ბრძანება N 11305
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11305
22 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 6 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №---) განიხილა შპს „----- (ს/ნ -----) 2026 წლის 6 მაისის №102210/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 აპრილის №189385 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტორთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილია ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, ხოლო მეხსიერების ბარათზე ჩატვირთული საბუღალტრო პროგრამა „-----“ მატერიალურად ჩააბარა კანცელარიაში და ასევე, წარადგინა ელექტრონული სახითაც. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №----- შეტყობინებით გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა წარმოედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ:
შესამოწმებელი პერიოდის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის, სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების გარდა), მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, შესყიდვის აქტები (დედანი მატერიალური სახით), ინვოისები (------ ------ და სხვა), ნებისმიერი პირისთვის (მათ შორის, არარეზიდენტებისთვის) თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, სასაქონლომატერიალური მარაგების ჩამოწერის და განადგურების აქტები;
სს „------“, სს „-------“ და სს „-----“ მიერ გაცემული ცნობა 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე პერიოდში მოქმედი/დახურული ყველა ტიპის ანგარიშის შესახებ (ბანკის მიერ გაცემულ ცნობაში ტექსტობრივად უნდა აისახოს, რომ გვაწვდიან ინფორმაციას 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე პერიოდში შპს ,,-----“ აქტიური/დახურული ყველა ტიპის ანგარიშის შესახებ, ანგარიშების გახსნის და დახურვის თარიღების, ანგარიშის რეკვიზიტების, ნაშთების და ჯამური ბრუნვის მონაცემების მითითებით); ბანკის მიერ გაცემული და დამოწმებული შესამოწმებელი პერიოდის საბანკო ანგარიშის ამონაწერები (მათ შორის, ნულოვანი ბრუნვის მქონე და დახურული ანგარიშის ამონაწერები), ასევე სრული ამონაწერები ექსელის ცხრილის სახით (ცხრილი უნდა შეიცავდეს თითოეული ტრანზაქციის მიხედვით სრულ ინფორმაციას, მათ შორის, კონტრაგენტების საიდენტიფიკაციო ნომრებს ცალკე სვეტში);
საკუთარი ინტერნეტ ბანკის გვერდიდან ელექტრონული ცხრილის სახით ამოღებული ყველა საბანკო ანგარიშის ამონაწერი (ცხრილი უნდა შეიცავდეს თითოეული ტრანზაქციის მიხედვით სრულ ინფორმაციას, მათ შორის, კონტრაგენტების დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომრებს ცალკე სვეტებში, ასევე, სავალუტო ანგარიშის ამონაწერში მითითებული უნდა იყოს სავალუტო თანხის ეკვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში);
შპს ,,-----“ რეგისტრაციის დღიდან დღემდე საწარმოს პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად (სამეწარმეო რეესტრში დაცული მონაცემის გარდა);
საწარმოს რეგისტრაციის დღიდან 2026 წლის პირველ მარტამდე პერიოდში პარტნიორის მიერ საწარმოს კაპიტალში თანხის შეტანის და თანხის გატანის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, პარტნიორის გადაწყვეტილებები);
ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის უწყვეტი მონაცემთა ბაზა ან/და ბუღალტრული აღრიცხვის ჟურნალები/წიგნები;
ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან ელექტრონული ცხრილის სახით ამოღებული ბუღალტრული გატარებების რეესტრი (ოპერაციის თარიღი, დოკუმენტის ნომერი, სადებეტო/საკრედიტო ანგარიშის კოდი და დასახელება, მოკორესპონდენტო ანგარიშის კოდი და დასახელება, განზომილების ერთეულის დასახელება, რაოდენობა, თანხა, ვალუტის დასახელება, ვალუტის კურსი, ოპერაციის შინაარსი, ბუღალტრული გატარების თარიღი, შემსრულებელის სახელი/გვარი და სხვა მონაცემები);
დირექტორის და ბუღალტრის მიერ ხელმოწერილი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე პერიოდის ბუღალტრული ანგარიშების ბრუნვათა უწყისი;
სხვა ნებისმიერი პროგრამის მონაცემთა ბაზა, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ანალიზი (მათ შორის, მაღაზიაში საქონლის მიღების და ყოველდღიური რეალიზაციის აღრიცხვის პროგრამის მონაცემთა ბაზა და აღნიშნული პროგრამიდან ელექტრონული ცხრილის სახით ამოღებული მონაცემები);
სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ანალიზური ცხრილები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება გადასახადებით დაბეგვრის კონკრეტული ობიექტების დადგენა და თვითღირებულების განსაზღვრა;
შესყიდვის აქტების რეესტრი ელექტრონული ცხრილის სახით (თარიღი, მომწოდებლის პირადი ნომერი და დასახელება, საქონლის დასახელება, განზომილების ერთეული, რაოდენობა, თანხა, შესყიდვის ადგილის მისამართი, ანგარიშსწორების ფორმა - ნაღდი/უნაღდო);
საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეესტრი;
2025 წლის 31 ოქტომბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე პერიოდში გაფორმებული ყველა ტიპის ხელშეკრულება;
2025 წლის 31 ოქტომბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ განმარტება, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ზუსტი მისამართების და საკადასტრო კოდების მითითებით;
2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური მარაგების რაოდენობრივ-თანხობრივი ნაშთების, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების და სალაროში ნაღდი ფულის შესახებ დეტალური მონაცემები, დირექტორის მიერ ხელმოწერილი სახით (არსებობის შემთხვევაში, ბეჭდით დამოწმებული სახით). დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ მონაცემები სავალდებულოა წარმოდგენილ იქნეს შედარების აქტებთან ერთად;
მონაცემები იმ საგადასახადო დეკლარაციებზე, რომლებშიც არასწორად/არასრულად არის გადასახადები გამოანგარიშებული;
შესამოწმებელ პერიოდში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირების შესახებ მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი/გვარი, ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობა, საწარმოსთან შრომითი ხელშეკრულების დადების და შეწყვეტის პერიოდები). შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
შპს ,-----“ მომსახურების გამწევი არამეწარმე ფიზიკური პირების შესახებ მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი/გვარი, თანხა, მომსახურების შინაარსი, პერიოდი);
შპს ,,-----“ მიერ გაცემული და მიღებული სესხის ხელშეკრულებები დანართებით (თავდებობა, იპოთეკა, გირავნობა და სხვა);
ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები;
ბუღალტრულ აღრიცხვაზე და საგადასახადო ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი);
ყველა იმ პირზე გაცემული მინდობილობა, ვინც უფლებამოსილია შპს ,,-----“ სახელით შემოწმებისთვის საინტერესო საკითხზე წარადგინოს განმარტება, დოკუმენტაცია და წარმოადგინოს შპს ,,------“ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის დროს;
ნებისმიერი დავის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
თანდართული ცხრილები შევსებული სახით;
სხვა ნებისმიერი ფინანსური ან/და არაფინანსური ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან;
საწარმოს დირექტორის მიერ ხელმოწერილი განმარტება, აღნიშნული წერილის საფუძველზე წარმოდგენილი მონაცემების სისრულესთან და სიზუსტესთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა წერილის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. წერილი გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად, 2026 წლის 5 აპრილს, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაცია სრულად არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კომპანიის მიმართ 2026 წლის 21 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №----.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საჩივარზე თანდართული დოკუმენტები იდენტურია გადამხდელის მიერ 2026 წლის 14 აპრილს აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე არსებული ინფორმაციის. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადასახადის გადამხდელს დღემდე სრულად არ წარმოუდგენია მოთხოვნილი ინფორმაცია.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის შეტყობინებით
№----- შეტყობინებით დადგენილ ვადაში სრულად არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს შეტყობინების საფუძველზე, დადგენილ ვადებში არ წარადგინა მოთხოვნილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარებისა და შესყიდვის აქტები, ინვოისები, სალაროს ორდერები, მარაგების ჩამოწერის აქტები) და საბანკო ანგარიშების შესახებ სრული ინფორმაცია, რის გამოც გადამხდელის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269;270;279;