ბრძანება N 13638

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 16.06.2023
№ დოკუმენტი 1363
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13638

16.06.2023

ფ/პ ------------ (პ/ნ -----------)

( მის: -------------------)

2023 წლის 19 მაისის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის (ოქმი №60) სხდომაზე განიხილა ფ/პ ------------ (პ/ნ ----------) №81111/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 მაისის №21-11/40757 გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ჩაბარდა მომსახურების დეპარტამენტის სადავო წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ დაეკისრა მისი გარდაცვლილი ძმის ---------- (პ/ნ -----------) დავალიანების გადახდა, ვინაიდან წარმოადგენს მის მემკვიდრეს. მისი ძმა გარდაიცვალა 2022 წლის 7 აგვისტოს. გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხებოდა გადასახადების ნაწილში ზედმეტობა 295.29 ლარი და დავალიანება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში - ძირითადი 7.28 ლარი, საურავი 1.47 ლარი. აღნიშნული წერილით ეცნობა, რომ პირის გარდაცვალების შემდეგ დარიცხულია თანხები. კერძოდ, ------------- პირადი აღრიცხვის ბარათი განაშთულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №180 ბრძანების „საშემოსავლო და საოციალური გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული არარეალური ზედმეტობის შესახებ“ საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება. ------------- გარდაცვალების თარიღისათვის დავალიანება არ უფიქსირდება გადასახადების ნაწილში. ამასთან, მას არც გარდაცვლილი პირის ეკონომიკური საქმიანობა გაუგრძელებია. მიუხედავად ამისა, მომსახურების დეპარტამენტმა ლიცენზიის მემკვიდრეობით მიღება ჩაუთვალა ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებად. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზია №---------- მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე მიიღო მემკვიდრეობით, რომლითაც არ უსარგებლია, ვინაიდან ეკონომიკური საქმიანობა არ გაუგრძელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ------------ პირადი აღრიცხვის ბარათიდან მის ბარათზე გადმოტანილი დავალიანების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილია (№78793/21) სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 8 მაისის №491 ლიცენზია-ბრძანება ფ/პ ----------- (პ/ნ -----------) გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №--------- ლიცენზიის ფ/პ---------- (პ/ნ ----------) საკუთრებაში მთლიანად გადაცემის შესახებ". ქ. -------, --------- სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, წელიწადში 3650 მ 3 მიწისქვეშა მტკნარი წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით) მოპოვების მიზნით, ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №--------- ლიცენზია მემკვიდრეობით გადაეცა საკუთრებაში მთლიანად ფ/პ ----------- (პ/ნ ------------) 2041 წლის 4 მაისამდე სარგებლობის უფლებით. ბრძანებაში მითითებულია ლიცენზიის გადაცემის საფუძვლები: სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №---------- 2023წლის 13 თებერვალი) 2023 წლის 13 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობით (რეგისტრაციის ნომერი №----------), 2022 წლის 7 აგვისტოს გარდაცვლილი ----------- (პ/ნ -----------) მემკვიდრეს წარმოადგენს ძმა ----------- (პ/ნ ------------). 2022 წლის 7 აგვისტოს გარდაცვლილ ------------ (პ/ნ ------------) გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტობა გადასახადების ნაწილში 295.29 ლარი და დავალიანება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში ძირითადი 7.28 ლარი, საურავი 1.47 ლარი.

გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დადგინდა, რომ 2005 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება არარეალური ზედმეტად გადახდილი თანხა საშემოსავლო გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1606.9 ლარი და სოციალური გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე 275.01ლარი. 2001-2003 წლებში ფიქსირდება გადახდილი თანხები, ხოლო შესაბამისი დარიცხვები არ არის განხორციელებული. 2005 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილია მხოლოდ 2002 და 2004 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები.

