N 193 - 13/06/2024 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №193
2024 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 110 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ დადგენილების მიზნებისთვის უქმე დღეს არ წარმოადგენს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 11 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 − 14 გრაფები:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1718363809477 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„12
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა (მათ შორის, სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა)
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
უფასო
25000ლარი
30000ლარი
13
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა (მათ შორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა)
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
უფასო
25000ლარი
30000ლარი
14
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
უფასო
5000 ლარი
10000ლარი“;
ბ) 241 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 გრაფა:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1718363817053 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„242
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის გაცემა
5 სამუშაო დღე
3 სამუშაო დღე
100 ლარი
150 ლარი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე