გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.01.2018
საქმის ნომერი
080210116001564474
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2505-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გ---- დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე - სს „კ------- ბ----“;

წარმომადგენელი - ნ----- კ--------ე;

მოპასუხეები - გ---- ფ----–------ე, ზ------- ბ---------ე, თ------ ბ--------ე, მ------ მ-------–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ---- ფ----–------ეს, ზ------- ბ---------ეს, თ------ ბ--------ეს და მ------ მ-------–---–ს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ დავალიანების 9281.10 (ცხრა ათას ორას ოთხმოცდაერთი აშშ დოლარი და 10 ცენტი) აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებს გ---- ფ----–------ეს, ზ------- ბ---------ეს, თ------ ბ--------ეს და მ------ მ-------–---–ს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 278.44 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი 11 ლარი საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის და ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადახდილი 21 ლარი სამართლერივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ (უძრავი ქონების ამონაწერის განახლების და უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების რეგისტრაციის საფასური).

 

1.3. მოპასუხე გ---- ფ----–------ეს ინდივიდუალურად დაეკისროს 2015 წლის 17 თებერვლის საგანვადებო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ სასარგებლოდ არსებული დავალიანების ჯამურად 630.99 ლარის გადახდა. ამასთან ერთად გ---- ფ----–------ეს დაეკისროს ინდივიდუალურად 100 ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 17 თებერვალს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------’’-სა და გ---- ფ----–------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 9500.00 (ცხრა ათას ხუთასი აშშ დოლარი და 00 ცენტი) აშშ დოლარი 36 თვით, 1.40% თვიური საპროცენტო სარგებლით. მსესხებელს ჰყავს 3 თავდები. 2015 წლის 17 თებერვალს სამივე თავდებთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ზ------- ბ---------ემ, თ------ ბ--------ემ და მ------ მ-------–---–მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილის (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში. მსესხებლისა და თავდებების (სოლიდარული) მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები. მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, აგრეთვე გაფრთხილების წერილის ჩაბარებით. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება. 2015 წლის 17თებერვალს მსესხებელ გ---- ფ----–------ესა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს’’ შორის გაფორმდა ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულება, ხელშეკრულების საფუძველზე განვადების ლიმიტად დამტკიცდა 1730 აშშ დოლარი, რომლის მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა გ---- ფ----–------ემ, ზ------- ბ---------ემ, თ------ ბ--------ემ და მ------ მ-------–---–მა შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ ეთანხმებან. 2017 წლის 30 ნოემბერს გამართულ მთავარ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე გ---- ფ----–------ემ სრულად ცნო სარჩელი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 17 თებერვალს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------’’-სა და გ---- ფ----–------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 9500.00 (ცხრა ათას ხუთასი აშშ დოლარი და 00 ცენტი) აშშ დოლარი 36 თვით, 1.40% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად მსესხებელი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევა. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ჯარიმა ვადაგადაცილებაზე, კერძოდ, ხელშეკრულების 3.8 პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა ყოველ პირველ გადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდგომ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს 150 დღემდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 22);

 

3.1.2. 2015 წლის 17 თებერვალს მსესხებელ გ---- ფ----–------ესა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს’’ შორის გაფორმდა ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე განვადების ლიმიტად დამტკიცდა 1730 აშშ დოლარი, რომლის მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს. ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულების 5.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდგომ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს 150 დღემდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 22);

 

3.1.3. 2015 წლის 17 თებერვალს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მოპასუხეებს - ზ------- ბ---------ეს, თ------ ბ--------ეს და მ------ მ-------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებებით თავდებებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილის (გაფრთხილების) მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებების განცხადებები (ს.ფ28-32).

