ბრძანება N 16714

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2026
№ დოკუმენტი 16714
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16714

23 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 26 ივნისისა და 7 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისისა და 15 ივლისის სხდომებზე (ოქმი №60 და №62) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 26 ივნისის №108318/01 და 7 ივლისის №103294/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივნისის №006-187 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

მომჩივანი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების თანხების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ვერ მოხერხდა ურთიერთშედარების აქტების შედგენა, ვინაიდან შპს „-------“-ის და შპს „-------“-ის დირექტორი და დამფუძნებელი ------- ამჟამად დაპატიმრებულია და იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო ზემოხსენებული შპს „-------“ და შპს „-------“ დირექტორი და დამფუძნებელი ------- მოქალაქე ------- იმყოფება -------, ვერ იძებნება და არ პასუხობს. აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით გამოიკითხა შპს „-------“ დამფუძნებელი და დირექტორი, -------, ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი, ------- და შპს „-------“, შპს „-------“-ს და შპს „-------“-ის ბუღალტერი ------- და აღნიშნული გამოკითვის შემდგომ დადგინდა, რომ შპს „-------“ მიმართ არსებული დებიტორული დავალიანებები არ დაფარულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს დამატებით დროს, რათა მიეცეს საშუალება გავიდეს კონტაქტზე მარიფ მეხტიევთან, რომელიც დაპატიმრებულია და დოგუკან იუქსელთან, რომელიც იმყოფება თურქეთში და შეადგინოს ურთიერთშედარების აქტები. ასევე, მომჩივანი ითხოვს მოხდეს გადაანგარიშება შემმოწმებლების მიერ ორგანიზაციაში განმეორებით ადგილზე მისვლით (გასვლითი საგადასახადო შემოწმება) და ციფრობრივი მონაცემების კორექტირებისას აუდიტორმა იხელმძღვანელოს საჩივარზე თანდართული „-------"-ის 2025 წლის 29 მაისის №11 ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც არ იქნა გაზიარებული შემოსავლების სამსახურის პოზიცია მიუღებელი დებიტორული დავალიანებების დირექტორის სარგებლად განხილვასთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16548 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 28 აპრილის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დებიტორულ დავალიანებებზე მხარეებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

 

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16548 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2026 წლის 28 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16548 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არანაირი მტკიცებულება/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა (შემცირდა).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გადამხდელის მიერ წარდგენილი დებიტორულ დავალიანებებზე მხარეებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტების შესწავლა, თუმცა გადამხდელს დამატებით არ წარმოუდგენია აღნიშნული მტკიცებულებები, რის გამოც გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო ვალდებულებები არ შეუმცირდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დებიტორული დავალიანების თანხების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გადამხდელის მიერ წარდგენილი დებიტორულ დავალიანებებზე მხარეებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტების შესწავლა, თუმცა გადამხდელს დამატებით არ წარმოუდგენია აღნიშნული მტკიცებულებები, რის გამოც გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო ვალდებულებები არ შეუმცირდა.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

აქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)