განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100116001215534
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - დავით ჭარბაძე
ბრალდებული - ქა-----------აძე
ადვოკატი - პაა--------–--აძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ქა-----------აძე
მამის სახელი: ვლადიმერი
დაბადებული: 06.06.1966 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მა---–----ნი.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
338-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2012 წლის 01 აგვისტოს N01-05/38(65) ბრძანებით ქა-----------აძე, აჭარის ა/რ მთავრობის 2010 წლის 07 დეკემბერს N55 დადგენილებით დამტკიცებული "აჭარის სატყეო სააგენტოს დებულების" მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქ/პუნქტის შესაბამისად დაინიშნა სსიპ "აჭარის სატყეო სააგენტოში" ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციაში ტყის მცველის (რეინჯერი) თანამდებობაზე და ითვლებოდა საჯარო მოხელედ.
მის უშუალო მოვალეობაში შედიოდა ხე-ტყის დაცვა უკანონო ჭრისგან და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სათანადო რეაგირების განხორციელება.
2015 წლის დეკემბრის დასაწყისში ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველი ქა-----------აძე რამდენჯერმე შეხვდა თავის ნაცნობს ირ---–--------ას. საუბარში ქა-----------აძემ ირ---–--------ას აუხსნა, რომ იგი არის ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველი და დაკავებული თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მის სამსახურეობრივ ფუნქციას წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის დაცვა და გამოვლენილ სამართალდარღვევაზე რეაგირების განხორციელება. მიუხედავად აღნიშნულისა მან გამოთქვა მზადყოფნა მასზედ, რომ ქრთამის სახით ფულის გადახდის შემთხვევაში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე დაამზადებს დიდი რაოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქანს და აღნიშნული უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის მიზნით გამოწერს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებს წაბლის ჯიშის საშეშე მერქანზე, აგრეთვე აღნიშნულ სამართალდარღვევისათვის არ მიიღებს სათანადო ზომებს, ხოლო უკანონოდ გაჩეხილ წაბლის ჯიშის სამასალე მერქანს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან გადასცემს ირ---–--------ას. დიდი ოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქნის უკანონოდ გაჩეხვის, ცენტრალურ საავტომობილო გზამდე ტრანსპორტირებისას გზაზე მფარველობისათვის და უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის სანაცვლოდ ქა-----------აძემ ქრთამის სახით მოითხოვა 4500 ლარი, საიდანაც 500 ლარი მისთვის გადაცემა მოითხოვა წინასწარ, ხოლო დარჩენილი 4000 ლარის გადახდა სამასალე მერქნის ირ---–--------ასთვის გადაცემის შემდგომ.
2015 წლის 05 დეკემბერს ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე წინასწარ შეთანხმებისამებრ ქა-----------აძე შეხვდა ირაკლი იოსოვას, სადაც წინასწარ მოთხოვნის თანახმად ქა-----------აძემ ქრთამის სახით, დიდი ოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქნის უკანონოდ გაჩეხვის, ცენტრალურ საავტომობილო გზამდე ტრანსპორტირებისას გზაზე მფარველობისათვის და უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის სანაცვლოდ ირ---–--------ას გამოართვა 500 ლარი.
სასამართლომ დაადგინა:
2. ქა-----------აძემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქა-----------აძემ, რომელიც მუშაობდა სსიპ "აჭარის სატყეო სააგენტოს" ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციაში ტყის მცველის (რეინჯერის) თანამდებობაზე და ითვლებოდა საჯარო მოხელედ, 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მისაღებად ირ---–--------ას შესთავაზა, რომ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე დაამზადებს დიდი რაოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქანს და აღნიშნული უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის მიზნით გამოწერს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებს წაბლის ჯიშის საშეშე მერქანზე, აგრეთვე აღნიშნულ სამართალდარღვევისათვის არ მიიღებს სათანადო ზომებს, ხოლო უკანონოდ გაჩეხილ წაბლის ჯიშის სამასალე მერქანს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან გადასცემს ირ---–--------ას. დიდი ოდენობით წაბლის ჯიშის სამასალე მერქნის უკანონოდ გაჩეხვის, ცენტრალურ საავტომობილო გზამდე ტრანსპორტირებისას გზაზე მფარველობისათვის და უკანონოდ გაჩეხილი სამასალე მერქნის წარმომავლობის დაფარვის სანაცვლოდ ქა-----------აძემ მოითხოვა 4500 ლარი, საიდანაც 500 ლარი მისთვის გადაცემა მოითხოვა წინასწარ, ხოლო დარჩენილი 4000 ლარის გადახდა სამასალე მერქნის ირ---–--------ასთვის გადაცემის შემდგომ.
2015 წლის 05 დეკემბერს ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე წინასწარ შეთანხმებისამებრ ქა-----------აძე შეხვდა ირაკლი იოსოვას, სადაც წინასწარ მოთხოვნის თანახმად ქა-----------აძემ ირ---–--------ას გამოართვა 500 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად და ამ მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი:
4. ქა-----------აძის დაკითხვის ოქმის ანალიზის თანახმად, იგი აჭარის სატყეო სააგენტოს კირნათის ტყის მცველია და მას ნათესავმა - ვლ--------------–აძემ გააცნო ირ---–--------ა, რომელსაც შეუთანხმდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ სამასალე მერქნის დამზადებაზე, რაც კანონსაწინააღმდეგო იყო, მაგრამ მოახდენდა საშეშე მერქანზე ბილეთის გამოწერას, რითაც შეინიღბებოდა სამასალე მერქნის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი. შეთანხმების საგანი იყო 20 - 25 კუბური მეტრი წაბლის სამასალე მერქანი. 2015 წლის 05 დეკემბერს ქა-----------აძემ ირ---–--------ას ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე გამოართვა მისაღები თანხის ნაწილი 500 ლარი, რა დროსაც დააკავეს.
