გადაწყვეტილება №23029/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.09.2024
№ დოკუმენტი 23029/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23029/2/2024

09 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 9.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23029/2/2024).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №20083/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2024 წლის №065-7 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 139 563 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 54 621

დღგ - (-2 028)

მოგების გადასახადი - 30 847

საშემოსავლო გადასახადი - 25 802

ჯარიმა - 54 018

საურავი - 30 924

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტების და სიგარეტების საცალო და საბითუმო რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 11 ივნისიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

1. საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის იჯარით აქვს აღებული ფართი "------"-ის რაიონში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, უფიქსირდება სამი საკონტროლო-სალარო აპარატი. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ შემოსავალს შორის. ასევე, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილის თვეში რეალიზებული აქვს დაზიანებული სატვირთო ავტომობილი 1500 ლარად, რომელიც არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და შესაბამისად, დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა პროგრამაში არსებული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობა, სადაც გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ რაოდენობრივ რეალიზაციას და ფაქტიურად რეალიზებულს შორის. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე, 1.01.2021 წლიდან მოქმედი 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილის თვეში რეალიზებული აქვს დაზიანებული სატვირთო ავტომობილი 1500 ლარად. დირექტორის ახსნა-განმარტებით, მყიდველის მიერ თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, რომელიც არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული. ასევე, შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა პროგრამაში არსებული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობა, სადაც გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ რაოდენობრივ რეალიზაციას და ფაქტიურად რეალიზებულს შორის. შემოწმების მიერ ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი სხვაობები საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე ჩაითვალა პერიოდების მიხედვით, საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში (1110 ანგარიში) გააჩნია როგორც ნაღდი ფულის უძრავი ნაშთები, ასევე ანგარიშვალდებულ პირებზე (1430 ანგარიში) გაცემული თანხები. შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, შემოწმებით სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 2019 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს ფიქსირდება 45 440 ლარი, 2020 წლის ბოლოს - 202 248 ლარი, 2021 წლის ბოლოს - 422 530 ლარი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს - 435 190 ლარი. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, განსაზღვრულ იქნა ყოველი თვის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის თვეში გაწეული საკასო ხარჯების და საკასო შემოსავლის ჯამის 10%-ს, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთსა და სააღრიცხვო ცხრილში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის პერიოდების მიხედვით განხილულ იქნა დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, უპროცენტო სესხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის 34 ბრძანების შესაბამისად გაანგარიშდა სარგებელი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

4. დღგ-ის ჩათვლების განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული, თუმცა შემოწმების აქტის გაანგარიშების დანართის მიხედვით, დეკლარირებული დღგ-ის ჩათვლა კორექტირებულია (შემცირებულია).

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 9.12.2022 წლის №31098 ბრძანება და №065-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს პირველ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაწეული საწვავის ხარჯის ოდენობა განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შესწავლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №20083/2/2023 გადაწყვეტილებით:

1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანება;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს სადავო საკითხის (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების) მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების (დღგ-ის) კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. მე-3 და მე-4 დავის საგნების ნაწილში: ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები; ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 13.07.2023 წლის №20083/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 25 942 ლარი, გადასახადი - 18 812 ლარი, ჯარიმა - 7 130 ლარი. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2024 წლის №7735 ბრძანება და №065-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი იქნა:

1. კრედიტორების ნაწილთან (15 კრედიტორი) შედგენილი შედარების აქტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ გადახდილი გვქონდა წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული 45228 ლარი კრედიტორული დავალიანებიდან 36152 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა შედარების აქტების ნაწილობრივ გათვალისწინება.

2. მის მიერ ვერ მოხერხდა შედარების აქტების მიწოდება შემოწმებისას წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში არასწორად ასახულ 83963 ლარის კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ვერ დავუკავშირდით კრედიტორებს (წარმოადგენენ ძველ, არააქტიურ მომწოდებლებს). თუმცა აღნიშნულ ნაწილში ჩვენს მიერ აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი იქნა ჩვენს ხელთ არსებული სწორი ინფორმაცია აღნიშნული პირების მიმართ არსებულ რეალურ კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ იქნა გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

1. მის მიერ უკვე წარდგენილი შედარების აქტების ნაწილში, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა გადაანგარიშებისას, ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან განვიხილოთ ის გარემოება, რის გამოც არ მოხდა შედარების აქტის გათვალისწინება.

