ბრძანება N 808

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.01.2025
№ დოკუმენტი 808
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 808

28 იანვარი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 16 და 17 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 16 იანვრის №24616/2/2025 და 17 იანვრის №5065/01 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №024-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ანაზღაურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და ასევე მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე თანხების გადარიცხვის დროს სწორად არ მოხდა საშემოსავლო გადასახადის დაკავება, ვინაიდან ისინი იყვნენ მეწარმეები, კერძოდ, ინდ. მეწარმეები და მათზე არ უნდა განხორციელებულიყო თანხის დაკავება. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები და აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ თანხების გადარიცხვას ადგილი ჰქონდა მეწარმეებისათვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 24 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 52 510 ლარი, მათ შორის: გადასახადი 36 180 ლარი, ჯარიმა 16 330 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 დეკემბრის №024-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მომსახურების გამწევ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და საწვავის ხარჯის აღრიცხვა, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ აღნიშნული პირები მომსახურების გაწევისას იყენებენ დამკვეთის საწვავს, რასაც ადასტურებენ მიღება-ჩაბარების აქტებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ნაწილში დარიცხული მოგების გადასახადი და დღგ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად წარადგინა მომსახურების გამწევ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და საწვავის ხარჯის აღრიცხვა, რის საფუძველზეც დადგინა, რომ აღნიშნული პირები მომსახურების გაწევისას იყენებენ დამკვეთის საწვავს, რასაც ადასტურებენ მიღება-ჩაბარების აქტებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ საწვავის ნაწილში დარიცხული მოგების გადასახადი და დღგ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ანაზღაურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და ასევე მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მომსახურების გამწევ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და საწვავის ხარჯის აღრიცხვა, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ აღნიშნული პირები მომსახურების გაწევისას იყენებენ დამკვეთის საწვავს, რასაც ადასტურებენ მიღება-ჩაბარების აქტებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ნაწილში დარიცხული მოგების გადასახადი და დღგ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)