განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-----17
(№0-----------)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2017 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ლუკა გამყრელიძე,ბრალდებული: ვ---------------–---–ი, დ----------–-------–-–--------------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-------------------------–------------
ადვოკატი: თამაზ გურაშვილი,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ე------- დაზარალებულისა და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცივი იარაღის ტარება, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით ვ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
2016 წლის ოქტომბრის თვიდან, ვ---------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის 5----------- ნომრიდან, ისევე როგორც ამ უკანასკნელით დარეგისტრირებული სატელეფონო პროგრამა VIBER-ის მეშვეობით დაუკავშირდა პ-------------–---–ს, რომელსაც დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებითა და განადგურებით, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი 12000 ლარს არ გადასცემდა ვ---------------–---–ს. ვ---------------–---–ის განმარტებით, აღნიშნული თანხის ოდენობა იყო ის ზიანი, რომელიც მას მიადგა 2016 წლის 07 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შედეგად. 2016 წლის 07 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი ვ---------------–---–ის მიმართ, რომლის მიხედვითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ დაზარალებულ პ-------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
2016 წლის 16 დეკემბერს, დილის საათებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი ვ---------------–---–ი იმყოფებოდა ქ------–-------------------------–--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს კერძოდ, G------ის ფირმის დანას, რომელიც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს.
2. სასამართლომ დაადგინა:
ვ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს 2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლზე, კერძოდ ვ---------------–---–მა ჩაიდინა მუქარა, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,ვ---------------–---–მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
ქმედება - მუქარა, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დაზარალებულმა პ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წელს ეკავა ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობა. სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში ხვდებოდა მოქალაქეებს სხვადასხვა, მათ შორის დასაქმების საკითხზე. ერთ-ერთი ასეთი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა მოქალაქე ვ---------------–---–თან, რომელმაც სთხოვა, რომ გაეწია მისთვის რეკომენდაცია სამსახურთან დაკავშირებით. როგორც ახსოვს ვ---------------–---–ს შეხვდა დასთან - ა----------–---–თან ერთად, ვერ აკონკრეტებს შეხვედრა დამატებით შედგა, თუ მხოლოდ ერთხელ. ახსოვდა, რომ ანას კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდა უნივერსიტეტში, მისი შვილის კურსელია და მისით უფრო დაინტერესდა. ვ---------------–---–ს კონკრეტულად არაფერს დაჰპირდა. სხვა მოქალაქეებიც მიმართავდნენ მას და ზოგს ეხმარებოდა, ზოგს - ვერ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გუბერნატორის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ვინმე ,,--------------------ან“, საჯაროდ შემოდიოდა შეურაცხმყოფელი მესიჯები, შემდეგ მის მობილურ ტელეფონზეც აგინებდა და ემუქრებოდა, როგორც გამოძიებით დადგინდა, შეტყობინებების ავტორი იყო ვ---------------–---–ი. ამ ფაქტზე მის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. 2016 წლის ოქტომბრის თვიდან, ვ---------------–---–მა, პროგრამა ვაიბერის მეშვეობით, მის პირად ნომერზე 5--------, რომლითაც ასევე რეგისტრირებულია ამავე პროგრამაში, კვლავ გაუგზავნა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები და მათ შორის სთხოვდა 12000 ლარს, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ასევე დაემუქრა მისი შვილის სიცოცხლის მოსპობით. შეტყობინება შემოვიდა სახელით V----, მან თავისივე ტელეფონში სახელი V---- შეცვალა სახელით V-----------, რადგან შემდგომში მარტივად მიმხვდარიყო ვინ იყო მესიჯების ავტორი. ბრალდებული მუქარის შემცველ მესიჯებს აგზავნიდა სისტემატურად, თუმცა მალევე შლიდა და იშლებოდა მის ტელეფონშიც. კვლავ აყენებდა შეურაცხყოფას და სთხოვდა ფულს, როგორც კი ფიქსირდებოდა, რომ მან მესიჯი წაიკითხა, იგი იმწამსვე შლიდა და ამის მიზეზია, რომ ბევრი ვერ შეინახა, რამდენიმე დააფიქსირა ე.წ. სქრინშოთით და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს. დაურეკა კიდეც ვ---------------–---–მა, საუბარშიც დაემუქრა და მოსთხოვა თანხა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ვ---------------–---–ს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული საბრძოლო მოქმედებებში, იმყოფებოდა უკრაინაში ამ მიზნით, ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მას წინა საქმის განხილვის დროს ჩამოერთვა და შესაბამისად მიიჩნია, რომ ბრალდებულის ქმედებით შესაძლებელი იყო საფრთხე შეჰქმნოდა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს. მესიჯებს ძირითადად უკავშირებდა იარაღის ჩამორთმევას და შეურაცხყოფას აყენებდა გამოძიებას, პროკურატურას და ითხოვდა ამ იარაღის ჩამორთმევის გამო ზიანის ანაზღაურებას. თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებული მესიჯი რამდენჯერმე გაუგზავნა, თუმცა მხოლოდ ერთი შეინახა. ვ---------------–---–ს იგი პირადად არ იცნობდა, მათ შესაძლებელია ჰყავთ საერთო ნათესავები, ამ შემთხვევაში მას მიიჩნევდა მოგვარედ. პირველად მაშინ ნახა, როდესაც შეხვდა მას, დაამახსოვრდა არაადექვატური ჩაცმულობით.
