომ „მონიტორინგის მიზნით გაკეთებინებთ ინვენტარიზაციას“.

სიტყვა „მონიტორინგი“ იმდენად ხშირად იყო ნახსენები რევიზორთან საუბარში, რომ ეს სიტყვა სხვა კონტექსტში იყო ნახსენები საჩივარშიც და ზეპირ განხილვის დროსაც.

21-14/645 10.01.2022 წლის წერილით მოთხოვნილი იყო შემდეგი ინფორმაცია:

„გთხოვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოთ ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი შემდეგი სახის ინფორმაცია/ დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგები მათი ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით;

2. ბასს-ის ანგარიშთა გეგმის მიხედვით საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 1 ნოემბრის, 2021 წლის 1 დეკემბრის და ხსენებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების მდგომარეობით, მათ შორის მოკლევადიანი მოთხოვნების, დარიცხული მოთხოვნების და ვალდებულებების ნაწილში ინფორმაცია იდენტიფიცირებული უნდა იყოს, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული თითოეული პირის მიხედვით;

3. 2021 წლის 1 ნოემბრიდან ხსენებული ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტამდე სალაროში და საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეული სამეურნეო ოპერაციების მიხედვით.

ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მოთხოვნილი იყო სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება და ნაშთების წარდგენა, შემდეგი წერილით:

3 თებერვალი 2022,გთხოვთ, წარმოადგინოთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სმფ-ების ფაქტიური აღწერის მასალები. ამასთან, გთხოვთ მოგვაწოდოთ 01.02.2022 მდგომარეობით სმფ-ების ბუღალტრული ნაშთი, რის საფუძველზეც მოხდება სხვაობის დანაკლისად აღიარება და შესაბამისი წესით დადეკლარირება.

პატივისცემით, აუდიტის დეპარტამენტის დეკლარაციების კონტროლის №2 სამმართველოს უფროსი აუდიტორი. -------.

სწორედ აღნიშნული წერილის საფუძველზე ჩატარდა რეალური ინვენტარიზაციის (რისი დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არსებობს).

ეს ყველაფერი მეწარმის მხრიდან მოყვანილი იყო იმ განზრახვით, რომ უნდოდა დაეჯერებინა საბჭოს რომ ნამდვილად არსებობდა სასაქონლო- მატერიალური მარაგები. რომ პირველი აქტით განულებული საქონლის შემდეგ ნამდვილად ხდებოდა რეალიზაცია (პირველმა აქტმა გაანადგურა მეწარმე მორალურადაც და ეკონომიკურადაც).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება ან გამოიცეს ახალი დამატებითი დოკუმენტი, სადაც წერილი 21-14/645 მონიტორინგის სამსახურის მიერ კი არა, აუდიტის დეპარტამენტის მიერაა გამოგზავნილი, ასევე ამ წერილის გაგრძელებაა რევიზორის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე მოწერილი წერილი, რის საფუძველზეც ჩატარდა საბოლოო ინვენტარიზაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი/განცხადება საბჭოს 2.06.2023 წლის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საბჭოს 2.06.2023 წლის გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ მხარეთა არგუმენტების, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინვენტარიზაციის მასალები ან სხვა მტკიცებულებები საბოლოო ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალების/მტკიცებულებების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8027 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დარიცხული თანხების 3 კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება გადაწყვეტილებაში დაშვებული რაიმე სახის შეცდომა ან/და სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების, ორაზროვნების ან მისი სხვაგვარად გაგების, გართულების გამო, გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი/განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80591/1/2023 გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის თაობაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტორი არ იღებს მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და უარს აცხადებს დაეყრდნოს მიწოდებულ მასალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტში ცვლილებას ვერ განახორციელებს. უარის მიზეზი არის შემდეგი, გადაწყვეტილებაში მოყვანილია წერილი ნომრით (21- 14/645, რომელიც მეწარმის მხრიდან არის ერთ-ერთ საჩივარში ნახსენები. ამ წერილის საფუძველზე გააკეთა ინვენტარიზაცია მეწარმემ საკუთარი ძალებით, გამოიკვეთა დარღვევა რომელიც დაიბეგრა კანონის შესაბამისად. რევიზორი ეუბნება, რომ მხოლოდ ამ წერილზე დაყრდნობით აქვს უფლება მოახდინოს კორექტირება. ითხოვს გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება ან გამოიცეს ახალი დამატებითი დოკუმენტი, სადაც წერილი 21-14/645 მონიტორინგის სამსახურის მიერ კი არა, აუდიტის დეპარტამენტის მიერაა გამოგზავნილი, ასევე ამ წერილის გაგრძელებაა რევიზორის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე მოწერილი წერილი, რის საფუძველზეც ჩატარდა საბოლოო ინვენტარიზაცია.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება გადაწყვეტილებაში დაშვებული რაიმე სახის შეცდომა ან/და სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების, ორაზროვნების ან მისი სხვაგვარად გაგების, გართულების გამო, გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").