გადაწყვეტილება №27728/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 22.07.2026
№ დოკუმენტი 27728/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27728/2/2026

22 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ,,-----" (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----" 03.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27728/2/2026).

 

დავის საგანი:

კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 26.11.2025 წლის N 21-10/----- შეტყობინება;

2. საბაჟო დეპარტამენტის 20.04.2026 წლის N 8683 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 10.06.2026 წლის N 12695 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

საბაჟო დეპარტამენტის 20.04.2026 წლის N 8683 ბრძანებით შპს „-----“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----- ) გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში. აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე საბაჟო დეპარტამენტის 26.11.2025 წლის N 21-10/ ----- წერილობითი შეტყობინებით, მომჩივანს მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია და სატრანსპორტო საშუალების სხვა საბაჟო საწყობში გადატანისათვის, ან სხვა საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად, განესაზღვრა 10 კალენდარული დღე.

საბაჟო დეპარტამენტის 26.11.2025 წლის N 21-10/ ----- შეტყობინება და 20.04.2026 წლის N 8683 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.06.2026 წლის N 12695 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2026 წლის N ----- -21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით შემოსავლების სამსახურის 10.06.2026 წლის N 12695 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 10.06.2026 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 30.06.2026 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 03.07.2026 წელს (საფოსტო დაწესებულების მეშვეობით წარმოდგენილია 02.07.2026 წელს), გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივანს სატელეფონო საუბრისას ეცნობა აღნიშნულის თაობაზე, რომელმაც განაცხადა რომ მოიკვლევდა ინფორმაციას და აცნობებდა საბჭოს აპარატს. მომჩივნის მხრიდან დაკავშირება არ მომხდარა.

ამგვარად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტს, რომელიც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ საბაჟო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო სატრანსპორტო საშუალება გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. მანამდე კომპანიას მიეცა ვადა შესაბამისი საბაჟო პროცედურების შესასრულებლად, თუმცა ეს არ განხორციელდა. გადაწყვეტილება ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ კი დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრდა.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე); 305; 299(10);.