მოწმე მ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–--–-------------------------–---. მოცემულ საქმეზე ჩაატარა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა რეალობას ადასტურებს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე პ-------------–---–ის განცხადება, რომელიც უთითებდა, რომ ვ---------------–---–ი მის მიმართ ახორციელებდა გამოძალვას. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით, ამოღებულ იქნა ბრალდებულის და დაზარალებულის მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ექსპერტიზა დაინიშნა ბრალდებულის ტელეფონზე მასში არსებული მიმოწერის აღდგენის მიზნით, დაზარალებულის ტელეფონზე ექსპერტიზის დანიშვნა აღარ მიიჩნია საჭიროდ. გამოძიების პროცესში ბრალდებულმა რამდენჯერმე სთხოვა ტელეფონის დაბრუნება, შემდეგ უგზავნიდა შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს, როგორც მობილურ ტელეფონზე პროგრამა ვაიბერის მეშვეობით, ისე ფეისბუქ გვერდზე. მის პროფილს ქართული შრიფტით ეწერა ვ------------–---–ი, შემდეგ გადაარქვა და ვ---- ეწერა ინგლისური ასოებით.
მოწმე ნ--------–----------ემ განმარტა, რომ ვ---------------–---–ის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა იმ საქმეზე, რაზედაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. საქმე ეხებოდა პ-------------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელებას. საქმის დასრულების შემდეგ, ბრალდებულს ჩამოერთვა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მეორე, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა, დაუბრუნდა. იარაღის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე დაურეკა ვ---------------–---–ს ამ საქმეში მითითებულ ნომერზე.
ბრალდებულმა ვ---------------–---–მა განმარტა, რომ პ-------------–---–ი გაიცნო საერთო ნათესავის პანაშვიდზე და შემდეგ არაერთხელ შეხვედრია მას. სამსახურთან დაკავშირებით იგი შეხვდა, რასაც ესწრებოდა მისი მოადგილზეც და დაჰპირდა მას დასაქმებას სამხედრო კუთხით. ასეთი შეხვედრა რამდენჯერმე შედგა და ყველა ეტაპზე აძლევდა დაპირებებს. უკრაინაში წასვლის მიზეზი განათლების მიღება იყო და არანაირ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, შეხვედრაზე მიდიოდა ჩვეულებრივად ჩაცმული, არც ხელები აქვს დასერილი და მისთვის გაურკვეველია, რატომ ახასიათებს მას ამგვარად დაზარალებული.
ადასტურებს, რომ უგზავნიდა მას მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ მესიჯებს წინა საქმეზე განაჩენის დადგენამდე, თუმცა შემდეგ, აპრილის თვეში მან თავად დაურეკა და უთხრა სად ხარ მოვდივარო, ციხეში ჩაგალპობო, უგზავნიდა შეურაცხმყოფელ მესიჯებს. 2016 წლის სექტემბერში მუშაობდა გაზის კომპანიაში და იქიდანაც მისი ჩარევით გაათავისუფლეს, იყო შემთხვევა, რომ პრობაციის ბიუროში მივიდა და კითხულობდა, როგორ შეიძლებოდა მისი ციხეში შებრუნება, ამ ყველაფერმა კვლავ გააღიზიანა და ფეისბუქ გვერდზე ატვირთა პ-------------–---–ის საჩივარი პირველ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც პოლიციის თანამშრომელი დაუკავშირდა და მოსთხოვა, რომ აეღო იგი სოციალური ქსელიდან და შეეწყვიტა ასეთი ქმედებები. პ-------------–---–ისთვის მას ფული არ მოუთხოვია, მესიჯი, რომელიც გაეგზავნა, მას არ ეკუთვნის, ვინაიდან საკუთარ ტელეფონში ქართული შრიფტით არასოდეს უსარგებლია და მიაჩნია, რომ გამოძალვა მას არ ჩაუდენია. რაც შეეხება ცივ იარაღს, იგი თავისი ნებით წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს დაკავებისას.
მოწმე ა----------–---–მა განმარტა, რომ არის ბრალდებულის და, მისთვის ცნობილია პ-------------–---–თან დაკავშირებული საქმის დეტალები. მისი განმარტებით, ვ---- პ----ას 2008-2009 წლებიდან იცნობს და უკრაინიდან ჩამოსვლის შემდეგ რამდენჯერმე შეხვდა მას. ყველა შეხვედრა იყო შეთანხმებული პ-------------–---–თან, აქედან ერთს თვითონაც ესწრებოდა. ვ---- განაწყენებული იყო, რომ თუ არ შეეძლო პ----ას დახმარება, რატომ ჰპირდებოდა და რატომ იბარებდა სამსახურში. ივლისის განაჩენის შემდეგ დაიწყო მძიმე ზეწოლა მისი ოჯახის წევრებზე. მამამისს თ------------------–---–ს იბარებდნენ რუსთავის პოლიციის სამმართველოში, პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ეუბნებოდნენ მას რომ ვ---------------–---–ი გიჟია და უნდა მოახდინონ მისი გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. დაახლოებით 27 აგვისტოს პ-------------–---–ი გავიდა ვ-----თან კონტაქტზე და ესემესის სახით მიწერა: ,, თეთრი მანქანით მოვდივარ, მელოდე”. ივლისის განაჩენის შემდეგ ვ-------ი საერთოდ აღარ გასულა პ-------------–---–თან კონტაქტზე. შემდეგ გახდა ცნობილი რომ პ-------------–---–ი სწერდა ვ-------ს,რომ არ გაახარებდა და ციხეში დაალპობდა. მამამ თ------------------–---–მა დაურეკა პ----ას და ბოდიში მოუხადა. 2016 წლის ოქტომბრის თვეში ვ----- პ----ასთვის მესიჯები, რომ კიდევ გაეგზავნა მას ეს ეცოდინებოდა.
2016 წლის 23 დეკემბრის კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით:
”ს.ს №----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ”Apple” ფირმის “iPhone 4” მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო არსებული სტატუსის მქონე მოკლეტექსტური შეტყობინებები , ხოლო წაშლილი სტატუსის მქონე მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენა არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია, ამოღებული მოკლეტექსტური შეტყობინებები ჩაწერილია DVD დისკზე.
ვინაიდან დღეის მდგომარეობით მობილურ ტელეფონში პროგრამა ”Viber”-ი ან სხვა რაიმე სოციალური ქსელის საკომუნიკაციო პროგრამა ინსტალირებული არ არის შეუძლებელია დადგინდეს იყო თუ არა გააქტიურებული ზემოთხსენებული პროგრამები წარმოდგენილ ტელეფონში, რის გამოც ”Viber”-ის ან სოციალური ქსელის მიმოწერის ამოღება შეუძლებელია.
”Apple” ფირმის “iPhone 4” მოდელის მობილურ ტელეფონში მოთავსებულ სიმ ბარათზე არსებული ან წაშლილი სტატუსის მქონე მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ აღმოჩნდა.”
2017 წლის 17 იანვრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით: სიმბარათის მეხსიერებაში ფიქსირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ის მიეკუთვნება მობილურ ოპერატორს ”Geocell”-ს და მისი სიმბარათის ნომერია ”+------------”. ტელეფონის მეხსიერებიდან ამოღებულ იქნა ინფორმაცია სააბონენტო ნომრიდან: 5----------- მიღებული და ამავე ნომერზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ, რაც მოცემულია დანართში სახელწოდებით: ”ტელეფონი - მოკლე ტექსტური შეტყობინებები”, ასევე ტელეფონის მეხსიერებაში არ ფიქსირდება სოციალური ქსელით და პროგრამა ”Viber”-ით სააბონენტო ნომერთან: 5----------- განხორციელებული მიმოწერა. ტელეფონის მეხსიერებიდან სააბონენტო ნომერთან” 5----------- დაკავშირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, სოციალური ქსელით და პროგრამა ”Viber”-ით განხორციელებული მიმოწერის აღდგენა ვერ მოხერხდა. სიმბარათის მეხსიერებაში არ ფიქსირდება ინფორმაცია სააბონენტო ნომერთან 5----------- დაკავშირებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ, ასევე მისი მეხსიერებიდან აღნიშნული სააბონენტო ნომერთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენა ვერ მოხერხდა. სააბონენტო ნომერტან 5----------- მიმოწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით ხორციელდებოდა სააბონენტო ნომრიდან:”+------------.
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით: ვ---------------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ვ---------------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ვ---------------–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში”. ვ---------------–---–ი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ვ---------------–---–ი არ საჭიროებს.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 15 მაისის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით: გამოსაკვლევი ფაილების ე.წ. ”თვისებებში” (Properties) ფიქსირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დადგინდა თითოეული მათგანის შექმნის თარიღი და დრო, ხოლო მათი გადაღების თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან შესაბამისი ინფორმაცია ე.წ. ”თვისებებში” (Properties) არ ფიქსირდება. ფაილის სახელწოდებით: 1----------------------------------------- შექმნის თარიღი და დროა 2016 წლის 25 ნოემბრის 14:01:28 საათი, ხოლო ფაილის სახელწოდებით : I-------.P-- შექმნის თარიღი და დროა 2017 წლის 16 თებერვლის 12:27:02 საათი.
2016 წლის 24 ნოემბრის დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ პ-------------–---–ის მიერ წარდგენილი მობილური ტელეფონში Iphone 5s, შენახულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
პროგრამა ,,Viber“-ში, კონტაქტში სახელწოდებით ,,V-----------”, არის მიმოწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, უშუალოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებები არის ლათინურენოვანი ასოებით დაბეჭდილი, თუმცა იკითხება ქართული სიტყვები, სადაც წერია V----------- d---------------e, რის შემდეგაც ქართული ასოებით წერია ,,დღეს” და იგივე ნაწერი V----------- d---------------e არის სამჯერ გამეორებული. მოწმე პ-------------–---–ის განმარტებით, აღნიშნული ვაიბერი ეკუთვნის ზუსტად ვ---------------–---–ს. მან დღესაც გამოუგზავნა შეტყობინება ფულის მოთხოვნის და მუქარის მიზნით, მაგრამ როგორც კი წაიკითხა შეტყობინება, ვ-------მა წაშალა. ვაიბერზე იკითხება ტელეფონის ნომერი 5-----------. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ტელეფონის ნომერი ეკუთვნის ვ-------ს და აღნიშნული ნომრით უგზავნიდა და უგზავნის ვაიბერში შეტყობინებებს. ამის შემდეგ პ-------------–---–ის მითითებით გახსნილი იქნა ტელეფონის მეხსიერების ფაილი, სადაც შენახულია დაკოპირებული ,,დასქრინული“ სახით მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ,,--------------------------------------------------------------------. შემდეგი მოკლე ტექსტური შეტყობინებების ტექსტი არის შემდეგი ,-------------------------------------------------------------------------------------------------, ხოლო შემდეგი მოკლე ტექსტური შეტყობინების ტექსტია ,,s--------------------------------------------------. ამას მოსდევს მოკლე ტექსტური შეტყობინება ქართული ასოებით დაწერილი, რომლის ტექსტიც არის შემდეგნაირი და რომელსაც ზედა მხარეს აწერია ორშაბათი 17:06 საათი ,, ეხლა კარგად მომისმინე ბიჭო, ეს საქმე რომ შეაკერიე და გამიჩალიჩე რაც ზიანი მომადგა შენგან. თორმეტი ათას ლარს მოიტან და აანაზღაურებ თორე მერე შენ თავს დააბრალე კუბო რო დაიდგმევა შენ სახლში“. ამის შემდეგ არის ისევ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ლათინური ასოებით დაწერილი, რომლის ზედა მხარეს სახელში ლათინური ასოებით წერია ,,v---o” და მათი ტექსტი არის შემდეგნაირი ,,s------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------”. ამის შემდეგ კონტაქტი ,,V-----------“-სგან არის ორი გამოტოვებული ზარის აღნიშვნა ზარების გვერდში იმავე პროგრამაში, სადაც სახელში წერია ,,V-----------“, რომლის ქვემოთაც წერია ,,online დღეს“, მის ქვემოთ გამოსახულია გეომეტრიული ფიგურა, ხოლო მის ქვემოთ ვკითხულობთ ,,free call” და ,,free message”, აღნიშნულის ქვემოთ წერია ,,call log“ ხოლო მის ქვემოთ წერია ,,დღეს“, ხოლო აღნიშნულის ქვემოთ არის დროები აღნიშნული კერძოდ 15:15 და 14:55, რომლებსაც გვერდებზე უწერიათ ,,missed call“ ,ამის შემდეგ ქვედა მხარეს ვკითხულობთ მობილური ტელეფონის ნომერს +995 555 41-70-4-. შემდეგ გადავდივართ ისევ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გვერდზე ამავე პროგრამაში სადაც ვკითხულობთ ,,V----------- d---------------e” რომელი წარწერაც არის ოთხჯერ ზედიზედ გამეორებული, რის შემდეგაც წერია ,,missed call (2), რის შემდეგაც კვლავ არის გამეორებული ორჯერ ,,V----------- d---------------e”.
ანალოგიური ინფორმაციის შემცველია პ-------------–---–ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი CD დისკი, რომელიც მისი განმარტებით თავად მიაწოდა გამომძიებელს და აღნიშნულ დისკზე ინფორმაცია მან გადაიტანა თავისი მობილური ტელეფონიდან.
2016 წლის 27 დეკემბრის დათვალიერების ოქმის მიხედვით, მ------------–---–მა, დაათვალიერა სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე 2016 წლის 19 დეკემბრის N3145651 სამსახურებრივი ბარათით დანიშნული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №312/კ-ტ დასკვნით გადმოგზავნილი DVD დისკი, დალუქული FCD672026 პაკეტში. პაკეტი იქნა გახსნილი, რომელშიც მოთავსებული იყო ერთი ცალი DVD დისკი. დისკი მოთავსებული იქნა კომპიუტერულ მოწყობილობაში. გახნისას დისკზე დაფიქსირდა ერთი ცალი „ექსელის“ ფაილი. ფაილის დასახელებაა AppleiPhone 4GSM(A1332) დათარიღებულია 12/23/2016 4:56 PM დროით, 10 KB მოცულობით. ფაილის გახნისას იკითხება ორი მოკლე ტექსტური შეტყობინება. პირველი შეტყობინების შესახებ ველში Time (დრო) ფიქსირდება თარიღი 27.08.2016 10:4-:19 AM UTC; ველში text (ტექსტი) იკითხება ლათინური ასოებით ნაბეჭდი ტექსტი „T--------------------------------”; ველში folder იკითხება inbox (შემომავალი); ველში direction (მიმართულება) იკითხება incoming (შემომავალი) ველში status (სტატუსი) იკითხება read (წაკითხული); ველში storage ( შენახვა) იკითხება device (მოწყობილობა); ველში related application იკითხება apple sms &mms. ველში to იკითხება ტელ: +------------ (matched): ვ------------–---–ი; ველში from იკითხება ტელ: +9955--------. მეორე შეტყობინების შესახებ ველში Time (დრო) ფიქსირდება თარიღი 27.08.2016 10:48:07 AM UTC (device); ველში text (ტექსტი) იკითხება ლათინური ასოებით ნაბეჭდი ტექსტი „M------------------------“; ველში folder იკითხება sentbox (გაგზავნილი ყუთი); ველში direction (მიმართულება) იკითხება outgoing (გამავალი); ველში status (სტატუსი) იკითხება sent (გაგზავნილი);ველში storage (შენახვა) იკითხება device (მოწყობილობა); ველში related application იკითხება apple sms &mms; ველში to იკითხება ტელ: +9955--------; ველში from იკითხება ტელ: +------------ (matched): ვ------------–---–ი. დათვალიერების დასრულების შემდეგ DVD დისკი აღნიშნული ინფორმაცია ამოიბეჭდა ორ თაბახის ფურცლად და დაერთო დათვალიერების ოქმს, ხოლო დისკზე გადაღებული იქნა ასლი დაცვის მხარეზე გადასაცემად. დისკის დედანი გახსნილ პაკეტთან ერთად მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში, დაილუქა რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, ლუქზე დაისვა თარიღი, საქმის ნომერი და გამომძიებლის ხელმოწერა.
2017 წლის 18 იანვრის დათვალიერების ოქმით: შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა დ-------------ემ ქვემო ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში სამსახურეობრივი სარგებლობის ,,hp” ფირმის კომპიუტერით კომპიუტერით დაათვალიერა პ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილი CD დისკი. იგი არის თეთრი ფერის მასზედ ჩაწერილია ერთი ცალი საქაღალდე, რომელსაც აწერია პ-------------–---–ი 1. საქაღალდის გახსნისას მასში ჩაწერილია 7 ფოტო ფაილი. ფოტო ფაილზე წარწერი 1 გადაღებულია გუგლის საძიებო პროგრამა სადაც აკრეფილია facebook.com. ფოტო ფაილზე წარწერა 2 გადაღებულია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდის ძირითადი სურათი. ფოტო ფაილზე წარწერი 3 გადაღებულია ის კომენტარი რომელიც ვ---------------–---–ის მიერ იქნა გამოქვეყნებული კერძოდ: ვ------------–---–ი პ----ა შენი და შენი ნაყიდი პროკურორების და პოლიციელების დედებს შევეცი შე ნაბოზვარო. Unhide 13 იანვარი , 16:30-ზე ვ------------–---–ი ამის დედის ტრაკი მოვტყან პასუხი Unhide 13 იანვარი, 16:32-ზე. ფოტო ფაილზე წარწერი 4 გადაღებულია ის კომენტარი რომელიც ვ---------------–---–ის მიერ იქნა გამოქვეყნებული კერძო: ვ------------–---–ი პ----ა შენი ოჯახი მოვტყან შე ნაბიჭვარო პასუხი Unhide 13 იანვარი 16:32-ზე. ფოტო ფაილზე წარწერი 5 გადაღებულია ვ---------------–---–ის მიერ გამოქვეყნებული კომენტარი, კერძოდ: ვ------------–---–ი პ----ა შენი ბოზი დედა მოვტყან პასუხი Unhide 13 იანვარი 16:31-ზე. ფოტო ფაილზე წარწერი 6 გადაღებულია ვ---------------–---–ის მიერ გამოქვეყნებული კომენტარი კერძოდ: ვ------------–---–ი ამისი ბიძინკურსელი დედას შევეცი პასუხი Unhide 13 იანვარი 16:31-ზე -ზე. ფოტო ფაილზე წარწერი 7 გადაღებულია ვ---------------–---–ის ფეისბუქ გვერდი.
