ბრძანება N 5347
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5347
21 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 4 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №31301/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 იანვრის №006-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანია აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, მის მიერ შეძენილ ყველა სახის საქონელზე არსებობდა სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც შესაბამისობაში იყო საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებთან. აცხადებს, რომ შემოწმებამ მხედველობაში არ მიიღო გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ცხრილები საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატების შესახებ. აგრეთვე, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაგონივრული ფასნამატი და ცხრილებში დაშვებული იყო მთელი რიგი უზუსტობები (არ იქნა ამოღებული არარეალური ფასნამატები). განმარტავს, რომ გადამხდელს გაწეული ჰქონდა სხვადასხვა ხარჯები, რომლის გარეშეც საქმიანობა ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა. შემოწმებამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურით რეალიზებული საქონლის ღირებულება ჩარიცხული იყო საბანკო ანგარიშზე. მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია თუ რა პრინციპით და რა პერიოდზე განსაზღვრა შემოწმებამ ფასნამატი, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების აქტში მხოლოდ სიგარეტზეა ფასნამატი მითითებული. შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა პირდაპირი მეთოდით და ასეთ შემთხვევაში, მიღებული შემოსავლების ოდენობა დაემთხვეოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულს. ასევე, მიუთითებს, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების დროს არ უნდა მომხდარიყო გადასახადების ზევიდან დარიცხვა ე.წ. „აგროსვა“. აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯის ფარგლებში შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. განმარტავს, რომ საწარმოს სამუშაო ადგილი არის ქალაქ ------- გარეუბანში, რომლის სიახლოვესაც არ არის კვების ობიექტები, აგრეთვე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის დიდი ინტერვალებით, რის გამოც თანამშრომლებს უწევდათ ტაქსით მგზავრობა და ეს იწვევდა არაგონივრულად მაღალ ხარჯებს. ამდენად, დაქირავებული პირების ნორმალური კვებისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადებისთვის, საწარმო მათ უზრუნველყოფდა კვებითი მომსახურებით და აღნიშნული არ წარმოადგენდა შრომითი ანაზღაურების ნაწილს. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმების მიერ აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება სარესტორნო, სასტუმრო, სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის მომსახურებების შეძენაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმო ახორციელებდა ავეჯის დამზადება-რეალიზაციას და სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, დაქირავებული ჰყავდა შპს „-------“, რომელიც უწევდა სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებებს. ამასთან, მიაწოდა სხვადასხვა სახის სარემონტო საქონელი, რომლითაც კომპანიამ იჯარით აღებულ ფართში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. აღნიშნავს, რომ შემოწმებას უნდა მოეხდინა მიღებული მომსახურებების იდენტიფიცირება, დაჯგუფება და არ უნდა გაეუქმებინა მიღებული ჩათვლები, ასევე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ დღგ-ის ჩათვლით თანხებზე არ უნდა დაერიცხა მოგების გადასახადი.
4. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
მომჩივანი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23405 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №006-339 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 12 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, აგრეთვე სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის/გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23405 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 16 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 24 იანვრის №006-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23405 ბრძანებას გაეცნო 2024 წლის 16 დეკემბერს, თუმცა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შემმოწმებელთა მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის/გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებისგან (11 პირი) გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია. აღნიშნულ პირთაგან (11 პირიდან 6 პირისაგან) მოსული ინფორმაციების შესწავლით არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების პერიოდისათვის არსებული ინფორმაციისაგან განსხვავებული გარემოებები. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული შპს „-------“ არ გასცნობია წერილს და მასთან დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, შესაბამისად არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „-------“ გაწეული/მიღებული მომსახურებების/საქონლის შესახებ, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტები, ან სხვა რაიმე დოკუმენტი. ხოლო, საჩივარში მითითებულ სადავო საკითხებში შემოწმებით დადგენილისაგან განსხვავებული მტკიცებულებები და გარემოებები არ იყო ასახული. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 20 მარტს 11:15 სთზე ჩაინიშნა საჩივრის განხილვა მომჩივნის მონაწილეობით. გადასახადის გადამხდელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შემმოწმებელთა მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის/გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების პერიოდისათვის არსებული ინფორმაციისაგან განსხვავებული გარემოებები არ გამოვლინდა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული შპს „-------“ არ გასცნობია წერილს და მასთან დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, შესაბამისად არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „-------“ გაწეული/მიღებული მომსახურებების/საქონლის შესახებ, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტები, ან სხვა რაიმე დოკუმენტი. ხოლო, საჩივარში მითითებულ სადავო საკითხებში შემოწმებით დადგენილისაგან განსხვავებული მტკიცებულებები და გარემოებები არ იყო ასახული.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე, არც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23405 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯის ფარგლებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3მომსახურებების შეძენაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
4. 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ნოემბრის №23405 ბრძანებას გაეცნო 2024 წლის 16 დეკემბერს, თუმცა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შემმოწმებელთა მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის/გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია. აღნიშნულ პირთაგან მოსული ინფორმაციების შესწავლით არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების პერიოდისათვის არსებული ინფორმაციისაგან განსხვავებული გარემოებები. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული შპს არ გასცნობია წერილს და მასთან დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, შესაბამისად არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია გაწეული/მიღებული მომსახურებების/საქონლის შესახებ, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტები, ან სხვა რაიმე დოკუმენტი. ხოლო, საჩივარში მითითებულ სადავო საკითხებში შემოწმებით დადგენილისაგან განსხვავებული მტკიცებულებები და გარემოებები არ იყო ასახული. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)