ბრძანება N 9832
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9832
05 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2026 წლის 8 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 აპრილის სხდომაზე (ოქმი N 34) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) N 27117/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 მარტის N 001-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნაწილი, ხოლო ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც დასტურდება ინდ. მეწარმის მომსახურება, მის მიერ თანხის მიღება, არ იქნა გათვალისწინებული იმ არგუმენტით, რომ საბანკო ამონაწერში დანიშნულებაში სწორად არ არის მითითებული თანხის გაცემის დანიშნულება. მომჩივანი მიუთითებს, რომ გადარიცხვებისას ხდებოდა ტრანზაქციის გამეორება და თანხის გაცემისას თანამშრომლის მიერ არ ექცეოდა ყურადღება დანიშნულების ნაწილს, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იყოს დარიცხვის საფუძველი, ვინაიდან, მიღებული შემოსავალი მეწარმის მიერ დაბეგრილია და კომპანიას არ შეიძლება ქონდეს წყაროსთან მისი დაბეგვრის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 ოქტომბრის N 21463 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის N 001-118 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 ოქტომბრის N 21463 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 6 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 32 539 ლარით, მათ შორის, გადასახადი 21 692 ლარით, ჯარიმა 10 847 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 12 მარტის N 001-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა დასკვნის ფარგლებში წარმოადგინა რიგი დოკუმენტაცია, რომლის შესწავლა/გამოკვლევა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადაანგარიშებისას განხორციელდა სხვადასხვა დოკუმენტაციის ბანკიდან განაღდებულ თანხებთან დაკავშირება, კერძოდ: გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მივლინების ხარჯები, ინდ. მეწარმეზე გადახდილი თანხები, გაცემული „სესხი" რომელიც დაბრუნდა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და სატენდერო საქმიანობისთვის სადაზღვევო კომპანიაზე გადახდილი თანხები. ფიზიკურ პირებთან გადარიცხული და ისეთი თანხები, რომელსაც დანიშნულებაში ეწერა ხელფასი მათი გათვალისწინება აღნიშნული გადაანგარიშების ფარგლებში არ მომხდარა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა/გამოკვლევა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადაანგარიშებისას განხორციელდა სხვადასხვა დოკუმენტაციის ბანკიდან განაღდებულ თანხებთან დაკავშირება, კერძოდ: გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მივლინების ხარჯები, ინდ. მეწარმეზე გადახდილი თანხები, გაცემული „სესხი", რომელიც დაბრუნდა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და სატენდერო საქმიანობისთვის სადაზღვევო კომპანიაზე გადახდილი თანხები. ფიზიკურ პირებთან გადარიცხული და ისეთი თანხები, რომელსაც დანიშნულებაში ეწერა ხელფასი მათი გათვალისწინება აღნიშნული გადაანგარიშების ფარგლებში არ მომხდარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ბანკში გადარიცხული თანხები, რომლის დანიშნულებაში მითითებული იყო „ხელფასი“ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის მიერ ხელფასის გაცემა მათ მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე პერიოდში.
ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. შემდგომ ჩატარებული გადაანგარიშებით გადასახადის გადამხდელს დაეკლო დარიცხული თანხები და გამოიცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება:
ემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21);