2017 წლის 30 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, მ------------–---–მა, დაათვალიერა შპს ,,ჯეოსელიდან” გამოთხოვილი ერთი ცალი ლაზერული დისკი. დისკის გახსნის შემდეგ მასში ჩაწერილი აღმოჩნდა პროგრამა ,,ექსელის“ ერთი ცალი ფაილი, დათარიღებული 1/23/2017 12:13 PM. ფაილში აღმოჩნდა ინფორმაცია მობილური ტელეფონის ნომრიდან 5------4- განხორციელებული ზარების, მასთან კავშირზე მყოფი ტელეფონის ნომრების, საუბრის ხანგრძლივობების, დროების, ანძების და სხვა მონაცემების შესახებ. გაფილტრული იქნა ვ---------------–---–ის მობილური ტელეფონის 5------4- ნომრიდან მობილურ ტელეფონის ნომერზე - 5-------- განხორციელებული ქმედების (ზარების შეტყობინებების სახით) მონაცემები, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ ვ---------------–---–ის მობილური ტელეფონის ნომრიდან 5------4-, პ-------------–---–ის ნომერზე 5--------, 2016 წლის 24 ოქტომბერს 18:38:48 საათზე განხორციელდა გამავალი ზარი, 27 წამის ხანგრძლივობით და ამ დროს აბონენტი 555 41 70 4- იმყოფებოდა ქ.თბილისში, ვაზისუბანი, ნავთლუხის რაიონში. 2016 წლის 24 ოქტომბერს 18:43:50 საათზე ვ---------------–---–ის ნომერზე 5-------4- განხორციელდა შემომავალი ზარი ნომრიდან 5--------, 40 წამის ხანგრძლივობით, ამ დროს აბონენტი ნომრით 5-------4- იმყოფებოდა ქ------–--–--------–------------. აღნიშნული მონაცემები ამობეჭდილი იქნა ერთ ფურცლად. ამობეჭდილი მონაცემები დალუქვის გარეშე დაერთო დათვალიერების ოქმს და სისხლის სამართლის საქმეს ერთ ფურცლად.
2017 წლის 16 თებერვლის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დ-------------ემ, დაათვალიერა პ-------------–---–ის მიერ გამოკითხვის დროს წარმოდგენილი ერთი ცალი CD-R ლაზერული დისკი. მასში ჩაწერილია 08 ფოტოსურათი, რომლებიც ასახავს გუბერნიის ფეისბუქ გვერდზე დაწერილ კომენტარებსა და მესიჯებს, მონაწილე პირის, კერძოდ, პ-------------–---–ის განმარტებით მეტსახელით J------------ უნდა იყოს ვ---------------–---–ი, რომელიც სხვადასხვა ფოტოებზე აკომენტარებს ვ---------------–---–ის გინების შემცველ მესიჯებს. ასევე უთითებს რომ ყველაფერს დადებს ინტერნეტ სივრცეში და დადებული აქვს პ-------------–---–ის მიერ დაწერილი განცხადება. ვ---------------–---–ი კომენტარებში ითხოვს, რომ დაუბრუნონ მობილური ტელეფონი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაავრცელებს ყველაფერს, მონაწილე პირის პ-------------–---–ის განმარტებით აღნიშნულში რას გულისხმობს ვ---------------–---–ი მისთვის უცნობია.
2017 წლის 21 თებერვლის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ხ-------------ემ, დაათვალიერა მ------------–---–ის მიერ წარმოდგენილი CD დისკი. მ.ნინოშვილის განმარტებით ფაილებზე ჩაწერილია მისი ტელეფონის მეხსიერებაში შენახული ის დაკოპირებული - ,,დასქრინული“ შეტყობინები რასაც ვ---------------–---–ის უგზავნიდა მას ფეისბუქგვერდზე. ლათინური შრიფტით არის შემდეგი შინაარსის შეტყობინებები: „eeeeeeeeeeeee”; “sad aritqo amdeni xani chemi teleponi”; შეკითხვაზე “romeli xar?” მოსდევს პასუხი - “miweria mgoni saxeli da gvari” “xo chaataret eg ekspertiza ragas gidevt mand erti gamagebie”. ამის შემდეგ შეტყობინებები არის უკვე ქართული შრიფტით: „როდის დამიბრუნებთ მეთქი გკითხე“; „როდის დამიბრუნებთ მეთქი გკითხე“; „ტელეფონი დამიბრუნეთ მეთქი თქვე ცხოვრებით საცოდავებო“; „შენა ერთი მომწერე მაგ პროკურორის ნომერი“; „მჭირდება ქალო ტელეფონი ნორმალურები თუ ხართ თქვენ საერთოდ“; „პასუხს რატო არ მცემ შნირო“ „ძაღლო შენ გეკითხები“; „თქვენ მოგიტყანთ შისწიორკა დედის მუტლები სუყველას მაგ სამმართველოში ვინც ზიხართ“.
შსს ადმინისტრაციის პროტოკოლის სამმართველოს უფროსს ა-–-------------------–---–ის მომართვით. ლათინური ასოებით წარმოდგენილი ქართულენოვანი ტექსტის ქართული შრიფტით აკრეფილი ვერსიაა: პ-------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათების მიხედვით: ,,ვ------------------------------------ წაშალა გზავნილი; შენ გოგოს ფაშვს გამოვუღებ შე ნაბიჭვარო შენ სანამ დაწვავ იქამდე; შენი მ-------------------–--–--ას დედებს ვუნძრიე ოჯახს ვუნძრიე პირში შენი პროჭი დედა მოვტყან; სალიარკა უნდა გადაგასხათ თქვენი ბოზ დედებს შევეცი; შენი ღმერთი როა უსამართლო და დედამოტყნული შენნაირი პროჭები დაჟე იმასაც არ ევასება; მ-–---------ის დროს არ გაუბედია ვინმეს ჩემთვის იარაღის წართმევა და თქვენ თქვე ნაბოზვრებო მაგის გულისთვის რაც დაგემართებათ; უფასო ზარი; უფასო მესიჯი; გამოტოვებული ზარი; მ------------–---–ის მიერ წარმოდგენილი დისკის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები:სად არისთქო ამდენი ხანი ჩემი ტელეფონი; რომელი ხარ? ; მიწერია მგონი სახელი და გვარი; ხო ჩაატარეთ ეგ ექსპერტიზა რაღას გიდევთ მანდ ერთი გამაგებინე.
2017 წლის 27 მარტის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დავით იორამიშვილმა, დაზარალებულ პ-------------–---–თან ერთად დაათვალიერა ამ უკანასკნელის მიერ გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდების შემდეგ წარმოდგენილი ,,iphone 5”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელზეც განმარტა, რომ სწორედ ხსენებულ ტელეფონში ჰქონდა გააქტიურებული ტელეფონის ნომერი 5-----------, ასევე ჰქონდა ჩაწერილი პროგრამა ,,viber”, როდესაც ვ---------------–---–ი უკავშირდებოდა მას. წარმოდგენილი ,,iphone 5”-ის ფირმის მობილური ტელეფონი არის შავი ფერის, ტელეფონს ერთ მხარეს აქვს ეკრანი, ხოლო მეორე, ანუ უკანა მხარეს ტელეფონზე გამოსახულია ვაშლის გამოსახულება , ასევე ლათინური ასოებით წარწერები, ხოლო ზედა მხარეს კამერა. მობილური ტელეფონის იმ მხარეს, სადაც განთავსებულია ეკრანი, ზედა ნაწილში აქვს მცირე ზომის კამერა, ხოლო ქვედა ნაწილში ერთი ღილაკი, რომლის ერთჯერადი დაჭერის შედეგად ტელეფონი აქტიურდება. პ-------------–---–ის მიერ წარმოდგენილ მობილური ტელეფონის მენიუში შევდივართ შუაში მოთავსებულ ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგადაც ირთვება მენიუ,მენიუში მარჯვენა ზედა მხარეს განთავსებულია ე.წ საქაღალდე-photos, რომელშიც პ----ა ხიხანაშვილის განმარტებით მოთავსებულია მის მიერ გადაღებული სხვადასხვა ფოტოები, ასევე ის სურათები რომლებიც მან გადაიღო, რომელიც ასახავს ვ---------------–---–ის მიერ მიწერილი მოკლე ტექსტური შეტყობინებებისთვის. პ-------------–---–ის განმარტებით, მას, როდესაც ვ---------------–---–ი მისწერდა შეტყობინებას იგი იღებდა ფოტოსურათს, ე.წ. სქრინშოთს. 2016 წლის 24 ოქტომბრის შემდეგ, ვ---------------–---–ის ფოტოები დაფიქსირებულია 2016 წლის 21 ნოემბერს, 22 ნოემბერს, 24 ნოემბერს. ზემოაღნიშნული შეტყობინებებიდან საინტერესოს წარმოადგენს 2016 წლის 21 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათები, რომელ დღესაც ვ---------------–---–მა პ-------------–---–ს მოსთხოვა 12 000 ლარის გადახდა, მისი და მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის საფუძველზე. 2016 წლის 21 ნოემბერს არის გადაღებული ფოტოსურათი, 2:51 საათზე, სადაც პ-------------–---–ის განმარტებით ვ---------------–---–მა მისწერა კონკრეტული მესიჯები, თუმცა ნახვის შემდეგ ვ---------------–---–მა წაშალა ისინი. აღნიშნულ ფოტოსურათს აწერია ზედა მხარეს თარიღი, კერძოდ 2016 წლის 21 ნოემბერი, აღნიშნულ სურათზე ერთჯერადად თითის დაჭერის შემდეგ ქრება თარიღი, რა დროსაც ჩნდება შეტყობინების გამომგზავნი პირის დასახელება ზედა მხარეს, კერძოდ- ,,V-----------“,. 2016 წლის 21 ნოემბერს არის გადაღებული ფოტოსურათი, 2:57 საათზე, აღნიშნულ ფოტოსურათს აწერია ზედა მხარეს თარიღი, კერძოდ 2016 წლის 21 ნოემბერი, აღნიშნულ სურათზე ერთჯერადად თითის დაჭერის შემდეგ ქრება თარიღი, რა დროსაც ჩნდება შეტყობინების გამომგზავნი პირის დასახელება ზედა მხარეს, კერძოდ ,,V-----------“,. “,. 2016 წლის 21 ნოემბერს არის გადაღებული ფოტოსურათი, 4:04 საათზე, აღნიშნულ ფოტოსურათს აწერია ზედა მხარეს თარიღი, კერძოდ 2016 წლის 21 ნოემბერი, აღნიშნულ სურათზე ჩნდება შეტყობინება: ,,--------------------------------------------------------------------, აღნიშნულ სურათზე ერთჯერადად თითის დაჭერის შემდეგ ქრება თარიღი, რა დროსაც ჩნდება შეტყობინების გამომგზავნი პირის დასახელება ზედა მხარეს, კერძოდ ,,V-----------“,.2016 წლის 21 ნოემბერს არის გადაღებული ფოტოსურათი, 5:06 საათზე, აღნიშნულ ფოტოსურათს აწერია ზედა მხარეს თარიღი, კერძოდ 2016 წლის 21 ნოემბერი, სურათზე ასახული შეტყობინება შემდეგნაირია: ,, ეხლა კარგად მომისმინე ბიჭო, ეს საქმე რო შეაკერიე რაც ზიანი მომადგა შენგან, თორმეტი ათას ლარს მოიტან და აანაზღაურებ, თორე მერე შენ თავს დააბრალე კუბო რო დაიდგმევა შენს სახლში“. აღნიშნულ სურათზე ერთჯერადად თითის დაჭერის შემდეგ ქრება თარიღი, ეკრანზე ჩნდება ე.წ სქრინშოთი , თარიღის გარეშე, სადაც წერია შეტყობინების გამომგზავნის სახელი, კერძოდ ,,V-----------“.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად არ დგინდება, რომ პ-------------–---–ის მობილურ ტელეფონზე შემავალი შეტყობინებების ავტორი არის ვ---------------–---–ი და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს:
დაზარალებულის ჩვენებით, მას შემდეგ, რაც მუქარის და შეურაცხმყოფელი შინაარსის მესიჯებმა სისტემატური ხასიათი მიიღო და გამომგზავნად მის ტელეფონში დაფიქსირდა ვინმე ვ----, მან შეცვალა სახელი და ტელეფონში შემოსული ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს. 2016 წლის 24 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანხმად, დადგენილია, რომ ვ--------------ის სახელით პ-------------–---–ის მობილურ ტელეფონზე გაგზავნილია შეურაცხმყოფელი მესიჯები და კონტაქტი ვ--------------ის ტელეფონია ნომერია 5------4-. ვ---------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვ---------------–---–ი სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით 5------4-, თავად ვ---------------–---–ის წერილობითი თანხმობის მიხედვით იგი უთითებს მის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერს 5------4-, კომპიუტერული ექსპერტიზის 2017 წლის 17 იანვრის დასკვნის თანახმად, ნომერზე 5-------- მიმოწერა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით განხორციელდა 5------4- ნომრიდან.