5. ირ---–--------ას დაკითხვის ოქმების ანალიზის თანახმად, იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს თანამშრომელია. მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელ ქა-----------აძის მხრიდან შესაძლო კორუფციული გარიგებების თაობაზე, კერძოდ ქრთამის სანაცვლოდ ამზადებდა სამასალე მერქანს. ირ---–--------ამ საერთო ნაცნობის - ვლ--------------–აძის მეშვეობით დაამყარა კონტაქტი ქა-----------აძესთან, რომელიც მას გაურიგდა თანხის სანაცვლოდ სამასალე მერქნის მიწოდებაზე. 2015 წლის 05 დეკემბერს ქ. ბათუმში ქა-----------აძემ ირ---–--------ასგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი 500 ლარი, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა.
6. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის 2012 წლის 01 აგვისტოს N01-05/38(65) ბრძანებით ქა-----------აძე დაინიშნა ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციაში ტყის მცველის (რეინჯერი) თანამდებობაზე.
7. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩრეკის ოქმის თანახმად, 2015 წლის 05 დეკემბერს ქა-----------იძიგან ამოღებული იქნა ირ---–--------ასგან აღებული წინასწარ დანომრილი 5 ცალი 100 ლარიანი კუპიურა.
8. ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ირ---–--------ას (ჩაწერის განმახორციელებელი პირი) და ქა-----------აძეს შორის მიმდინარეობს საუბარი სამასალე მერქნის თაობაზე. ამავე ჩანაწერით ნათელია, რომ შეთანხმების საგანი - სამასალე მერქანის დამზადება უკვე მიმდინარეობდა. ქა-----------აძემ ირ---–--------ას მოთხოვა 500 ლარი.
9. ვლ--------------–აძის დაკითხვის ოქმის ანალიზით სრულად დასტურდება ქა-----------აძის და ირ---–--------ას ჩვენებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის თანახმად დანაშაულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ბოროტად გამოყენებას, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითებს, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას. ზოგადად, ფარული აგენტის მიერ პირის წაქეზება არ გამორიცხავს ამ უკანასკნელის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. დანაშაულის პროვოკაცია არ ათავისუფლებს პროვოცირებულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (Ramanauskas v. Lithuania, 74420/01, 2008 წლის 5 თებერვალი).
12. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტავს, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი.[1] ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში[2]; თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია[3]; ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებულ დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი[4].
13. სასამართლო განმარტავს, რომ ირ---–--------ა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთო და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელა მას შემდეგ, რაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ქა-----------აძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
14. პროკურორი ქა-----------აძეს ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით იმაში, რომ მან (მოხელემ) პირდაპირ მოითხოვა და მიიღო ფული, რათა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ირ---–--------ას სასარგებლოდ განეხორციელებინა ქმედება - მიწოდებინა სამასალე მერქანი.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა პირს შეერაცხოს ბრალად წარდგენილი ქმედება, უნდა დადგინდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი.
16. მოცემულ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი, რომ ქა-----------აძემ მოსთხოვა და მიიღო ფული ირ---–--------ასგან მისთვის "სასარგებლო ქმედების" განხორციელების პირობით, მაგრამ ეს ქმედება არის არა ქრთამის აღება, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამორჩენის მიღების მიზნით, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას.
17. აღნიშნული დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერის სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი, რომლის თანახმად ქა-----------აძე მოითხოვს 500 ლარს მუშებისთვის, რომლებიც ამზადებდნენ მერქანს, ხოლო მიუხედავად ქა-----------აძის თანამშრომლობისა, გამოძიება არც დაინტერესებულა ზემოხსენებული პირების ვინაობით ან იმ ადგილით სადაც მიმდინარეობდა მერქანის დამზადება.
18. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
19. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
20. მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
21. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ქა-----------აძემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
22. ქა-----------აძის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
24. საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც ქა-----------აძეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ქა-----------აძის პიროვნების და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
25. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
26. მოცემულ შემთხვევაში, ქა-----------აძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი და მიაჩნია, რომ ქა-----------აძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 6.000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
27. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ქა-----------აძე საქმის სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს 1.000 (ათასი) ლარით და საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ ქა-----------აძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 05 დეკემბრის რედაქცია).
ბრალდებული ქა-----------აძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 05 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6.000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1.000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ, ქა-----------აძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.
ქა-----------აძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 დეკემბრის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული მამ------------იძის (პ/ნ 61-------11) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბათუმი, სამების ქუჩა N4, ბინა N3 (ზონა - ბათუმი 05, სექტორი 35, კვარტალი - 27, ნაკვეთი - 142, კოდი - 01/003) - 28.000 (ოცდარვაათასი ათასი) ლარის წილს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის ამსახველი ორი ცალი კომპაქტ დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
- ქა-----------აძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 500 ლარი - ხუთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი