გადაწყვეტილება №21169/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21169/2/2023
09 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 26.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21169/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.10.2023 წლის №25732 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 944 070,96 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 522 853
დღგ - 197 820
საშემოსავლო გადასახადი - 325 033
ჯარიმა - 260 955
საურავი - 160 262,96
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 12.04.2018 წლიდან 1.12.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2717 ბრძანებით ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2717 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 11.05.2023 წლის №19208/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახდო მოთხოვნასთან დაკავშირებით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 17.10.2023 წლის №25732 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „-------ს“ (ს/ნ ------) მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 31.08.2022 წლის წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2717 ბრძანებით ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი. ასევე, აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი 11.05.2023 წლის №19208/2/2023 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „-------ს“ (ს/ნ -----) 15.10.2023 წლის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ------ (ს/ნ -----) მისი დირექტორი ------- განმარტავს თუ რატომ უნდა მოხდეს ბრძანება №42310 გაუქმება იმ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, რაც დღეს უდგას თავიდან მოხდეს კომპანიაზე დარიცხული თანხების გადაანგარიშება შემოსავლების სამსახურს განუმარტა, რომ ეს ახლა აღმოაჩინა ვინაიდან ამ კომპანიას ადვოკატი ყავდა დაქირავებული ------- და გადახდილი ჰქონდა მისთვის 5000 ლარი აღარ აკონტროლებდა ვინაიდან დაინტერესდა იმ გარემოების გამო, რაც დღეს უდგას თავის გაგზავნილ საჩივრებს არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად და გაშვებული აქვს წერილებიც და არც ნორმალური საჩივრები აქვს გაგზავნილი, არის გულგრილობა და უპასუხისმგებლობა მისი მხრიდან.
ითხოვს გონივრულად მოხდეს მსჯელობა და მიეცეს მისი აუდიტში დაბრუნების უფლება, პირადად აიყვანს კონტროლზე აუდიტის მიერ ყველა დარიცხვებს ვინაიდან არ შეესაბამება კომპანიაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის საკითხში არსებულ კომპანიის ნაშთს, ეს არ მივიდოდა ამ დონეზე, დაქირავებულ ადვოკატს, რომ მოეხდინა აუდიტორთან დაკონტაქტება.
მან თანხა ჩაიდო ჯიბეში და არ გააკეთა არაფერი, 5------ ეს არის მისი ტელეფონის ნომერი და იმით დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ გამოიჩინა გულგრილობა და უპასუხისმგებლობა, იქნებ საბჭო გაერკვიოს, კომპანია მუშაობდა პანდემიის პერიოდში უაღრესად გაჭირვებაში და გარკვეული პერიოდი იყო გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისგან, რომელიც კომპანიაზე არ იქნა გათვალისწინებული და საშემოსავლო გადასახადში დარიცხულია 325 033 ლარი. ამ გარემოების გამო კომპანიას უნდა მიეცეს სამართლიანი აუდიტის ჩატარების უფლება და დაბრუნდეს აუდიტში.
არ ეთანხმება ამ დარიცხვებს განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადში. ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 17.10.2023 წლის №25732 ბრძანებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით, რომლის 14.02.2023 წლის №2717 ბრძანებით ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი.
ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი 11.05.2023 წლის №19208/2/2023 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახდო მოთხოვნასთან დაკავშირებით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 17.10.2023 წლის №25732 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავოა შემოსავლების 17.10.2023 წლის №25732 ბრძანება, სადაც მომჩივნის მიერ გასაჩივრებულია აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახდო მოთხოვნა, აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2717 ბრძანება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა იმავე დავის საგანზე რომელზეც შემოსავლების სამსახურს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2717 ბრძანებით ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2717 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.05.2023 წლის №19208/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №086-93 საგადასახდო მოთხოვნასთან დაკავშირებით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 17.10.2023 წლის №25732 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ზ".