ე.წ. სქრინშოთზე, მობილური ტელეფონის ნომრის არარსებობა, განაპირობა იმ რეალურმა გარემოებამ, რომ სქრინშოთი არის მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოტანილი ფონის ან სხვა ინფორმაციის დაფიქსირების საშუალება ფოტოს სახით, ხოლო ეკრანზე გამოტანილი ფონის დამატებითი ინფორმაცია (გამგზავნის ტელეფონის ნომერი) შესაძლებელია ინახოს მხოლოდ ამ ველის დამატებით მონაცემებში. სქრინშოთი, იგივე ფოტოთი კი დამატებითი ფუნქციების მოძიება შეუძლებელია. რაც შეეხება მესიჯების მობილური ოპერატორიდან ამოღებას, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებისა და ექსპერტთა ჩვენებების თანხმად, პროგრამა ვაიბერიდან წაშლილი მესიჯის აღდგენა შეუძლებელია. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- მიმოწერა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით განხორციელდა 5------4- ნომრიდან, ხოლო აღნიშნული ნომრით სარგებლობდა ვ---------------–---–ი და სწორედ მის მიერ იქნა შეტყობინებები გაგზავნილი პ-------------–---–ის მიმართ, როგორც შეურაცხმყოფელი, ისე შეტყობინება, სადაც ვ---------------–---–ი პ-------------–---–ს სთხოვს 12000 ლარს წინა საქმის „გაჩალიჩებისთვის და იმ ზიანისთვის, რომელიც მას ამ საქმით მიადგა“.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ე------- დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მისი უფლებები. დამამძიმებელ გარემოებად მითითებულია მუქარა, ქმედების ჩადენა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება (ხელწერილი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), რომლის თანახმადაც, განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის. გამოძალვის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრის ან ქონების მფლობელის მიმართ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამასთან, მოთხოვნას თან ე------- დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა. მუქარა შეიძლება გამოხატული იყოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ტელეფონით და სხვა საშუალებით.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო, როგორც აღინიშნა, დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ---------------–---–მა, პ-------------–---–ს 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არაერთხელ გაუგზავნა შეურაცხმყოფელი შინაარსის მესიჯები და მათ შორის ერთ-ერთი შეტყობინებით იგი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 12000 ლარს, რომელიც მას წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით მიადგა. უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარეს სსკ-ს 181-ე მუხლის დამადასტურებელი ძირითადი მტკიცებულება წარმოდგენილი აქვს ერთი შეტყობინების სახით, რასაც ასევე აღნიშნავს დაზარალებული, თუმცა ნათელია, რომ შეტყობინებაში არ არის მითითებული სად, როდის, ვისი მეშვეობით უნდა გადასცეს ვ---------------–---–ს 12000 ლარი პ-------------–---–მა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძალვა ფორმალური დანაშაულია და თანხის გადაცემის ფაქტს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ---------------–---–მა ამ შეტყობინების გაგზავნით, პ-------------–---–ის მიმართ ჩაიდინა მუქარა, მან ფაქტობრივად განაგრძო მის მიმართ იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამოხატვა, რომელიც პ-------------–---–ის მხრიდან მისთვის დასაქმებაზე დაპირების შეუსრულებლობას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული დაზარალებულისაგან ითხოვს იმ თანხას, რომლითაც თვლის, რომ ზიანი მიადგა წინა საქმეზე იარაღის ჩამორთმევით, კვლავ პრეტენზიას გამოხატავს და შეურაცხყოფას აყენებს იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც მისმა დაპირისპირებამ გამოიწვია, სთხოვს მას პასუხს აღნიშნულზე და ამცირებს მას. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ ვ---------------–---–ის მუქარის შემცველ მესიჯებს პ-------------–---–ის მობილურ ტელეფონზე და ფეისბუქ გვერდზე აგზავნიდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის თებერვალი-მარტის თვეში დახმარებით მიმართა მას და მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამ პერიოდის შემდეგ ვ---------------–---–ს პ-------------–---–ის მიმართ გაუჩნდა შეურაცმხყოფელი და აბსოლუტურად არაადეკვატური დამოკიდებულება, რომელიც გაგრძელდა მოცემული საქმის ფარგლებშიც, თუმცა ვ---------------–---–ის ქმედებაში არ იკვეთება მატერიალური ინტერესი, იგი წინა პერიოდისაგან დამოუკიდებლად არ სთხოვდა დაზარალებულს ფულს, არამედ მიაჩნდა, რომ პ-------------–---–მა დანაპირები არ შეუსრულა, აბუჩად აიგდო, როდესაც რამდენიმეჯერ დაიბარა და მისი მხრიდან არასწორი დამოკიდებულების გამო გასამართლდა, განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჩამოერთვა იარაღი. შეტყობინებაში იგი უთითებს, რომ ამ ყველაფრისათვის ზიანის ანაზღაურებას სთხოვს მას, გამოძალვის შემთხვევაში კი, როგორც წესი, თანხის მოთხოვნა ზოგად ხასიათს ატარებს, პირისთვის ცნობილია დაზარალებულის სათანადო მატერიალური მდგომარეობა და თავისთვის, უკანონოდ სარგებლის მიღების მიზნით, სთხოვს მას ფულს და ემუქრება სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანებით. გამოძალვა მუქარისაგან განსხვავებით უფრო ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და პირს გათვალისწინებული აქვს ყველა ის გარემოება, რომელიც თანხის მოთხოვნას და გადაცემას უკავშირდება, შესაძლებელია მოთხოვნას ჰქონდეს არაერთჯერადი ხასიათიც და რაც მთავარია, პირის დამოკიდებულება თანხის მოთხოვნის მომენტისთვის მიმართული უნდა იყოს გამოძალვისკენ, ვ---------------–---–ის შეტყობინებები კი რეალურად პ-------------–---–ის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების აშკარა გამოხატვაა და მუქარის შემცველ ხასიათს ატარებს.
იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ---------------–---–ი დაემუქრა პ-------------–---–ს სიცოცხლის მოსპობით (შენი კუბო დაიდგმება შენ სახლში), ხოლო მასთან დაკავშირებული წარსული ქმედებებიდან მიღებული გამოცდილებით, პ-------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
