ბრძანება N 24224
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24224
03 ნოემბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2025 წლის 4 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 4 ოქტომბრის №25961/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 სექტემბრის №077-29 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს სპეციალური ტექნიკის შესაძენად უცხოური მომწოდებლისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი ავანსის თანხის ფულის ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინებას. აცხადებს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი აქვს პირველადი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ავანსის გადახდა განხორციელდა 2024 წლის სექტემბრის თვეში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №15115 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები.
აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1.შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან, კერძოდ, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ავანსად გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავანსად გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №15115 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 19 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 2 სექტემბრის №077-29 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია არ შეესაბამება სადავო საკითხის მტკიცებულებას და არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველს.
სადავო საკითხს წარმოადგენს დამფუძნებლის მიერ მიღებული სარგებლიდან (ბანკიდან გატანილი თანხები) ნაღდი ანგარიშსწორებით ავანსის გადახდის გათვალისწინება, როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებისთვის გაწეული ხარჯი (სპეციალური ტექნიკის შეძენა).
მიუხედავად კომპანიის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებისა (2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 226 037 ლარი), გადამხდელი აცხადებს, რომ 2024 წლის სექტემბრის თვეში ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელდა 172 667 ლარის გადახდა ჩინური კომპანიებისთვის კონკრეტული სპეციალური ტექნიკის შესაძენად, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, სავაჭრო ხელშეკრულებები და ვიდეო მასალა, სადაც ფიქსირდება ტექნიკა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს ჩინური კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების მიღებას 2024 წლის სექტემბრის თვეში გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი. ასევე, შემოწმების პროცესში და გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი სავაჭრო ხელშეკრულებებიდან იკვეთება, რომ გაფორმებულია სამი სახეობის ტექნიკის სავაჭრო პირობა ,რაც გულისხმობს საფასურის ავანსად გადახდას 2025 წლის მარტის თვეში (შემდგომ წარმოდგენილ ხელშეკრულებებში შეცვლილია საფასურის გადახდის თარიღი და დაფიქსირებულია 2024 წლის სექტემბერი).
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, სადავო საკითხის ირგვლივ სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის საფუძველზე კომპანიის მიმართ დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველს. მიუხედავად კომპანიის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებისა (2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 226 037 ლარი) გადამხდელმა 2024 წლის სექტემბრის თვეში ნაღდი ანგარიშსწორებით განახორციელა 172 667 ლარის გადახდა ჩინური კომპანიებისთვის კონკრეტული სპეციალური ტექნიკის შესაძენად და აღნიშნულის დასადასტურებლად წარადგინა ახსნაგანმარტება, სავაჭრო ხელშეკრულებები და ვიდეო მასალა, სადაც ფიქსირდება ტექნიკა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, გადამხდელმა არ წარადგინა რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს ჩინური კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების მიღებას 2024 წლის სექტემბრის თვეში. ასევე, შემოწმების პროცესში და შემდგომ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი სავაჭრო ხელშეკრულებებიდან იკვეთება, რომ გაფორმებულია სამი სახეობის ტექნიკის სავაჭრო პირობა, რაც გულისხმობს საფასურის ავანსად გადახდას 2025 წლის მარტის თვეში (შემდგომ წარდგენილ ხელშეკრულებებში შეცვლილია საფასურის გადახდის თარიღი და დაფიქსირებულია 2024 წლის სექტემბერი).
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დადგენილი განკარგვადი თანხების ნაწილში ზემოთ აღნიშნული ტექნიკისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული ხარჯის დამატებით გაწეულ ხარჯად დაკვალიფიცირება საფუძველს მოკლებულია. ამასთან, არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, რომ ნამდვილად 2024 წლის სექტემბრის თვეში მიიღო ჩინურმა კომპანიამ აღნიშნული თანხა (მაგალითად: აპოსტილით დამოწმებული ცნობა ან სხვა). დღევანდელი მდგომარეობით კომპანიის სახელზე შემოსულია ტექნიკა (ცემენტის ტექნიკა)), რომლისთვისაც 190 000 ჩინური იუანი გადარიცხულია ბანკით შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, ხოლო ის ტექნიკა, რომლის შესაძენად გადამხდელმა სალაროდან გაიტანა თანხა, ამ დრომდე არ შემოსულა ქვეყნის საზღვარზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს სპეციალური ტექნიკის შესაძენად უცხოური მომწოდებლისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი ავანსის თანხის ფულის ნაშთის გაანგარიშებაში გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხს წარმოადგენს დამფუძნებლის მიერ მიღებული სარგებლიდან ნაღდი ანგარიშსწორებით ავანსის გადახდის გათვალისწინება, როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებისთვის გაწეული ხარჯი.
გადამხდელი აცხადებს, რომ 2024 წლის სექტემბრის თვეში ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელდა 172 667 ლარის გადახდა ჩინური კომპანიებისთვის კონკრეტული სპეციალური ტექნიკის შესაძენად, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, სავაჭრო ხელშეკრულებები და ვიდეო მასალა, სადაც ფიქსირდება ტექნიკა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს ჩინური კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების მიღებას 2024 წლის სექტემბრის თვეში გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი.ასევე,გაფორმებულია სამი სახეობის ტექნიკის სავაჭრო პირობა,რაც გულისხმობს საფასურის ავანსად გადახდას 2025 წლის მარტის თვეში.
შედეგად, სადავო საკითხის ირგვლივ სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის საფუძველზე კომპანიის მიმართ დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).