2. იმ კრედიტორების ნაწილში, რომელთა მიმართაც არსებულ კრედიტორულ დავალიანებაზე მის მიერ აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა ხელთ არსებული სწორი ინფორმაცია მათთვის გადახდილ თანხებთან დაკავშირებით (სულ 83963 ლარი), ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი სალაროში არსებული ფულის ნაშთის კორექტირება (და შესაბამისად დარიცხული მოგების და საშემოსავლო გადასახადების). ეს საკითხი არსებით გავლენას ახდენს საგადასახადო ვალდებულებებზე, მისთვის გართულებულია ამ პირებისგან შედარების აქტების მოპოვება (დაკავშირება), რამდენადაც წარმოადგენენ ძველ, არააქტიურ მომწოდებლებს. აღნიშნულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტისათვის შემოწმების პროცესში წარდგენილი იქნა არასწორი ბუღალტრული ინფორმაცია კრედიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ უნდა წარმოადგენდეს იმის საფუძველს, დავების ეტაპზე არ მიეცეს საშუალება წარადგინოს სწორი ინფორმაცია (რაც წარადგინა კიდეც) და საგადასახადო ორგანოს მხრიდან არ მოხდეს ამ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინება/შესწავლა. ამ ნაწილში ითხოვს მიეცეს საშუალება აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინოს დოკუმენტაცია ასეთის დამატებით მოპოვების შემთხვევაში. ასევე ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან დამატებით გაიაროს გადაანგარიშების დეტალები.

ითხოვს დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №20083/2/2023 გადაწყვეტილებით:

1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12804 ბრძანება; 3. პირველი დავის საგნის ნაწილში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს სადავო საკითხის (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების) მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების (დღგ-ის) კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; 4. მე-3 და მე-4 დავის საგნების ნაწილში:

ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 13.07.2023 წლის №20083/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით:

1. 2023 წლის 5 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და შემოწმებისას ჩატარებული ანალიზის შედეგად (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 21 224 ლარი) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). გადაანგარიშების ფარგლებში დღგ-ის ბრუნვები გადამხდელთან ერთად იქნა შესწავლილი და 2023 წლის 5 ოქტომბრის დასკვნის შედეგად აღნიშნულ ნაწილში უკვე შემცირებული თანხები დამატებით შემცირებას არ დაექვემდებარა.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის (ელექტრო ენერგიის ხარჯი, კრედიტორებთან ურთიერთშედარების აქტები) შესწავლის შედეგად, წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, შემოწმებისას დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრის ნაწილში განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 25 942 ლარი, გადასახადი - 18 812 ლარი, ჯარიმა - 7 130 ლარი.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღწერილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, გამაბათილებელი არგუმენტების ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 13.07.2023 წლის №20083/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის იჯარით აქვს აღებული ფართი.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, უფიქსირდება სამი საკონტროლო-სალარო აპარატი. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ შემოსავალს შორის. ასევე, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილის თვეში რეალიზებული აქვს დაზიანებული სატვირთო ავტომობილი 1500 ლარად, რომელიც არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და შესაბამისად, დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა პროგრამაში არსებული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობა, სადაც გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ რაოდენობრივ რეალიზაციას და ფაქტიურად რეალიზებულს შორის.მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2. გადამხდელს 2021 წლის აპრილის თვეში რეალიზებული აქვს დაზიანებული სატვირთო ავტომობილი 1500 ლარად. დირექტორის ახსნა-განმარტებით, მყიდველის მიერ თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, რომელიც არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული. ასევე, შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა პროგრამაში არსებული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობა, სადაც გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ რაოდენობრივ რეალიზაციას და ფაქტიურად რეალიზებულს შორის. შემოწმების მიერ ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და საქონლის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი სხვაობები ჩაითვალა პერიოდების მიხედვით, საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

3.საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, უპროცენტო სესხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის 34 ბრძანების შესაბამისად გაანგარიშდა სარგებელი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

4. დღგ-ის ჩათვლების განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული, თუმცა შემოწმების აქტის გაანგარიშების დანართის მიხედვით, დეკლარირებული დღგ-ის ჩათვლა კორექტირებულია.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 13.07.2023 წლის №20083/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).