გადაწყვეტილება №23689/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23689/2/2024
15 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 9.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23689/2/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 წლის №20220/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №043-5 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 266 798.84 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 123 535
დღგ - 49 370
საშემოსავლო გადასახადი - 74 165
ჯარიმა - 59 025
საურავი - 84 238.84
ფაქტების აღწერ
საწარმოს საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო/სარემონტო მასალებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 7 521 577 ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალური მარაგები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით 2018 წლის 1 იანვრისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი შეადგენს 119 290 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი 2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით შეადგენს 583 636 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის დებიტორული დავალიანება შეადგენს 65 044 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დებიტორული დავალიანება შეადგენს 28 205 ლარს, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის კრედიტორული დავალიანება არ უფიქსირდება, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანება შეადგენს 31 794 ლარს. საწარმოს არ გააჩნია სააღრიცხვო პროგრამა, გადამხდელი არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობრივ/რაოდენობრივ აღრიცხვას, ვერ იშიფრება საცალოდ/უდოკუმენტოდ რეალიზებული საქონელი, ვერ ხორციელდება საწარმოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ნებისმიერი ეტაპის კონტროლი და შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით წარდგენილი საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ამავე საწარმოს დოკუმენტური ფასნამატები (წლების მიხედვით: 2018 წელს - 19%, 2019 წელს - 19%, 2020 წელს - 25% და 2021 წელს - 21%). შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. საწარმოს ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი 544 022 ლარის ოდენობით. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42066 ბრძანება და №043-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
ამასთან, მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ არსებული ფასნამატის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განესაზღვრა იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №11748 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 30 მარტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 141 069 ლარით, მათ შორის გადასახადი 93 499 ლარით, ხოლო ჯარიმა 47 570 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 6.04.2023 წლის №7566 ბრძანება და №043-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14326 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 3.11.2023 წლის №20220/2/2023 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველეყო:
ა) 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) დამატებით შესწავლა, შესწავლისას საჭიროების შემთხვევაში მომჩივნისაგან გამოითხოვოს, ხოლო თავის მხრივ მომჩივანმა წარადგინოს სათანადო ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 3.11.2023 წლის №20220/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2024 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №16726 ბრძანება და №043-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა, მიღებული და რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად დადგენილი ფასნამატი შემდეგი ოდენობებით: 2018 წელი - 19%, 2019 წელი - 19%, 2020 წელი - 25%, 2021 წელი - 21%. გადამხდელის მიერ მიწოდებული საქონლის ნაშთებისა და შესყიდვების საფუძველზე, დადგენილ იქნა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და მასზე გავრცელებული იქნა მათი აზრით სწორი და ადეკვატური ფასნამატი, რის საფუძველზეც გაზრდილი იქნა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის თანხები, რომელიც იმავდროულად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამხდელს დაევალა საჩივარში მითითებული არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის აუდიტორისათვის წარდგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია დამატებით შეესწავლა, გადამხდელთან ერთად გაევლო და შესაბამისად დაეკორექტირებინა განხორციელებული თანხისა და სანქციის დარიცხული თანხა.
ვადების დაცვით მოხდა ფასნამატების დეტალური ცხრილის გაგზავნა შესაბამისი დოკუმენტებით თანდართული, რომელი ცხრილის შესწავლაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა 1 წელზე მეტი ხნის მანძილზე, ვინაიდან მის კომპანიაზე საერთოდ არც იყო აუდიტორი დანიშნული ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ბოლო თვეში (2023 წლის მარტში) მოხდა აუდიტორის დანიშვნა და ძალიან სწრაფად და ზედაპირულად მისი ცხრილის გადახედვის შედეგად მოხდა დარიცხული თანხის შემცირება: გადასახადი 93 499 ლარით და ჯარიმა 47 570 ლარით, რაც ასევე გასაჩივრდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ვინაიდან გადაანგარიშების აქტი არ იყო შედგენილი სწორად და შემმოწმებლების მიერ სრულად არ იყო გათვალისწინებული გადამხდელის მეირ წარდგენილი ინფორმაცია.
გასაჩივრების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ აუდიტის დეპარტამენტს დაავალა 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) დამატებით შესწავლა, შესწავლისას საჭიროების შემთხვევაში მომჩივნისაგან დამატების ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). თუმცა, შემმოწმებლებს მიერ გადამხდელთან არ ყოფილა არანაირი ტიპის კომუნიკაცია, ან დამატებით ინფორმაციის გამოთხოვას ან კიდევ გადამხდელთან ერთად გავლის შემოთავაზებას (მიუხედავად მისი დაუღალავი თხოვნისა ამის შესახებ) ადგილი არ ჰქონია, უფრო მეტიც, მყარი ეჭვი აქვს, რომ შემმოწმებელს არც კი შეუსწავლია საკითხი თავიდან, ისე გამოუშვა სადავო აქტები.
გადაანგარიშების არცერთ ეტაპზე შემმოწმებლის მიერ საფუძვლიანად არ იქნა საკითხი შესწავლილი, არ იქნა სრულად გათვალისწინებული მის მიერ წარდგენილი დეტალური გაანგარიშებები და ამასთან, მისთვის ამ დრომდე უცნობია თუ რა იყო მიზეზი მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გარკვეული ნაწილის არ გათვალისწინებისა და უფრო მეტიც, საერთოდ რომელი მტკიცებულებების/მტკიცებულებების ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა მისთვის ესეც კი უცნობია. უფრო დეტალურად კი ქვემოთ პუნქტობრივად წარმოადგენს იმ არგუმენტებს, რომელზე დაყრდნობითაც მიაჩნია, რომ გაანგარიშება შემმოწმებლის მიერ მოხდა რიგი შეცდომების დაშვებით და ზედაპირულად, შედეგად კი შემმოწმებელს კვლავ უნდა დაევალოს საკითხის სიღრმისეული შესწავლა და ამჯერად მაინც გადამხდელთან ერთად გავლა. კერძოდ კი ეს არგუმენტებია:
2018-2019 წლების ფასნამატი დაემთხვა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ფასნამატს და შესაბამისად დღგ-ის დარიცხვა განულდა. თუმცა აქტზე თანდართული გაანგარიშების ცხრილით ირკვევა, რომ აუდიტორის მიერ მხოლოდ 2018 წლის დღგ-ის დარიცხვა განულდა, ხოლო 2019 წლის დღგის დარიცხვა არ არის განულებული, რაც ყოვლად დაუშვებელია და ექვემდებარება კორექტირებას. კერძოდ კი, 2019 წელს დარიცხული დღგ-ის ძირი თანხა 9 172 ლარი, შემცირებულია მხოლოდ 6 590 ლარით, ნაცვლად განულებისა. შესაბამისად 2019 წელს დარიცხული დღგ-ის თანხა დამატებით 2 582 ლარით უნდა დაექვემდებაროს შემცირებას და ასევე, შესაბამისად უნდა შემცირდეს სანქციის თანხებიც.
შემოწმების აქტზე თანდართულია გაანგარიშების ცხრილები, მაგრამ რიგ შემთხვევებში დასკანერებული ცხრილები იმდენად უხარისხოა, რომ რიცხვებისა და თარიღების ამოკითხვა შეუძლებელია. შესაბამისად მის მიერ ვერ დგინდება, ზემოთ პუნქტში აღნიშნული გადაანგარიშების შედეგები (ბრუნვის შემცირება) რამდენად სწორად აისახა საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის. შესაბამისად ითხოვს, რომ მისთვის გაანგარიშების ცხრილების წარმოდგენა მოხდეს წაკითხვად ფორმატში, რათა ასე მაინც შეძლოს გარკვევა იმისა, თუ როგორ მოახდინა შემმოწმებელმა დარიცხული გადასახადების კორექტირება, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით აუდიტორის მხრიდან მისთვის არანაირი ინფორმაციის წარდგენა არ მომხდარა.
მიუხედავად მისი დაუღალავი თხოვნისა შემმოწმებლის მიმართ და საბჭოს გადაწყვეტილებისა, რომ გაანგარიშების შედეგების გავლა მომხდარიყო მისი ჩართულობით, გაეგზავნა პირდაპირ გადაანგარიშების შედეგის ამსახველი აქტი.
შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა არანაირი კომუნიკაცია მის მიერ გაგზავნილი ფასნამატების ცხრილის გავლის შემდეგ და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
მისი ფასნამატების ცხრილის მიხედვით, რომელიც დადასტურებული იყო შესაბამისი დოკუმენტებით (ზედნადებების ნომრებით) დეკლარირებული ფასნამატი და ფაქტობრივი ფასნამატი ერთმანეთს ემთხვეოდა არა მხოლოდ 2018-2019 წლებში, როგორც ამას აქტში კითხულოს, არამედ 2020- 2021 წლებში. შესაბამისად მისთვის გაუგებარია თუ რა მიზეზით მოხდა მის მიერ წარდგენილი ფასნამატების ცხრილის მხოლოდ 2018-2019 წლების ინფორმაციის გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მომზადებული ცხრილი იყო ძალიან მარტივად აღსაქმელი, დეტალური და დადასტურებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, ამასთან და არც სხვა საკითხებთან დაკავშირებით, შემმოწმებლის მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ მომხდა, მიუხედავად მისი დაპირებისა.
შემმოწმებლის გაანგარიშების ცხრილები შედგენილია მთელი რიგი დარღვევებით და შეცდომებით, კერძოდ:
არ არის გამოყოფილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჯგუფები;
შერჩევაში აღებული მარაგების უნიკალური დასახელებების რაოდენობა (85 ცალი) არსებითად ნაკლებია სარეალიზაციო მარაგების სრულ ჩამონათვალთან (4700 ცალი) შედარებით;
ზომის ერთეულები არ არის ერთმანეთის შესაბამისი;
ცალკეულ საქონელზე იდენტიფიცირებულია მხოლოდ სარეალიზაციო ფასი და არ არის შეპირისპირებული შესაბამისი შესყიდვის ფასი;
შერჩევაში 40%-მდე მარტო ცემენტის ფასნამატები არის გათვალისწინებული.
შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებულ რეალიზაციაში მოხვედრილია ისეთი ნედლეული და მასალები, რომელიც კომპანიამ გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის და მათი გაყიდვა არ მომხდარა. აღნიშნული მასალების გამოყენებით კომპანიამ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ --------) საკუთარი ძალებით ააშენა შენობა-ნაგებობა.
ვინაიდან, შემმოწმებლებმა არცერთ ეტაპზე არ გაითვალისწინეს აღნიშნული გარემოება და შენობანაგებობაზე გახარჯული მასალები არ ამოიღეს რეალიზაციიდან, იმ სიტყვიერი განმარტების საფუძველზე, რომ თითქოს და ვერ დგინდებოდა შენობა-ნაგებობაზე გახარჯული მასალების მთლიანი ღირებულება (თუმცა ამასთან დაკავშირებით მის მიერ იყო წარდგენილი გაშიფრული ინფორმაცია), 2024 წლის 29 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედგინა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობანაგებობის ღირებულება. შესაბამისად, მოითხოვს, რომ შემმოწმებელს დაევალოს, რომ გაითვალისწინოს ექსპერტიზის დასკვნა და შენობა-ნაგებობაზე გახარჯული მასალები ამოიღოს რეალიზაციიდან.
შესაბამისად დაკორექტირდეს (შემცირდეს) დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის თანხის დარიცხვები, სანქციის თანხებთან ერთად.
აღნიშნული არგუმენტებიდან და სხვა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად თვლის, რომ შემმოწმებლების გაანგარიშებები არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული შემოსავლების შესახებ არასწორია და შესაბამისად, არასწორია ის დარიცხვაც, რაც განხორციელდა შესამოწმებელ 1.01.2018-1.07.2021 პერიოდის დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში, სანქციების თანხებთან ერთად.
შესაბამისად, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება. და რაც მთავარია, აუდიტორის მხრიდან მოხდეს მასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა და მის მიერ წარდგენილი ფასნამატების ცხრილის თანმიმდევრულად და მისი ჩართულობით შესწავლა, შედეგად არასწორად დარიცხული გადასახადების შემცირება.
გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 წლის №20220/2/2023 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველეყო:
ა) 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) დამატებით შესწავლა, შესწავლისას საჭიროების შემთხვევაში მომჩივნისაგან გამოითხოვოს, ხოლო თავის მხრივ მომჩივანმა წარადგინოს სათანადო ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა
საბჭოს 3.11.2023 წლის №20220/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2024 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, მოხდა საჩივარში დასმული საკითხების დამატებით შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივნის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი ფასნამატების ცხრილის მიხედვით, რომელიც დადასტურებული იყო შესაბამისი დოკუმენტებით (ზედნადებების ნომრებით) დეკლარირებული ფასნამატი და ფაქტობრივი ფასნამატი ერთმანეთს ემთხვეოდა არა მხოლოდ 2018-2019 წლებში, არამედ 2020-2021 წლებში. მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა შემმოწმებლის მიმართ და საბჭოს გადაწყვეტილებისა, რომ გაანგარიშების შედეგების გავლა მომხდარიყო მისი ჩართულობით, გაეგზავნა პირდაპირ გადაანგარიშების შედეგის ამსახველი აქტი. შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა არანაირი კომუნიკაცია მის მიერ გაგზავნილი ფასნამატების ცხრილის გავლის შემდეგ და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ამასთან, შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებულ რეალიზაციაში მოხვედრილია ისეთი ნედლეული და მასალები, რომელიც კომპანიამ გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის და მათი გაყიდვა არ მომხდარა. აღნიშნული მასალების გამოყენებით კომპანიამ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ -------) საკუთარი ძალებით ააშენა შენობა-ნაგებობა. 2024 წლის 29 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედგინა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის ღირებულება. აღნიშნულის დასტურად საჩივრის ზეპირი განხილვისას წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 1.04.2025 წლის №------- დასკვნა, შესაბამისად, მოითხოვა საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინება.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 1.04.2025 წლის №--------- დასკვნის აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს: 2020- 2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 1.04.2025 წლის №-------- დასკვნის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, მომჩივანი მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 წლის №20220/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 1.04.2025 წლის №002046925 დასკვნა;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
ა) 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (საქონლის ფასნამატის შესახებ ცხრილის) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 1.04.2025 წლის №002046925 დასკვნის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 წლის №20220/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო/სარემონტო მასალებით. საწარმოს არ გააჩნია სააღრიცხვო პროგრამა, გადამხდელი არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობრივ/რაოდენობრივ აღრიცხვას, ვერ იშიფრება საცალოდ/უდოკუმენტოდ რეალიზებული საქონელი, ვერ ხორციელდება საწარმოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ნებისმიერი ეტაპის კონტროლი და შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აანგარიშდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ამავე საწარმოს დოკუმენტური ფასნამატები (წლების მიხედვით: 2018 წელს - 19%, 2019 წელს - 19%, 2020 წელს - 25% და 2021 წელს - 21%). შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საწარმოს ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;269(7)