2022 წლის 7 აგვისტოს გარდაცვლილი ----------- (პ/ნ ------------) პირადი აღრიცხვის ბარათი გაინაშთა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №180 ბრძანების „საშემოსავლო და სოციალური გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული არარეალური ზედმეტობის შესახებ” საფუძველზე - მეწარმის პ/აღრიცხვის ბარათზე არსებული ზემოაღნიშნული ზედმეტად გადახდილი თანხები ითვლება დეკლარირებულად (2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად). 2013 წლის 30 აპრილის შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს №9 სხდომის ოქმის საკითხი პირველის თანახმად, 2022 წლის 7 აგვისტოს გარდაცვლილ----------- (პ/ნ ---------------) გარდაცვალების თარიღით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადში 1606.9 ლარი და სოციალურ გადასახადში 275.01 ლარი.

ვინაიდან ლიცენზიის მემკვიდრეობით მიღება მემკვიდრეს ჩაეთვალა გარდაცვლილი პირის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებად, განხორციელდა პირის გარდაცვალების შემდეგ თანხების დარიცხვა და დავალიანების გაზრდა ,,გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით 2023 წლის 18 მაისს შედგენილია დასკვნა №46820-21-11, რომლის საფუძველზე 2022 წლის 7 აგვისტოს გარდაცვლილი ---------- (პ/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათებზე გარდაცვალების სავადო თარიღით რიცხული ნაშთები გადატანილია მემკვიდრის ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათებზე იმავე სავადო თარიღით. კერძოდ: საშემოსავლო გადასახადში ძირითადი 1586.62 ლარი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში სულ 8.89 ლარი, მათ შორის ძირითადი 7.28 ლარი, ჯარიმა 0.14 ლარი, საურავი 1,47ლარი.

აღნიშნულის შესახებ მემკვიდრეს ეცნობა 2023 წლის 18 მაისის N 21-11/40757 წერილით. ფ/პ------------(პ/ნ -------------) მამკვიდრებლის დავალიანების გადატანამდე, 2023 წლის 17 მაისის მდგომარეობით აღიარებული დავალიანება არ ერიცხება: ზედმეტობა შეადგენს 173.60 ლარს და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული ჯარიმა 173.60 ლარს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 1285.32 ლარი, საურავი 357.53 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 173.60 ლარი. ასევე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში ერიცხება ძირითადი 7.28 ლარი, ჯარიმა 0.14 ლარი, საურავი 2,56 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, საგადასახადო ორგანო ვალდებულია გააერთიანოს გარდაცვლილი პირისა და მისი მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათები, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ფ/პ------------ (პ/ნ --------------) გარდაცვალების თარიღისათვის (2022 წლის 7 აგვისტო) გადასახადების ნაწილში დავალიანება არ ერიცხებოდა. ამასთან, მემკვიდრის - ფ/პ ------------- (პ/ნ ------------) განცხადებით, იგი გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას არ აგრძელებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დააკორექტიროს ფ/პ ------------- (პ/ნ --------------) პირადი აღრიცხვის ბარათი მამკვიდრებლის - ------------- (პ/ნ --------------) გარდაცვალების თარიღისათვის (2022 წლის 7 აგვისტო) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანების მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ------------ (პ/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დააკორექტიროს ფ/პ ----------- (პ/ნ----------) პირადი აღრიცხვის ბარათი მამკვიდრებლის - ------------ (პ/ნ----------) გარდაცვალების თარიღისათვის (2022 წლის 7 აგვისტო) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანების მიხედვით;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს მამკვიდრებლის პირადი აღრიცხვის ბარათიდან, მის ბარათზე გადმოტანილი დავალიანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ-ზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია მემკვიდრეობით გადაეცა საკუთრებაში მთლიანად მომჩივანს 2041 წლის 4 მაისამდე სარგებლობის უფლებით.

ვინაიდან ლიცენზიის მემკვიდრეობით მიღება მემკვიდრეს ჩაეთვალა გარდაცვლილი პირის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებად, განხორციელდა პირის გარდაცვალების შემდეგ თანხების დარიცხვა და დავალიანების გაზრდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დააკორექტიროს მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათი მამკვიდრებლის გარდაცვალების თარიღისათვის (2022 წლის 7 აგვისტო) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანების მიხედვით.

2022 წლის 7 აგვისტოს გარდაცვლილ ფ.პ-ს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტობა გადასახადების ნაწილში და დავალიანება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

57(1,8);