გადაწყვეტილება №21567/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21567/2/2023
15 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 12.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21567/2/2023).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №006-366 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29367 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 5 542.83 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 3 270
ჯარიმა - 1 635
საურავი - 637.83
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2023 წლის №13109 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. საიდანაც ირკვევა, რომ:
მომჩივნის შემოსავალმა 2019 და 2021 წლებში გადააჭარბა 40 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად, წარმოიშვა ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება. 2019 წლის შემოსავალი დადგინდა 40 000 დან 100 000 ლარამდე, ხოლო 2021 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. მან წარადგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და გადაიხადა 121 ლარი, ნაცვლად შემოწმების შედეგად დადგენილი 3 392 ლარისა. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დამატებით დაერიცხა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ გადასახადს შორის 3 271 ლარი. მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №17270 ბრძანება და 18.07.2023 წლის №006-366 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 14.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №006-366 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის) დარიცხული საურავისაგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანება 11.09.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.10.2023 წლის №20807/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანება, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29367 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების სისწორე, შესაბამისად აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს. ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში მის მიერ არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების მიერ დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა 2020 წლის ქონების გადასახადის (დასაბეგრი ქონების ნაწილში) დეკლარირების სისწორის შემოწმება.
2020 წლის ქონების დეკლარაცია წარედგინება 2020 წელს და მასში დეკლარირდება 2019 წლის ქონება, 2019 წლის ბოლოს არსებული საბაზრო ფასით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული განაკვეთით, 2019 წლის შემოსავლების ოდენობის გათვალისწინებით. ამდენად, 2020 წლის ქონების გადასახადის (დასაბეგრი ქონების ნაწილში) დეკლარირების სისწორის დადგენა შეუძლებელია 2019 წლის მონაცემების (ქონება, საბაზრო ფასი, შემოსავლის ოდენობა) შემოწმების გარეშე. ამ შემთხვევაში კი, შემოწმების პერიოდი იწყებოდა 2020 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, გაურკვეველია, აუდიტორმა რატომ გამოითხოვა მისგან 2019 წლის მონაცემები (ქონება, საბაზრო ფასი, შემოსავლის ოდენობა) და როგორ განახორციელა ამ მონაცემების დამუშავება, მაშინ როცა შემოწმების პერიოდი 2019 წელს არ მოიცავდა. შესაბამისად, 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
საგადასახადო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან. განსახილველ შემთხვევაში, 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში დასაბეგრი ქონების დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია 2019 წელი, რომლის შემოწმების ხანდაზმულობის ვადა 2023 წელს უკვე გასულია. შესაბამისად, მაგ პერიოდის/მონაცემების შემოწმების უფლება საგადასახადო ორგანოს უკვე აღარ ჰქონდა (შემოწმება დაინიშნა 13.06.2023 წელს) შემოწმების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
როგორც იცით, ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება იბეგრება/დეკლარირდება საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის არსებული დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასით (საანგარიშო პერიოდში ამ ქონების საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად). როგორც აუდიტორისგან ეცნობა, დასაბეგრი ქონების ნაწილზე (ბინებზე) გამოყენებულ იქნა ამ ქონების გასხვისების ფასები (დანარჩენ ნაწილზე საგადასახადო ორგანოს ბაზებში არსებული ფასები), მაშინ როცა ამ ქონების შეძენის მომენტი უფრო ახლოს იყო საანგარიშო პერიოდთან და შესაბამისად, ქონების შეძენის ფასები უფრო რელევანტური იქნებოდა. ამასთან, ეს ქონებები შეძენილი აქვს პანდემიამდე პერიოდში და გასხვისებული აქვს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ პერიოდში ანუ მაშინ როდესაც საქათველოში ადგილი ჰქონდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების მკვეთრ ზრდას. შესაბამისად, ამ პერიოდის ფასების აღება წინა წლების საბაზრო ფასად ყოველგვარ ლოგიკასა და სამართლიანობას მოკლებულია და ეს შეფასებები უნდა გადაიხედოს.
რაც შეეხება ქონების დანარჩენ ნაწილზე საგადასახადო ორგანოს ბაზებში არსებული ფასების გამოყენებას, გაურკვეველია რას ეფუძნება ეს ფასები, როდის და როგორ არის ეს მონაცემები შეგროვებული. მიაჩნია, რომ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასები უნდა დადგინდეს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის დებულებათა შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2022 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის გადაანგარიშება შესაბამისი საბაზრო ფასების მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში დასაბეგრი ქონების დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია 2019 წელი, რომლის შემოწმების ხანდაზმულობის ვადა 2023 წელს უკვე გასულია. შესაბამისად, მაგ პერიოდის/მონაცემების შემოწმების უფლება საგადასახადო ორგანოს უკვე აღარ ჰქონდა (შემოწმება დაინიშნა 13.06.2023 წელს) შემოწმების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. როგორც აუდიტორისგან ეცნობა, დასაბეგრი ქონების ნაწილზე (ბინებზე) გამოყენებულია ამ ქონების გასხვისების ფასები (დანარჩენ ნაწილზე საგადასახადო ორგანოს ბაზებში არსებული ფასები), მაშინ როცა ამ ქონების შეძენის მომენტი უფრო ახლოს იყო საანგარიშო პერიოდთან და შესაბამისად, ქონების შეძენის ფასები უფრო რელევანტური იქნებოდა. რაც შეეხება, ქონების დანარჩენ ნაწილზე საგადასახადო ორგანოს ბაზებში არსებული ფასების გამოყენებას, გაურკვეველია რას ეფუძნება ფასები, როდის და როგორ არის მონაცემები შეგროვებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2022 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის გადაანგარიშება შესაბამისი საბაზრო ფასების მიხედვით.
მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.10.2023 წლის №20807/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: დამატებით შესწავლას/გამოკვლევას საჭიროებს 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული ქონების (გარდა მიწისა) დაბეგვრის ხანდაზმულობის საკითხი და საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის ქონებაზე საბაზრო ფასის გაანგარიშების/გავრცელების მართლზომიერების საკითხი.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში განმარტავს, რომ შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების სისწორე, შესაბამისად აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს. ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების შედეგად განხორციელდა 2020 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დარიცხვა. მომჩივანს სადავო ქონება შეძენილი აქვს 2019 წელს 227 000 ლარად და რეალიზებული აქვს 2021 წელს 100 500 აშშ დოლარად. 2019 წლის შეძენის ფასი შედარდა იმავე პერიოდში იმავე მისამართზე მდებარე ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფასებს და შედეგად გამოვლინდა განსხვავებები. შესაბამისად, არ დაეყრდნო 2019 წელს ქონების შეძენის დოკუმენტაციას და 2020 წელს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური ღირებულება განსაზღვრა 2021 წელს ქონების რეალიზაციის თანხიდან.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან არსებობს 2019 წლის პერიოდში ქონების შეძენის და 2021 წელს ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია და დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, შესაბამისად 2020 და 2022 წლებში ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნას აღნიშნული მონაცემები. რაც შეეხება, მომჩივნის მითითებას ხანდაზმულ პერიოდზე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლებში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორე ქონების გადასახადში. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს.
ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29367 ბრძანება; 3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ:
ა) 2020 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნას 2019 წლის პერიოდში ქონების შეძენის ღირებულების შესახებ არსებული ინფორმაცია;
ბ) 2022 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნას 2021 წლის პერიოდში ქონების რეალიზაციის ღირებულების შესახებ არსებული ინფორმაცია;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი მიუთითებს, რომ 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში დასაბეგრი ქონების დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია 2019 წელი, რომლის შემოწმების ხანდაზმულობის ვადა 2023 წელს უკვე გასულია. შესაბამისად, მაგ პერიოდის/მონაცემების შემოწმების უფლება საგადასახადო ორგანოს უკვე აღარ ჰქონდა (შემოწმება დაინიშნა 13.06.2023 წელს) შემოწმების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. როგორც აუდიტორისგან ეცნობა, დასაბეგრი ქონების ნაწილზე (ბინებზე) გამოყენებულია ამ ქონების გასხვისების ფასები (დანარჩენ ნაწილზე საგადასახადო ორგანოს ბაზებში არსებული ფასები), მაშინ როცა ამ ქონების შეძენის მომენტი უფრო ახლოს იყო საანგარიშო პერიოდთან და შესაბამისად, ქონების შეძენის ფასები უფრო რელევანტური იქნებოდა. რაც შეეხება, ქონების დანარჩენ ნაწილზე საგადასახადო ორგანოს ბაზებში არსებული ფასების გამოყენებას, გაურკვეველია რას ეფუძნება ფასები, როდის და როგორ არის მონაცემები შეგროვებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2022 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის გადაანგარიშება შესაბამისი საბაზრო ფასების მიხედვით. მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.10.2023 წლის №20807/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: დამატებით შესწავლას/გამოკვლევას საჭიროებს 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული ქონების (გარდა მიწისა) დაბეგვრის ხანდაზმულობის საკითხი და საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის ქონებაზე საბაზრო ფასის გაანგარიშების/გავრცელების მართლზომიერების საკითხი. შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში განმარტავს, რომ შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების სისწორე, შესაბამისად აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს. ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების შედეგად განხორციელდა 2020 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დარიცხვა. მომჩივანს სადავო ქონება შეძენილი აქვს 2019 წელს 227 000 ლარად და რეალიზებული აქვს 2021 წელს 100 500 აშშ დოლარად. 2019 წლის შეძენის ფასი შედარდა იმავე პერიოდში იმავე მისამართზე მდებარე ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფასებს და შედეგად გამოვლინდა განსხვავებები. შესაბამისად, არ დაეყრდნო 2019 წელს ქონების შეძენის დოკუმენტაციას და 2020 წელს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური ღირებულება განსაზღვრა 2021 წელს ქონების რეალიზაციის თანხიდან.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობს 2019 წლის პერიოდში ქონების შეძენის და 2021 წელს ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია და დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, შესაბამისად 2020 და 2022 წლებში ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნას აღნიშნული მონაცემები. რაც შეეხება, მომჩივნის მითითებას ხანდაზმულ პერიოდზე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლებში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორე ქონების გადასახადში. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს. ამდენად, საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 205.