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.29-33 );

 

3.1.4. მთავარ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე გ---- ფ----–------ემ სრულად ცნო სარჩელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.1.5. დადგენილია, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ“ შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს „კ------- ბ----“, საქმეში მოსარჩელედ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სს „კ------- ბ----“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მსესხებლის - გ---- ფ----–------ის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულების დანართით - გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის სავალდებულო პირობები, რის გამოც მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 9281.10 აშშ დოლარს, საიდანაც 6777.01 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 1985.57 აშშ დოლარი არის პროცენტი, 261.36 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა, ხოლო 170.62 აშშ დოლარი არის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 0,27 %, 48. 21 აშშ დოლარი არის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 % ჯარიმა ძირ თანხაზე, 38.33 აშშ დოლარი არის - საკომისიო.

 

3.2.2. მსესხებლის - გ---- ფ----–------ის მიერ დარღვეული იქნა განვადების ბარათზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და დავალიანება შეადგენს 630.99 ლარს, საიდანაც 531 ლარი ძირი თანხაა, 19.26 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, 29.92 ლარი ჯარიმა 0,27%, 8.85 ლარი ჯარიმა ძირი თანხის 5%, 41.96 ლარი საკომისიო.

 

3.2.3. მოპასუხეებს ჩაბარდათ შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე და სესხის დროულად დაფარვაზე, თუმცა მათ მიერ არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება. მსესხებელი გ---- ფ----–------ე გაფრთხილებული იქნა, მასზედ, რომ თუ არ მოხდებოდა მიმდინარე ვალის სრულად დაფარვა, მოთხოვნილი იქნებოდა არა მარტო მიმდინარე გადასახადი, არამედ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე როგორც ძირი თანხა, ასევე დარიცხული პროცენტები სრულად, ყოველთვიური გადასახადის გადაუხდელობით გამოწვეული ჯარიმები და სადაზღვევო პრემიის გადასახდელები სრულად. ასევე გაფრთხილებული იქნენ თავდებები, მასზედ, რომ მითითებულ ვადაში თუ არ მოხდებოდა ვალის სრულად დაფარვა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოითხოვდნენ სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად დაფარვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები. (40-51)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6.3.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, 2015 წლის 17 თებერვალს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------’’-სა და გ---- ფ----–------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 9500.00 (ცხრა ათას ხუთასი აშშ დოლარი და 00 ცენტი) აშშ დოლარი 36 თვით, 1.40% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად მსესხებელი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევა. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ჯარიმა ვადაგადაცილებაზე, კერძოდ ხელშეკრულების 3.8 პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა ჯარიმა ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არაუმეტეს 150 დღემდე.

 

ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე გ---- ფ----–------ემ მთავარ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, ხოლო მოპასუხეებმა -ზ------- ბ---------ემ, მ------ მ-------–---–მა და თ----- ბ--------ემ, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ წარმოდგენილი შესაგებლით ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნეს.შესაბამისად აღნიშნული მოპასუხეების მიმართებაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება პროცენტთან დაკავშირებით ვერ ჩაითვლება ამორალურ გარიგებად, რადგან 1.40 % ყოველთვიური პროცენტიანი განაკვეთის ოდენობა არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბ----ს, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.

 

6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

- დადგენილია, რომ 2015 წლის 17 თებერვალს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------’’-სა და გ---- ფ----–------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 9500.00 (ცხრა ათას ხუთასი აშშ დოლარი და 00 ცენტი) აშშ დოლარი 36 თვით, 1.40% თვიური საპროცენტო სარგებლით.

 

- დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა სახელშეკრულებო ვალდებულება და მან თანხა გადასცა მსესხებელ გ---- ფ----–------ეს, ხოლო მოპასუხეების მხრიდან სრულად არ შესრულებულა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

- საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასესხო ურთიერთობის მიმდინარეობისას, მოპასუხეთა მხრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ხოლო ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულების მოთხოვნით არაერთხელ წერილობით იქნენ გაფრთხილებული მსესხებელი და სესხთან დაკავშირებული სხვა პირები (თავდები).

 

- მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები, რომლებიც მოპასუხეების მიერ დღემდე არ შესრულებულა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის - გ---- ფ----–------ის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულების დანართით - გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის სავალდებულო პირობები, რის გამოც მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 9281.10 აშშ დოლარს, საიდანაც 6777.01 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 1985.57 აშშ დოლარი არის პროცენტი, 261.36 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა, ხოლო 170.62 აშშ დოლარი არის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 0,27 %, 48. 21 აშშ დოლარი არის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 % ჯარიმა ძირ თანხაზე, 38.33 აშშ დოლარი არის - საკომისიო. ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს არ წარმოეშობოდა სესხის ხელშეკრულების მისთვის მინიჭებული უფლებები, კერძოდ, დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის - გ---- ფ----–------ის მიერ დარღვეული იქნა განვადების ბარათზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და დავალიანება შეადგენს 630.99 ლარს, საიდანაც 531 ლარი ძირი თანხაა, 19.26 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, 29.92 ლარი ჯარიმა 0,27%, 8.85 ლარი არის ჯარიმა ძირი თანხის 5%, 41.96 ლარი საკომისიო.

 

6.6.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

6.7. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

6.8.მოხმობილი სამართლის ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს წარმოეშვათ სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარათ კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მათ არაჯეროვნად შეასრულეს. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის კი, ხელშეკრულებითვე, დადგენილი იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის ოდენობის და მისი დაფარვის ვადაგადაცილების დროის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი გონივრულია და შემცირებას აღარ ექვემდებარება.

 

-დადგენილია, რომ მოპასუხეებს ჩაბარდათ შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე და სესხის დროულად დაფარვაზე, თუმცა მათ მიერ არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება. მსესხებელი გაფრთხილებული იქნა, მასზედ, რომ თუ არ მოხდებოდა მიმდინარე ვალის სრულად დაფარვა, მოთხოვნილი იქნებოდა არა მარტო მიმდინარე გადასახადი, არამედ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე როგორც ძირი თანხა, ასევე დარიცხული პროცენტები სრულად, ყოველთვიური გადასახადის გადაუხდელობით გამოწვეული ჯარიმები და სადაზღვევო პრემიის გადასახდელები სრულად. ასევე გაფრთხილებული იქნენ თავდებები, მასზედ, რომ მითითებულ ვადაში თუ არ მოხდებოდა ვალის სრულად დაფარვა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოითხოვდნენ სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

6.10. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 თებერვალს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები და სოლიდარული ვალდებულება იკისრეს თავდებებმა: ზ------- ბ---------ემ, თ------ ბ--------ემ და მ------ მ-------–---–მა მათ კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ისინი (თავდებები) ვალდებულნი არიან თვითონ გადაიხადონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნა თავდები პირების მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

-მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

6.12. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. თავის მხრივ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უკანონობა და სარჩელის უსაფუძვლობა.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 648.68 ლარი. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ზ------- ბ---------ემ, თ----- ბ--------ემ და მ------ მ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, ხოლო მოპასუხე გ---- ფ----–------ემ მთავარ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი და იგი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხეს უნდა დაეკისროს 81,08 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დანარჩენი ნაწილი 567,6 ლარი, მოპასუხეებს ზ------- ბ---------ეს თ----- ბ--------ეს და მ------ მ-------–---–ს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „კ------- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. გ---- ფ----–------ეს, ზ------- ბ---------ეს, თ------ ბ--------ეს და მ------ მ-------–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 9281.10 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. ზ------- ბ---------ეს, თ------ ბ--------ეს და მ------ მ-------–---–ს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 567.6 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების 11 ლარის და სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის გადახდა.

1.3. გ---- ფ----–------ეს მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 81,08 ლარის გადახდა.

1.4. გ---- ფ----–------ეს ინდივიდუალურად დაეკისროს 2015 წლის 17 თებერვლის საგანვადებო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ჯამურად 630.99 ლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ---- დიდავა