ქმედება - ცივი იარაღის ტარება:
2016 წლის 16 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით, ვ---------------–---–ს ქ------–-------------------------–--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა G------ის ფირმის დანა, ”აიფონის” მოდელის მობილური ტელეფონი, ”ჯეოსელის” ქსელში ჩართული ნომრით 5------4-;
პირადი ჩხრეკასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხნენ თემურ მონიავა და ამირან გერგედავა, რომელთაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების რეალობა. მათი განმარტებით, ჩხრეკა ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 19 დეკემბრის №2774/ცი დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ვ---------------–---–ის დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ბრალდებულს არ განუმარტავს ცივი იარაღის პირადი საჭიროების შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; გ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ე) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.
ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი - უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით ვ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
ვ---------------–---–ი რუსთავის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით ითვლება ნასამართლევ პირად.
დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდებული დაკავების მომენტში, საკუთარი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა დაკავებული და იგი ცივ იარაღს ფაქტობრივად არ ატარებდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ შეესაბამება 238-ე პრიმა მუხლის შენიშვნაში ს/ს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს და ამასთან, ცივი იარაღის ტარება არ გულისხმობს მხოლოდ გარკვეული მანძილის გავლას, მით უფრო არ აქვს მნიშვნელობა მანძილის და დროის სიმცირეს, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ---------------–---–ი 2017 წლის 22 თებერვალს ატარებდა ცივ იარაღს.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ვ---------------–---–ი, რომელიც ნასამართლევია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, 2016 წლის 16 დეკემბერს, ქ------–-------------------------–--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს კერძოდ, G------ის ფირმის დანას.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ---------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი და 2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ვ---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი და 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ, ხოლო საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებისათვის ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ.
სასაქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვ---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში განზრახი, ანალოგიური დანაშაულის ჩადენა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. რაც შეეხება, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის 151-ე მუხლით 2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოცი საათიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ხოლო 2017 წლის 4 მაისიდან მოქმედი რედაქცია იგივე ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვინაიდან დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი, შესაბამისად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს 2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით.
სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სსკ-ს 67-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, რაც გულისხმობს პირობითი მსჯავრის გაუქმების აუცილებლობას და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას, თუმცა კანონმდებელი სასამართლოს აკისრებს უფლებამოსილებას, სასჯელის მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვროს სასჯელთა შეკრების რომელი წესი უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი უნდა აისახოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ვ---------------–---–მა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი მას უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, ამასთან სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში უნდა მიიღოს 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, თუმცა ვინაიდან ქმედებები, რომლის ჩადენისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთს ერთ წლამდე ვადით, ვ---------------–---–ს უნდა განესაზღვროს ამ სასჯელის მაქსიმუმი ზომა.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ვ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული ვ---------------–---–ის მობილური ტელეფონი, უნდა დაუბრუნდეს მას ან საამისოდ უფლებამოსილ სრულწლოვან ოჯახის წევრს, ვ---------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დანა, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმეზე დართული დისკები, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს 2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლზე.
ვ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ 2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ს 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ვ---------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ვ---------------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ვ---------------–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან.
3. ვ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული:
ვ---------------–---–ის მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მას ან საამისოდ უფლებამოსილ სრულწლოვან ოჯახის წევრს.
ვ---------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დანა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ნივთები ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოში), ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმეზე დართული დისკები, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე